https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სასმელი წყალი” თბილისში _ გველებით, ბაყაყებით და ჭიებით…

6:07; 29.07.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

წინუბნის ზემო დასახლებაში მცხოვრებლების განმარტებით, ისინი წლებია წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და განცხადებითაც მიმართეს სამგორის რაიონის გამგეობას, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ აბაშიძეს.

წინუბანის დასახლებაში მისულებს ერთ-ერთმა ქალბატონმა მარლის დოლბანდით შეხვეული ხელი გვაჩვენა: “წყლის ზიდვისგან ხელზე-ფეხზე “მაზოლი” გამიჩნდა. ხელზე ოპერაცია გავიკეთე. “ტაჩკების” თრევისგან ხელისგული დამიჩირქდა და გამიჭრეს.   ფეხზეც იგივე მდგომარეობა მაქვს. ოჯახში 4 პატარა ბავშვი გვყავს. რძალიც ეზიდება წყალს, მაგრამ არ გვყოფნის. ოჯახში რამდენი წყალი გინდა?! ქვედა უბანს აქვს წყალი და ზედა უბანს არა. საპარლამენტო არჩევნებამდე პირადად ველაპარაკე სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს. გვითხრა ყველაფერს ვიღონებ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გექნებათ სასმელი წყალიო. მას შემდეგ რაც მაჟორიტარი გახდა, არ გვინახავს. სასმელ წყალს ბაყაყები და ჭიები მოჰყვება. წყალი ყველა დასახლებაშია მიყვანილი, მაგრამ  2 წელიწადია წყალი არ გვინახავს. არჩევნებამდე მიხეილ მაჭავარიანი იყო ამოსული, შეგვპირდა გზას აუცილებლად გაგიკეთებთო და დააგეს კიდეც. გზა გაგვიკეთეს. წყალზეც შეგვპირდა. მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერია. აბაშიძე არჩევნების შემდეგ, არც ამოსულა.” – განაცხადა ქალბატონმა.

“სად სცალიათ ჩვენთვის. დასალევი წყლის სურვილით უნდა მოკვდე?! დასალევ წყალს კიდევ მოიტან. მაგრამ, დაბანა ხომ გვინდა? ცენტრალური მილის გაყვანის შემდეგ, დასახლებაში მაცხოვრებლების უმეტესობამ სასმელი წყალი თვითნებურად, საცხოვრებელ კორპუსებში  რეზინის “შლანგით” შეიყვანა. დღევანდელ პერიოდში “კანისტრით” მოტანილი წყლით შეიძლება ცხოვრება?  სად ვცხოვრობთ და სად ვართ. დასაბანი წყალი რომ არ იყო, ნაწვიმარი წყლით ვიბანდი თავს და თმები დაგვცვივდა. “- გვითხრა ქალბატონმა მზიამ.

“ქვედა უბნიდან ამოგვაქვს წყალი და რომ ვადუღებთ გამჭირვალე ჩაიდანში წყალი იჭრება, იკუწება. საშინელებაა. თეთრ ნადებს იდებს. აქ მამაოს ცოლ-შვილი ცხოვრობს, ბავშვები დაეწამლათ. გაიყიდა ქალი მთელი  კვირაა “ბაკურიანის” წყალს ყიდულობს და იმას ასმევს. ბავშვებს დეზინტერია დაემართათ.  საავადმყოფოშიც ჰყავდათ. წამალმა ვერ უმკურნალა აი ამ სასმელი წყლის ნასვამი. თბილისის ყურის ძირში ვართ. 15 წუთში ვართ თბილისში. არხში ტექნიკური წყალი მოდის გველებით სავსე. საშინელებაა.”- შემოგვჩივლა მაღაზიის გამყიდველმა. დასახლების მცხოვრებლებმა “გურია ნიუსთან” განაცხადეს, რომ ოჯახებში სასმელი წყლის მილების  შეყვანისთვისთვის 20 ლარიდან 100 ლარამდე გადაიხადეს. თუმცა წყალი დღემდე არ უნახავთ.

სამგორის რაიონის ნორიოს დასახლების წინუბანში სასმელი წყლის პრობლემებზე “გურია ნიუსთან “სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს: “სასმელი წყლის პრობლემა უმოკლეს ვადებში მოგვარდება.  მარტო ის უბანი არ არის. იქ არის სოფელი ნაცაგური, პატარა ლილო და დიდი ლილო, რომელსაც ანალოგიური პრობლემები აქვს. ამ სოფლების წყლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. თქვენ იცით რომ რეალურად ეს “წყალკანალმა” უნდა გააკეთოს. სახელმწიფოს თანამონაწილეობა 2 მილიონი ლარით არ აღმოჩნდა საკმარისი.  ამ თანხის თითქმის 2-ჯერ გაზრდა მოგვიხდა. ეს არის მუნიციპალური ბიუჯეტი. ამ საკითხის მოგვარება და თანხებს მოიძიება მერიამ უნდა უზრუნველყოფს. მე, როგორც დეპუტატი, ვალდებული ვარ ეს პრობლემები  მივიტანო ადრესატამდე და დროულად გადაწყვიტონ პრობლემა.  წლებია ეს საკითხი პრობლემა იყო. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები და ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.”

“გურია ნიუსმა“ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიმართა საკითხის გასარკვევად. ჩვენი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: _ თბილისის, სამგორის რაიონის ნორიოს დასახლება წინუბანში, სადაც დაახლოებით 400 კომლი ცხოვრობს, წლებია მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. ადგილობრივების განცხადებით, წინუბნის ზემო დასახლებაში გაყვანილია სასმელი წყლის მილი და გაკეთებულია ონკანი, რომელშიც  ბოლო 2 წელია წყალი იშვიათად მოდის.  იგი დასალევად უვარგისია. არის დაბინძურებული. წყალს მოჰყვება ბაყაყები და ჭიები.  წინუბნის ზემო დასახლებაში მცხოვრებლების განმარტებით, ისინი წლებია წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და განცხადებითაც მიმართეს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”. გთხოვთ, განგვიმარტოთ, მოგმართათ თუ არა  თბილისის, სამგორის რაიონის ნორიოს დასახლების წინუბანში მცხოვრებლებმა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და როდის გეგმავს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებას?

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში განგვიცხადეს: “სამგორის რაიონის ნორიოს დასახლება წინუბანი თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ტერიტორიაა. წინუბნის ზედა დასახლებაში, მსგავსად ზოგიერთი ახლად შემოერთებული სოფლებისა და კერძო დასახლებებისა, არ არის და არც არასდროს ყოფილა განვითარებული წყალსადენისა და წყალარინების (კანალიზაცია) ქსელები. არის შემთხვევები, როდესაც ქსელები იმდენად სტიქიურად და არა პროფესიონალურადაა გაყვანილი  მოსახლეობის მიერ, რომ ამით პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება.  შესაბამისად, მაცხოვრებელთა ეს კატეგორია არც არიან კომპანიის აბონენტები.  ასეთ შემთხვევაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვერც სასმელი წყლის ხარისხზე აგებს პასუხს. დედაქალაქის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში, სადაც კომპანიის პრივატიზებამდე არ იყო განვითარებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ არ გააჩნია  მათი განვითარების ან მოწყობის ვალდებულება. რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გაგვაჩნია ინფორმაცია, სამგორის გამგეობას უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა, რის განხორციელებაშიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს დახმარებას.”

სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, შოთა გრიგოლია აცხადებს: “ოჯახებში სასმელი წყლის არარსებობის პრობლემა აწუხებს ჩვენი რაიონის შემადგენლობაში შემავალ 4 სოფელს (დიდი ლილო, ნასაგური, წინუბანი, პატარა ლილო). ამჟამად GWP რომელიც როგორც მოგეხსენებათ, არის კერძო კომპანია, მუშაობს პროექტზე. ბიუჯეტში არსებობს თანხები აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად და პროექტის დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, ოთხივე სოფელს მოუგვარდება სასმელი წყლის პრობლემა.”

როგორც წინუბაში მცხოვრებლებმა გვითხრეს, რამდენიმე თვის განმავლობაში არხის წყალიც არ ჰქონდათ.

“ზამთარში სარეცხის, საჭმლის და სასმელი წყლისთვის ქვევით დავდიოდით. წყალი გვენატრებოდა. 6 თვის განმავლობაში არხის წყალიც არ გვქონდა. აგერ ამის მეუღლეს 20 ლიტრიანებით მარტო მოაქვს წყალი. აბა როგორი საქმეა? გამგეობასაც ვაწუხებთ. აქ იცით წყალი რატომ არ მოდის? იმიტომ რომ ქვედა უბანში ყველამ თვითნებურად გათხარა და წყალი “შლანგებით” სახლში შეიყვანა. წყალი ქვევიდან მოდის, იქ თუ მოშვებულია აქ არ ამოდის…”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ერთი მედლის ორი მხარე

"ბავშვობიდან მოწამლული ვიყავი გურული იუმორით"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო