თუ რატომ არ დარჩა ის ბოლომდე შეხვედრაზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ.
_ ბატონო ბესო, რატომ არ დარჩით კოალიციის შეხვედრაზე?
_ მე შეხვედრაზე გახლდით, მაგრამ ვინაიდან კოალიციის ყველა სუბიექტის ლიდერი იქ ესწრებოდა, მე არ ჩავთვალე საჭიროდ ჩემი იქ ყოფნა, კოალიციის ბრიფინგს მე ვესწრებოდი მოგვიანებთ.
_ თუმცა რამდენიმე წუთით მაინც იყავით. თქვენი აზრით, რატომ არ დაინიშნა შტაბის ხელმძღვანელი?
_ ვფიქრობ, ეს იყო მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა იყო, რომელსაც ესწრებოდა ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე -პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა სამხარაძე _ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის დასავლეთის კოორდინატორი და გოჩა მეგრელიშვილი -მხარის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი. მათ მოისმინეს ადგილობრივი პ. გ ლიდერთა აზრი. ვფიქრობ, დავით დარჩიას კანდიდატურის ირგვლივ შეჯერება ვერ მოხდა. სწორედ ამიტომ პოლიტიკური საბჭო, ვფიქრობ, გონივრულ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს დღეებში. შტაბის ხელმძღვანელობა სერიოზული პასუხისმგებლობაა და ამას უდიდესი გამოცდილება და პოტენციალი სჭირდება.რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატურა.
_ ბატონო ბესო, როგორც ვიცი , თქვენ არ უჭერთ მხარს დათო დარჩიას კანდიდატურას, რატომ?
_ რა თქმა უნდა ამაზეც საუბარი, მაგრამ ჩემთვის მთავარია პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება გონივრული იქნება, რასაც ჩვენი ელექტორატი ელოდება დიდი ხანია.