ამ წუთებში გვატყობინებენ, რომ სტიქიის ზონაში _ დაბა ურეკში მდგომარეობა უცვლელია _ დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები.
ადგილობრივების თქმით, გაჭედილი არხები, რამაც გამოიწვია პირველ სართულზე წყლის სახლში შევარდნა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი დიდია:
_ ახლა დავურეკეთ, დაბა ურეკის გამგებელს, რომელმაც გვითხრა რომ ნახევარ საათში ტექნიკა მოვა და არხების გაწმენდას დაიწყებს. ჩვენც ველოდებით, ამასობაში კი წყალი იმატებს, _ გვეუბნებიან ურეკის მაცხოვრებლები.