ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის ბოლოს, ჯიჭონაიების შვიდსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან ასახლებენ.
ადგილზე იმყოფებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, თუმცა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია პოლიცია.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ოჯახი ერთადერთი საცხოვრებლის გარეშე რჩება.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ სესხი კერძო იპოთეკარისგან ავადმყოფის სამკურნალოდ აიღო.
„კერძო იპოთეკარისგან ავადმყოფის გამო გამოვიტანე სესხი, კი არ მიქეიფია. ის ავადმყოფიც მოკვდა. ახლა გარეთ, ღია ცის ქვეშ ვრჩები,“ – აცხადებს მოქალაქე
































































