https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს დასკვნა განსაკუთრებით გასაოცარია, იმ ფონზე, როცა”- მიქანაძე ISFED-ს ეხმაურება

12:03; 5.09.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე გამოეხმაურა “სამართლიანი არჩევნების” მიერ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს. 

მიქანაძემ განაცხადა, რომ “სამართლიანი არჩევნების” ანგარიში ასახავს არარსებულ დარღვევებს, ხოლო იმ დარღვევებზე, რომელსაც არსამათავრობო ორგანიზაციები სჩადიან, არაფერია ნათქვამი.

“დღევანდელი ბრიფინგით გვსურს გამოვეხმაუროთ სრულიად აბსურდულ და უსაფუძვლო შეფასებებს, რაც ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” გუშინ საზოგადოებას წარუდგინა თავის არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია ქვეყანაში ძლიერი პოლარიზაციის პირობებზე. ეს დასკვნა განსაკუთრებით გასაოცარია, იმ ფონზე, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს საპარლამენტო არჩევნები არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის. ამგვარი ცრუ კამპანიის მიზანი სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების პოლარიზება. თუმცა, “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაციების ამ კამპანიაზე არაფერია ნახსენები.

“სამართლიანი არჩევნები” შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით აზიანებს საარჩევნო პროცესს. ანგარიშის ავტორებს უნდა შევახსენოთ, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამის დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ვციტირებ, „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.” ამასთანავე, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, თუკი ისინი იყენებენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და/ან ძირს უთხრიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. დღეისათვის ევროპის საბჭოს 20 სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

ანგარიშში ნახსენებია, თითქოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ცალკეული ძალადობის შემცველი ქმედებების გამოსაძიებლად, რაც სიცრუეა. როგორც უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე საჯარო გამოსვლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა, რომ ანგარიშში მოტანილ ყველა შემთხვევაზე სათანადო რეაგირება მოხდა, დაწყებულია გამოძიება, პირთა ნაწილს უკვე მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.

„სამართლიანი არჩევნები” აკრიტიკებს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებს, ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის შემცირებასთან დაკავშირებით. თუმცა, სამართლიანი არჩევნები არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ რამდენიმე პარტია საბოტაჟს უწევდა ცესკოს საქმიანობას, რის გამოც რისკის ქვეშ დგებოდა მთლიანად საარჩევნო პროცესის პროცედურული ჩარჩოს შექმნა. მიღებული ცვლილებით ცესკოს 17-დან 9 წევრი იღებს გადაწყვეტილებას, რითაც საბოტაჟის განმახორციელებელ ცესკოს პარტიულ წევრებს გადაწყვეტილების მიღების ხელოვნური ბარიერის შექმნის საშუალება აღარ ექნებათ.

ანგარიშში აქცენტია გამახვილებული ცესკოს დადგენილებაზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება. სამართლიანი არჩევნების მიერ გაკეთებული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან ისინი ამაზე მიუთითებენ ახლა, მაშინ როდესაც წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მე-7 დღეს იყო გათვალისწინებული, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართულ რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის. ამასთანავე, ცესკოს ამ დადგენილებას მხარი დაუჭირა მაღალმა ქვორუმმა (12 ხმით იქნა მიღებული, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის 4-მა წევრმა მისცა ამ დადგენილებას ხმა), რასაც ცესკოს 21 აგვისტოს ოფიციალური განცხადება ეხმიანება.

ყველანაირ სერიოზულობის ზღვარს სცდება, უკვე წლების განმავლობაში გაკეთებული აბსურდული დასკვნა ყოველწლიურად აგვისტოში ბეშუმობის დროს ახლადდაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშვნა. ეს უბრალოდ კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად აცდენილია ადეკვატურობას ამგვარი ანგარიშები.

ტენდენციური და მიზანმიმართული დისკრედიტაციის შემცველია ანგარიშში ასახული ინფორმაცია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნით. მაჟორიტარი დეპუტატების აქტივობის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში გაყვანა, წარმოდგენილი ანგარიშის აბსურდულობის კიდევ ერთი დამადასტურებელია. ანგარიშში ნახსენებიც კი არ არის, რომ პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი, რომელთა აქტივობებზეც გაკეთებულია აქცენტი, მოქმედი პარლამენტის წევრები და კონკრეტული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარები არიან და ისინი ანგარიშში მხოლოდ დელეგატებად არიან მოხსენიებული.

„სამართლიანი არჩევნების” მიერ სავარაუდოდ საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო პროგრამების/ინიციატივების თაობაზე აქცენტირება მხოლოდ ერთ განცდას გვიტოვებს, რომ მათი გადმოსახედიდან ხელისუფლებამ საარჩევნო წელს არაფერი უნდა აკეთოს და ყველა მნიშვნელოვანი პროცესი გაყინოს ან მისი ინიციირება არ მოახდინოს. ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის საფუძველზე ქვეყანაში დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები გაიზარდა 500 მილიონი ლარით. დამატებითი თანხები, ისევე როგორც წინა წლებში, გადანაწილდა სხვადასხვა სექტორზე და ადგილობრივ თვითმმართველობაზე. „სამართლიანი არჩევნების” მორიგი უსაფუძვლო განცხადება, ხსენებული დაფინანსების საარჩევნოდ მოტივირებულ პროგრამად გასაღების მიზნით, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ორგანიზაციის სუბიექტურობასა და მის რეალურ მიზნებს.

საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო ინიციატივების ჭრილში მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა ამ მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წელს, გაზაფხულზე დაინიცირდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები ოფიციალური სტაჟირების გაჩენასთან, ხოლო 2023 წელს სტაჟიორებისთვის ანაზღაურების მიცემასთან დაკავშირებით, რაც წარმატებით განხორციელდა. კანონმდებლობის ამ ნაწილში დახვეწისა და სრულყოფის მიზნით 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზეც იქნა დამატებითი ცვლილებები შეტანილი. შესაბამისად, კონკურსი სტაჟიორების მისაღებად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა სრულყოფილ იქნა. ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ ამ კეთილშობილური პროცესის დაჩრდილვისა და წინასაარჩევნო სტრატეგიად გასაღების მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი ხრიკია.

ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, პარლამენტში დაწესებულია შესაბამისი რეგულაციები მედიის წარმომადგენლებისთვის. სამართლიანი არჩევნების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების სადამსჯელო მექანიზმად წარმოჩენა სრული აბსურდია, რადგან ის არ ზღუდავს ჟურნალისტების საქმიანობას, ადგენს წესრიგს და სხვა ქვეყნებში მოქმედ მსგავს რეგულაციებთან შედარებით არის ბევრად ლიბერალური.

იმ ფონზე, როცა სამართლიანი არჩევნები არარსებულ დარღვევებს ასახავს ანგარიშში, ის თვალს ხუჭავს და სრულად აიგნორებს იმ დარღვევებს, რომლებშიც თავად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. კერძოდ, ანგარიშში არაფერია ნათქვამი:

1.            საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში NDI-ის მიერ ზაფხულის პერიოდში ოპოზიციური სპექტრისთვის დაორგანიზებული წინასაარჩევნო შეხვედრების თაობაზე;

2.            ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის” ღონისძიებებისა და მის ფარგლებში ოპოზიციის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ;

3.            უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებისა და ამ უკანასკნელის პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში” გაწევრიანების თაობაზე;

4.            ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას მიერ პარტია „ლელოს” წარმომადგენელ გიორგი უშიკიშვილთან ერთად ბათუმში მოსახლეობასთან ჩატარებული ერთობლივი შეხვედრებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული საჯარო პროპაგანდის შესახებ;

5.            ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკების თაობაზე;

6.            სოროსის ფონდის მიერ გადაღებული და სოციალურ ქსელში გავრცელებული „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო ვიდეოკლიპების შესახებ;

7.            უმრავლესობის წევრი დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ საჯაროდ წარმოებული ბულინგის თაობაზე, რისი ნათელი მაგალითია, პარლამენტის წევრების მიმართ „კეფაში ტყვიით” საჯარო მუქარა, დეპუტატების მობილური ნომრების გასაჯაროვება, საჯარო სივრცეში პარლამენტარებისა და მათი თანმხლები ოჯახის წევრების თავდასხმა და შეურაცხყოფა.

საზოგადოებისთვის, „სამართლიანი არჩევნების”, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებელი და რეპუტაციაშელახული ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი მიკერძოებული მიდგომა გასაკვირი არ არის. ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია დიდი ხანია გასცდა ნეიტრალურობას, განსაკუთრებით 2022 წლის ზაფხულში, როდესაც სხვებთან ერთად გამართულ მიტინგზე შეუერთდა ხელისუფლების გადადგომის, ტექნიკური მთავრობის დანიშვნის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. 4 სექტემბერს წარმოდგენილი ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ სამართლიანი არჩევნები მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია საზოგადოებაში მოახდინოს მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ორგანიზაციის ასეთ მიდგომას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და გაითვალისწინონ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩამოყალიბდა მხარედ და არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია”,_ აცხადებს გივი მიქანაძე.

გივი მიქანაძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა

ირაკლი ნადირაძე: ეძგვერაძე დააკავეს, დაგვაკავეს ჩვენც, როგორც ჩანს 48 საათში იქნება სასამართლო

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო