https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ რაშია დარწმუნებული _ წინასაარჩევნო სამზადისი ლანჩხუთში

12:03; 5.09.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში საარჩევნო მზადება დაწყებულია. აგვისტოს მიწურულს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა.  ცესკოსვე მონაცემებით, საბოლოოდ, 27 პარტიამ გაიარა რეგისტრაცია.

პოლიტიკურმა პარტიებმა კარგა ხანია, რაც  წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადეს და შესაბამის  პოლიტიკური აქტივობასაც შეუდგნენ. გამონაკლისი ამ მხრივ არც ლანჩხუთია. აქაც თანდათან ძალას იკრებს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა  და პარტიათა ადგილობრივი ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ოფისებს ხსნიან. ამ ეტაპზე პარტიათა უმრავლესობა, ძირითადად, ადამიანური რესურსის მოძიებითაა დაკავებული, რის შემდეგაც უკვე აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადავლენ.

ადამიანური თუ ფინანსური რესურსის ნაკლებობას არ უჩივა მმართველი გუნდი, რომელმაც ამ არჩევნებისთვის ადგილმდებარეობა შეიცვალა და გორგასლის ქუჩაზე გახსნა ლანჩხუთის მთავარი ოფისი.

ივანიშვილის გუნდი დარწმუნებულია, რომ როგორც ყოველთვის, “ქართული ოცნება” ლანჩხუთში დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს.

თითქმის ერთი თვეა, რაც წინასაარჩევნო ფერხულში ჩაერთო პარტია “გახარია–საქართველოსთვის”  ლანჩხუთის ორგანიზაცია, რასაც წინ ექს პრემიერ გიორგი გახარიას ლანჩხუთში სტუმრობა უძღოდა . გახარიას გუნდმა ამ არჩევნებისთვის  ჟორდანიას ქუჩაზე,, მერიის შენობის სიახლოვეს დაიდო ბინა.

როგორც პარტიაში ამბობენ, ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრები აქტიურ სამუშაო რეჟიმში იმყოფებიან.

“შეხვედრა ქალაქის ცენტრში მოსახლეობასთან! დავარიგეთ გაზეთები და გავაცანით ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა.  ანალოგიური შეხვედრები პერიოდულად გაგრძელდება, როგორც ქალაქის სხვა უბნებში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში”, – ასეთია გახარიას გუნდის განცხადება

ჟორდანიას ქუჩაზე გახსნა პარტიული ოფისი კოალიცია “ძლიერმა საქართველომ’, რომელიც ,,ლელოს” ,,ხალხისთვის” ,,თავისუფლების მოედანს” ,,მოქალაქეებს” აერთიანებს.

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ლანჩხუთს სტუმრობდა.  იგი მარიამობის დღესასწაულზე აკეთში გამართულ ტრადიციულ დოღს დაესწრო კოალიციის  სხვა წევრებთან და ლანჩხუთის შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად.

“თამამად შეიძლება განვაცხადო, რომ 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ მართლა ღირსებით შემკულ ევროპულ განვითარებასა და განგსტერულ-ავტოკრატულ მმართველობას შორის. დიახ, ვერც კი წარმომიდგენია რა სავალალო შედეგი მოჰყვება “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ოთხი წლით რომ გააგრძელოს ამ ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, კარგად აწონ-დაწონოს ის რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს ბიძინა ივანიშვილის სტილში ისევ მართულ კვაზისახელმწიფოს, რომელიც სრულიად დაცლილი იქნება დასავლული, ცივილიზებული ღირებულებებისაგან და სრულიად სავსე იქნება იერშეცვლილი საბჭოური წესწყობილებებით და იმ მანკიერი ავტოკრატიული გამოვლინებებით, რომელიც სრულიად მოშლის დამოუკიდებლობის ხარისხს, გამოიწვევს დასავლური სამყაროსგან იზოლაციას და ძალაუნებურად აღმოვჩნდებით რუსული იმპერიის კლანჭებში, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ბოლოს მოუღებს.

