https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კიდევ ერთი “საჩუქარი” მოსახლეობას

18:04; 22.04.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“სოკარის” ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2011 წელს, 50 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დღეისთვის “სოკარი” საქართველოს ბაზარზე აქტიურად მუშაობს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისა და 31 გაზის მეურნეობის გაზიფიკაციის პროგრამებზე. საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი ამ დროისთვისაც გრძელდება. აღნიშნული პროგრამის მეორე წლის (რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდება) შედეგად, ახალი აბონენტების რაოდენობა 100 ათასს მიაღწევს”, _ აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ საიტზე 2010 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი”, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად მიიჩნევა. სწორედ მისი შვილობილი კომპანიაა შპს “სოკარ ჯორჯია გაზი”, რომელიც 2007 წლის ივნისში დაფუძნდა. იმავე წელს, კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში _ “სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზის სადისტრიბუციო კომპანიების პრივატიზაციის შესახებ” (საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 მაისის Ж306 განკარგულება) და დაეკისრა, როგორც გაზის დისტრიბუცია (განაწილება), ისე გაზიფიკაციის მასშტაბური პროგრამის (გაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობა) რეალიზაცია 30-მდე ქალაქსა და რაიონში.

უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ქვეყნის 29 რეგიონში, მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელი “სოკარის” მმართველობაში გადმოვიდა. ამ რეგიონებს შორისაა გურიაც, სადაც “სოკარ ჯორჯია გაზს” რამდენიმე ასეული აბონენტი ჰყავს.

საქართველოს და გურიის ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაზმომარაგებას ასახელებს. თუმცა, როგორც მოვიკვლიეთ, ამ კუთხით, პრობლემები ძალიან ბევრია. ეს ის შემთხვევაა, როცა “გასაკეთებელი” მართლა “ბევრია” და ამ ლოზუნგის მხოლოდ წინასაარჩევნო პლაკატებზე გაკვრა ვერაფერი ხეირია _ დაპირებული გაზიფიკაცია ბევრ ქუჩასა და სოფელში დღემდე შორეულ პერსპექტივად ითვლება.

გურიის ვერც ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ გვპასუხობს დაზუსტებით, თუ რა რაოდენობის გაზიფიცირებული მოსახლე იქნება გურიაში მიმდინარე წლის ბოლოს. თუმცა, ამბობენ, რომ “ბევრი”(?!).

სანამ ხელისუფლება პროგნოზებს აკეთებს და ჩვეულ დაპირებებს იძლევა, მოსახლეობის თქმით, “სოკარ ჯორჯია გაზი _ გურია” აბონენტებს “ატყავებს” _ საქმე იმაშია, რომ ყოველგვარი გაფრთხილების და ინფორმაციის გავრცელების გარეშე, კომპანიამ გაზის მრიცხველები ქუჩაში გამოიტანა:

_ მოვიდნენ კომპანიიდან და მითხრეს, რომ მრიცხველი ქუჩაში უნდა გამეტანა. ცუდი არაფერი მიფიქრია. მით უმეტეს, რომ ყველაფერი საკუთარი სახსრებით გააკეთეს. ერთი კვირის შემდეგ კი მითხრეს, რომ ჩემი მრიცხველი გაფუჭებული იყო და 250-ლარიანი ახალი მრიცხველი უნდა შემეძინა. ხალხის ასე გატყავება გაგონილა?! აღარ იციან, ფული რა ხერხებით ამოიღონ ხალხიდან, _ გვითხრა “სოკარ გურია გაზის” ერთ-ერთმა აბონენტმა, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.

ჩვენი რესპონდენტის მსგავს დღეში გურიაში ბევრი ადამიანია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ათობით ოჯახს ახალი მრიცხველის შეძენა დაავალეს. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც გაზი სულ რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს, და დალუქულ, “პლომბირებულ” მრიცხველში 140 ლარი უკვე გადაიხადეს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს “ჩოხატაურ გაზის” ხელმძღვანელი ელიოტ ხაბეიშვილი და ამბობს, რომ ქუთაისში მრიცხველის წაღების წინ ყველა აბონენტს აფრთხილებენ.

_ რა თქმა უნდა, ვაფრთხილებთ. გაურთხილებლად არავის მრიცხველი არ წაგვიღია. იცვლება ის მრიცხველები რომლებსაც კორექტორი არ აქვს. კორექტორიანი მრიცხველები კი, პირდაპირ გამოაქვთ ეზოს გარეთ.

_ ამ ეტაპზე რამდენი დაზიანებული მრიცხველი აღმოაჩინეთ ჩოხატაურში?

_ ჯერჯერობით, არც ერთი. ასე რომ, “სოკარი” მრიცხველებს ხალხს საჩუქრად აძლევს.

_ რა არის საჩუქარი? რამდენიმე თვის წინ 140 ლარი რომ გადაიხადეს და ის მრიცხველი გარეთ გამოაქვთ?

_ ვისიც არ არის კორექტორიანი, ანუ ვერ ახდენს ტემპერატურის ცვალებადობის დაფიქსირებას, გამოსაცვლელია.

_ ჩვენ გვითხრეს, რომ აბონენტებს ახალი მრიცხველის შესაძენად 250 ლარი მოსთხოვეს…

_ ვინც ეს გითხრათ, ის კარგად ვერ იგებს, რა ხდება. არ იცის რამდენია 250 და რამდენი _ 160.

_ ახალი მრიცხველი 160 ლარი ღირს?

