უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბუნებრივ რესურსებზე გარიგების შესახებ, _ ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა.
მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში შედგა. ამერიკული მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა აშშ-ს ფინანსთა მინსიტრმა სკოტ ბესენტმა.
მემორანდუმი ნიშნავს, რომ მალე შედგება შეთანხმება, რომელიც მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
გარდა ამისა, მზადდება უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნა.
თავად გარიგების ტექსტი ჯერ კიდევ მუშავდეა. ამის შემდეგ, შეთანხმება უნდა დაამტკიცოს პარლამენტებმა.
სკოტ ბესენტი შეძლებს ტრამპს მოახსენოს გარკვეული პროგრესის შესახებ, უკრაინას კი გარკვეულ დრო ექნება შეთანხმებაში უკეთესი პირობების მისაღწევად.