ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
ლევან ხარაბაძის გადაწყვეტილებით, გურიის სტრუქტურულ დანაყოფს ირაკლი სარჯველაძე უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, აჭარის სტრუქტურულ დანაყოფის ხელმძღვანელად გელა კანდელაკი დაინიშნა.
“შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დანაყოფების უფროსებისგან მოისმინეს ინფორმაცია, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაჩვენებლებს”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.


































