_ დიახ. 6 თვის განმავლობაში უნდა გადაიხადონ ეს თანხა, თუ მათი მრიცხველი ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება უვარგისი.

_ ახლა არ მითხარით, “სოკარი” აბონენტებს ჩუქნის მრიცხველებსო?

_ დიახ. თუ უვარგისია, იხდის, და თუ კარგია, ჩუქნის.

_ ეს პრეზიდენტის “საჩუქარზე” _ დენის და სურსათის ვაუჩერზე უფრო უცნაური საჩუქარია, ბატონო ელიოტ…

_ ასეა, და…

ხაბეიშვილის ამ განცხადების საწინააღმდეგოდ, ჩოხატაურის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ “ჩოხატაურგაზის” თანამშრომლებს მრიცხველი ქუთაისში აბონენტებთან შეუთანხმებლად მიაქვთ:

_ ვინ იცის, იქნებ, არც კი მიაქვთ და თავად ამბობენ, რომ გაფუჭებულია? არავის აძლევენ შემოწმების საშუალებას. თვითონ ხსნიან, მიაქვთ და უვარგისობის დასკვნასაც თავად წერენ. თუ ასე არ არის, რატომ არ ასწრებენ მოსახლეობას შემოწმების პროცესს? ან რატომ დაიწყეს მრიცხველების ქუჩაში გამოტანა ისე, რომ ამის შესახებ წინასწარ არ გააკეთეს განცხადება? _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები ჩვენთან საუბრისას.

ჩვენს წყაროს ინფორმაციით, მრიცხველების გარეთ გამოტანის და აბონენტების “დასჯის” მიზეზი ის არის, რომ გურიაში “სოკარს” გაზის დიდი დანაკარგი აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ დაზიანებული მილებიდან კარგა ხანია, გაზი ჟონავს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დანაკარგის ანაზღაურება “სოკარს” მოსახლეობის ხარჯზე სურს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება “სოკარ ჯორჯია გაზი _ გურიას” ხელმძღვანელი ლადი ჟღენტი. მისი თქმით, მრიცხველების ქუჩაში გამოტანა ტექნიკურმა სიახლეებმა განაპირობა:

_ მრიცხველების გარეთ გატანა კომპანიის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაა. ეს ძალიან კარგია, რადგან ინკასატორს არ უწევს ეზოებში შესვლა და ადამიანების შეწუხება. შემოდის უახლესი ტექნიკა _ ხელსაწყო, რომელიც თავად აღრიცხავს მოხმარებული გაზის საფასურს, _ აღნიშნა ჟღენტმა.

_ ბატონო ლადი, მოსახლეობა ამბობს, რომ მრიცხველები ქუჩაში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაგაქვთ და ასევე გაფრთხილების გარეშე მიგაქვთ შესამოწმებლად ქუთაისში…

_ ასე ვერ ვისაუბრებთ _ კონკრეტული აბონენტების სახელები უნდა მითხრათ. ყოველი შემოწმებისას, ადგილზე უნდა იმყოფებოდეს უბნის მიერ მინდობილობით აღჭურვილი პირი, რომელიც პირადად აკონტროლებს შემოწმების პროცესს ყოველგვარი ეჭვების გასაქარწყლებლად. თუკი არსებობს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი ფაქტი, მტკიცებულებების წარმოდგენის შემდეგ, ამის ჩამდენი პიროვნება სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლდება.

_ ეს მრიცხველები ხომ სულ ახალი დადგმულია? რამ განაპირობა ხელახალი გადამოწმება?

_ არის მრიცხველები, რომლებიც დაზიანებულია.

_ ანუ აბონენტი მეტს მოიხმარდა და ნაკლებს იხდიდა?

_ დიახ. იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა. თუმცა, ეს არავის ბრალი არ ყოფილა და აბონენტს ძალით არ გაუკეთებია _ მრიცხველი იყო გაფუჭებული.

_ და ამით კომპანია ზარალდებოდა?

_ რა თქმა უნდა.

_ როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, გურიაში კომპანიის ზარალი საკმაოდ დიდია, ოღონდ არა მოსახლეობის ე.წ. გაფუჭებული მრიცხველების, არამედ დაზიანებული ცენტრალური მილების გამო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ გურიაში ბევრ ადგილზე, მაგისტრალისთვის ძველი, დაცხავებული მილებია გამოყენებული, ბევრგან დგას გამოჟონილი გაზის სუნი და ხშირია ავარიის შემთხვევები, რომ არაფერი ვთქვათ ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენჯერმე გაჩენილ ხანძარზე. წყაროს ინფორმაციით, ახალი მრიცხველების შეძენით, კომპანია სწორედ ცენტრალური მილსადენებზე მომხდარი ავარიების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ცდილობს.

_ ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

_ ამ ეტაპისთვის ოზურგეთში რამდენი დაზიანებული მრიცხველი აღმოაჩინეთ?

_ ერთ უბანში გვქონდა შემთხვევა, როცა 35 აბონენტიდან 19(?!) აბონენტის მრიცხველი დაზიანებული აღმოჩნდა, _ გვითხრა ჟღენტმა.

რადგან ბატონი ლადი დედაქალაქში იმყოფებოდა, ეს საუბარი ტელეფონით შედგა. ამ თემაზე ვრცელ კომენტარს “სოკარ ჯორჯია გაზი _ გურიას” ხელმძღვანელი ოზურგეთში დაბრუნებისთანავე დაგვპირდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ლელო "ნაციონალური" ნიშნებით

ჟორდანია პოლიტიკაში ბრუნდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო