უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, ჯერჯერობით, არარეალურია, _ განაცხადა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვასილ ნებეზნიამ, _ ამ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.
„ჩვენ გვქონდა მცდელობა ცეცხლი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაგრამ უკრაინამ ეს არ გააკეთა.
ამ ვითარებაში ცეცხლის შეწყვეტაზე ლაპარაკი, უბრალოდ, არარეალურია“, _ თქვა რუსმა დიპლომატმა.
ნებეზნიას თქმით, დასავლეთმა არ გამოხატა მზადყოფნა, ზეწოლა განეხორციელებინა უკრაინაზე, რომ კიევს შეეწყვიტა დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.