ლომი
ლომის ზოდიაქო გულუხვობითა და დიდსულოვნებით გამოირჩევა. ლომები გამორჩევით ამაყი და თავმოყვარე ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება. ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას. მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომაცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო, ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთი-ორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან. ამიტომ თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგნობა მოუწყეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღსდგება.
მშვილდოსანი
ეს ხალხი შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფაქტობრივად მეგობრებისთვის ცოცხლობს. მშვილდოსნები ოპტიმიზმის, ხალისისა და იუმორის აურას ასხივებენ ყველგან. რა გასაკვირია, რომ მათკენ ადამიანები ყოველთვის მიილტვიან, – პოზიტიური ინდივიდის გვერდით ყოფნა ხომ ყველას უნდა. ამიტომაც არის, რომ მშვილდოსნებს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ საზოგადოების სხვადასხვა წრეში. ისინი სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მათ მეგობარს რაიმე გასაჭირი ადგას…