ყველამ, დიდმა თუ პატარამ, კარგად უნდა შეიცნოს ის ზრახვები, რაც „ქართული ოცნების“ არქიფოსეულ მმართველობას აქვს და სამართლიანი ეჭვი შეიტანოს ამ სინდიკატად ქცეული ძალის გულწრფელობაში. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ქვეყანაში დასაბამი მივცეთ ქვეყნის ახალი მართვის სტილს, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ერთი ძალის ჰეგემონიაზე, არამედ კოალიციურ მართვაზე, სადაც რამდენიმე სუბიექტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, გაცილებით დაბალანსებული და სწორი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის.  კერპების შექმნის მავნე პრაქტიკასაც ბოლო მოეღება და გადაწყვეტილებებიც  ბევრად ეფექტური და რაც მთავარია, სრული კონსესუსის დონეზე იქნება მიღებული.

„ძლიერი საქართველო“ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის კოალიციურ მართვაში და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს, ამ არჩევნებში ის შედეგი დადოს, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება კოალიციური მმართველობისთვის”, – ასეთ შეფასებას აკეთებს “ძლიერი საქართველოს” ლანჩხუთელი ლიდერი გოჩა ჯანაშია.

წინასაარჩევნოდ მუშაობას შეუდგა კოალიცია “ცვლილებისთვის”  ლანჩხუთის ოფისი, რომელსაც რობერტ წილოსანი ხელმძღვანელობს.

ლანჩხუთში ოპოზიციური ფლანგიდან ერთადერთი “ნაციონალური მოძრაობაა’, რომლის ოფისიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ იხსნება და ის არჩევნებიდან არჩევნებამდე მუდმივად სამუშაო რეჟიმშია. რაც, ერთის მხრივ, მათ ფინანსურ სიძლიერეზეც მიუთითებს.

“მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხეულებებისა, ყველას ვალია, ერთად ვიზრუნოთ, 26 ოქტომბრის შედეგები ასახავდეს თქვენს ნებას და არა მმართველი პარტიის სურვილებს, ყველაფრის ფასად მე-4 ვადით შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამიტომ მთავარი ხართ თქვენ და თქვენი ჯანსაღი და მაღალი სამოქალაქო კულტურა, თვალი არ დახუჭოთ იმ დარღვევებზე, მოსყიდვაზე და ზეწოლაზე, რომელსაც ყველა გადამწყვეტი არჩევნების წინ მიმართავას მმართველი პარტია. გახსოვდეთ, რომ თქვენი დუმილით ახალისებთ ძალადობას, მოსყიდვას და ხელს უწყობთ, 26 ოქტომბრის საბოლოო შედეგი, არ გამოხატავდეს თქვენს რეალურ ნებას, რაც საბოლოოდ დაანგრევს ამ ქვეყნის უკეთესს მომავალს!

თუ საზოგადოება არ იქნება აქტიური, მხოლოდ პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებს ყველა ფაქტის გამოვლინებას!’, _ ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერის, კახა ასკურავას მიმართვა ამომრჩევლისადმი.

26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით უფრო მოიმატებს წინასაარჩევნო დუღილის ტემპერატურა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე ლანჩხუთშიც.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

16:07; 18 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ე.წ. ჩორჩანასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

15:52; 18 სექტემბერი, 2026

"ეს დასკვნა განსაკუთრებით გასაოცარია, იმ ფონზე, როცა"- მიქანაძე ISFED-ს ეხმაურება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026
მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18.09.2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18.09.2026
სამართალი

POG: გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება

17:33; 18.09.2026
ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18.09.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

16:17; 18.09.2026
პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

16:07; 18.09.2026
პოლიტიკა

ე.წ. ჩორჩანასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

15:52; 18.09.2026
პოლიტიკა

ვინ არიან NGO-ები?- კობახიძის განმარტება „გამჭვირვალობის კანონსა“ და უცხოურ ჩარევებზე

15:32; 18.09.2026
პოლიტიკა

მიქანაძე: სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების საკითხზე მყისიერი რეაგირება გვექნება

15:26; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7,9%-ია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციის სრულად აღმოფხვრაა

15:14; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში კომპანიების პასუხისმგებლობა დადგება

15:03; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო