საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, რუმინეთთან ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებსა და მომავალ შეხვედრებზე ისაუბრა.
„როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. სამწუხაროდ, ეს ივნისის სანაკრებო პაუზისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა. ამავდროულად, ეს კარგი შესაძლებლობაა სხვა ფეხბურთელებისთვის, ითამაშონ და მეტი სათამაშო დრო მიიღონ, რადგან თუ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად არ თამაშობ, პროგრესირება რთულია.
ამიტომ, მომდევნო ორი მატჩი მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრა რთული იქნება, რადგან რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ნამდვილი საფეხბურთო ერია”,_ განაცხადა სანიოლმა.
ინფორმციისთვის, საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი დღეს 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.






































































