https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაიხურება თუ არა საავადმყოფო ჩოხატაურში

4:06; 1.06.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ჩვენი კომპანია საკმაოდ წარმატებულია სამედიცინო სფეროში. ჩვენი დონორია ებრაული კომპანია, რომელიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 რეგიონულ სამედიცინო ცენტრს ააგებს. ბუნებრივია, ყველა რეფორმას თან ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. როცა რეფორმა იწყება, დასაწყისში, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს უარყოფითი, მაგრამ შემდეგ ვითარება უმჯობესდება. ჩვენი კომპანია კერძოა და ბუნებრივია, ბიზნესის თვალით უყურებს ყველაფერს. ლანჩხუთში მომუშავე მედპერსონალს იმ დონეზე ვიცნობ უკვე, რომ გარკვეული ანალიზის გაკეთება შეიძლება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე შტატები შენარჩუნდება, მომავალში კი რა იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: არსებული პერსონალი აუცილებლად უნდა გადამზადდეს. საერთოდ, რეგიონებში, მედიცინის მუშაკების მენტალიტეტიც არის შესაცვლელი. ლანჩხუთში ვინც კარგი სპეციალისტია, ბუნებრივია, იმუშავებს, ვისაც სერტიფიკატი არ აქვს, მასთან თანამშრომლობა, ალბათ, არ შედგება, _ ეს განცხადება, კომპანია “ადიტტი”-ს რეგიონულმა მენეჯერმა, ზურაბ დანელიამ ლანჩხუთში სტუმრობისას გააკეთა.

მანვე დადო პირობა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა, როგორც გვითხრეს, პირიქით მოხდა _ ლანჩხუთის ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრში მომსახურების ფასები ძალიან გაძვირდა. თანაც, ეს გაძვირება ექიმების შემოსავალზე არ ასახულა. როგორც მედიკოსებმა განგვიმარტეს, 15-ლარიანი ქვითრიდან, რომელსაც პაციენტი იხდის, მათ 2,5 ლარი ერგებათ. ლანჩხუთის საავადმყოფო უკვე დატოვა წამყვანმა ქირურგმა, მალხაზ მირცხულავამ, რომელიც სამუშაოდ სამტრედიაში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მას სხვა ექიმებმაც მიბაძონ.

ანალოგიური სიტუაციაა ჩოხატაურში, სადაც დანელიას სტუმრობას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა:

_ “მოგესალმებით ჩემ მიწაზე!” _ ასე შეხვდა კომპანიის მენეჯერი ჩოხატაურელ ექიმებს. “თავიანთ მიწაზე” “ადიტტი”-ს წარმომადგენლებმა საკუთარი წესები შემოიღეს: როგორც გვითხრეს, შეამცირეს ხელფასები, გააუქმეს რამდენიმე შტატი; ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 1 ივნისიდან ექიმები გამომუშავებაზე გადავლენ.

ლანჩხუთის მსგავსად, ჩოხატაურის საავადმყოფო დატოვა წამყვანმა პედიატრმა ვახტანგ გაჩეჩილაძემ და სამუშაოდ ოზურგეთში, შპს “სააქიმოში” (ე.წ. “რუდოს კლინიკა”) გადავიდა:

_ გაყიდვიდან თუ ე.წ. ინვესტიციიდან 3 თვის განმავლობაში ველოდებოდით კონტრაქტებს. როგორც იქნა გამოაგზავნეს, თუმცა არ იკადრეს, რომ ერთი წარმომადგენელი მაინც ჩამოსულიყო და ჩვენთვის განმარტებები მოეცა. ამან ექიმები გააღიზიანა და ბევრმა კონტრაქტზე ხელი არ მოაწერა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოვიდა ვიღაც დანელია, რომელიც ასე მოგვესალმა: _ “მოგესალმებით ჩემ მიწაზე!” ურთიერთობებში და საუბრებში ამ კაცმა თქვა კიდეც: _ ჩემია ეს ყველაფერი და მე რასაც მინდა, იმას ვიზამ”. მე პირადად ვესაუბრე და როცა პირობებზე წავიდა საუბარი, მითხრა _ “მე არ ვარ ინვესტორი, მე ვარ მეპატრონე”. აქ უკვე ყველაფერი გასაგები იყო და ის პირობები, რომელიც ამ კომპანიამ შემომთავაზა, არ მიმიღია. ამიტომაც წამოვედი, _ გვითხრა გაჩეჩილაძემ.

არსებული ინფორმაციით “ადიტტი”, რომელიც კომპანია აიჰოპის შვილობილი კომპანიაა, 100 საავადმყოფოს პროექტში მონაწილეობდა და აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

ითქვა იცის, რომ კომპანია ფინანსურ კრიზისს განიცდის და დაპირებული ახალი საავადმყოფო ლანჩხუთსა და ჩოხატაურში შორი პერსპექტივაა. აღებული ვალდებულების თანახმად, ჩოხატაურში ახალი საავადმყოფო 2012 წელს უნდა აშენდეს, თუმცა მშენებლობა დაწყებულიც არ არის. კომპანიას არც დაპირებული უახლესი აპარატურა გამოუგზავნია. მრავალი მცდელობის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობას ვერ დავუკავშირდით. დანელიას მიერ დატოვებული არც ვებსაიტის მისამართია სწორი და არც ელექტრონული ფოსტისა.

