სამხრეთ კორეის კეიმუნგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებულ პროფესორს, მოჰსენ ჯოშანლოუს, აინტერესებდა არსებობდა თუ არა რაიმე კორელაცია “სუბიექტურ კეთილდღეობასა” და ასტროლოგიურ ნიშნებს შორის. – ასეთი კავშირები არ დაფიქსირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ზოდიაქოს ნიშნებს ჩვენზე გავლენა არ აქვს.
ჯოშანლუმ 12 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გააანალიზა. მას აინტერესებდა იქნებოდა თუ არა რაიმე კორელაცია დაბადების თარიღებსა და შესაბამის ასტროლოგიურ ნიშნებს შორის.
ჯოშანლუმ ასევე გააანალიზა ის, თუ რამდენად ჰქონდა ზოდიაქოს ნიშნებს გავლენა ადამიანის მომავალზე. – ასეთი კორელაციაც არ დაფიქსირდა.
დღეს ასტრონომია მეცნიერებაში ფართოდ პატივცემული და შესწავლილი სფეროა, ხოლო ასტროლოგია ძირითადად განიხილება როგორც ცრურწმენებისა და ფანტაზიის ერთობა. ასტროლოგიასა და ასტრონომიას შორის უფრო მკაფიო განხეთქილება მოხდა თანდათან მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში, როდესაც მეცნიერებამ ასტროლოგია სულ უფრო მეტად მიიჩნია ცრუ მეცნიერებად და ცრურწმენად.
დღემდე არ არსებობს სამეცნიერო კვლევა თუ ექსპერიმენტი, რომელიც განმეორებადი სახით ასტროლოგიის ვარაუდებს დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, გასული წლის „Pew“-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით, ასტროლოგიის ამერიკელთა 29 პროცენტს სჯერა.
საინტერესოა 2022 წლის კვლევაც, სადაც მეცნიერმა დევიდ ვოასმა გადაწყვიტა ვარსკვლავის ნიშანთა თავსებადობის სტატისტიკური ანალიზი საკუთარ თავზე აეღო და ასტროლოგიის დღემდე ყველაზე მასშტაბური ტესტიც ჩაატარა.
მან 20 მილიონი დაქორწინებული ადამიანის დაბადების თარიღები გაანალიზა. კვლევამ აჩვენა, რომ დაბადების თვეს მეწყვილის შერჩევისას არანაირი გავლენა არ აქვს. ამის საწინააღმდეგოს ქადაგებს ხშირად ასტროლოგია, რომელიც ადამიანების დაბადების პერიოდს პირდაპირ მეწყვილის შერჩევასთან აკავშირებს.





































