ჩოხატაურელი მედიკოსები კი არ გამორიცხავენ მალე მათაც დატოვონ საავადმყოფო:

_ ცოტა ხანში კლინიკა ” მამქოლი” გაიხსნება, რომელიც ევრო სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპარატურაც შესაბამისი იქნება. მე პირადად, თუკი იქნება შემოთავაზება ამ კლინიკის ხელმძღვანელობიდან, აუცილებლად გადავალ, _ აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძეს სხვა ექიმებიც ეთანხმებიან და ამბობენ, რომ “ადიტტ”-ში მცირე ხელფასებს უმუშევრობის შიშის გამო დათანხმდნენ. როგორც მედიკოსები ამბობენ, არ არის გამორიცხული საავადმყოფო დაიხუროს.

_ ოზურგეთში “ავერსის” კლინიკა შენდება. გურიაში დაზღვეულების 80% “ალფას” ეკუთვნის, რომელიც “ავერსის” კუთვნილებაა. შესაბამისად, კომპანია საკუთარ დაზღვეულებს მისავე კლინიკაში წაიყვანს, რაც ავტომატურად საავადმყოფოს დახურვას გამოიწვევს, რადგან ჩოხატაურში გადახდისუნარიანი პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობაა. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ადიტტЙ-ზე ადრე, საუკეთესო პირობებს “მამქოლი” პირდება ჩოხატაურელებს, _ ამბობს გაჩეჩილაძე.

“ადიტტ”-ის ჩოხატაურის განყოფილების დირექტორი, თემურ კოროშინაძე კითხვაზე _ შემოთავაზების შემთხვევაში, გადავა თუ არა სხვა კლინიკაში ასე გვპასუხობს:

_ ჯერჯერობით მსგავსი შემოთავაზება არ მქონია და შესაბამისად, არც ამ საკითხზე მიფიქრია. ამ ეტაპზე ვარ “ადიტტის” ჩოხატაურის განყოფილების დირექტორი.

კოროშინაძე საავადმყოფოდან გაჩეჩილაძის წასვლის მიზეზებსაც არ აკონკრეტებს:

_ გაჩეჩილაძემ განცხადება დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. თუმცა, მიზეზებზე შეგიძლიათ მას ჰკითხოთ.

_ როგორც თქვენმა თანამშრომლებმა გვითხრეს, “ადიტტის” უკმაყოფილოები არიან… გვითხრეს, რომ შტატები, ხელფასები შემცირდა, რომ პირობები არ ვარგა და არც დაპირებული უახლესი ტექნიკა ჩანს, რემონტზე რომ არაფერი ვთქვათ…

_ რა თქმა უნდა დაპირებული ტექნიკა ჩამოვა უახლოეს პერიოდში. რემონტი არ არის დღის წესრიგში, იმიტომ, რომ ახალი საავადმყოფო აშენდება.

_ როდის უნდა აშენდეს?

_ 2012 წელში.

_ მშენებლობა დაწყებულიც რომ არ არის?

_ ჯერ არ დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ წელს საძირკველი ჩაისხას, თუმცა ეს არაა საჯარო განხილვის თემაა. 2012 წელში აშენდება ახალი საავადმყოფო.

_ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სავარაუდოდ სექტემბერში ახალი კლინიკა გაიხსნება, რომელიც ევროსტანდარტებით არის აშენებული და აპარატურასაც მსგავს გვპირდებიან. ამბობენ იმასაც, სპეციალისტებიც კვალიფიციურები იქნებიან. ეს ფაქტორები თქვენი საავადმყოფოს დახურვას ხომ არ გამოიწვევს, მით უმეტეს რომ თქვენ სიახლეს მომავალ წელს გვპირდებით?

_ ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვებს ლიცენზიას, თავისუფლად იმუშავებს. ჯანსაღი კონკურენცია სწორედ მაგას ნიშნავს _ ვინც უკეთეს პირობებს შექმნის, ის გაიმარჯვებს. მთავარია, მოსახლეობა დარჩეს მოგებული.

_ ეს ფაქტია გამოიწვევს თუ არა თქვენი საავადმყოფოს დახურვას? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ მალე “ავერსი” თავის დაზღვეულებს ოზურგეთში წაიყვანს…

_ რაც შეეხება წაყვანას _ ეს ასე არ უნდა მოხდეს. დაცული უნდა იყოს ტერიტორიალური პრინციპი.

_ უნდა იყოს თუ იქნება?

_ მე მაგის გარანტი ვერ ვიქნები. უბრალოდ, მიმაჩნია რომ ეს ასე უნდა იყოს. რაც შეეხება ურგენტულ შემთხვევებს, ის მომართავს სტაციონარს ადგილმდებარეობის მიხედვით. ასე რომ, ეს ყველაფერი მომავლის თემაა… დღესდღეობით ჩვენ ვმუშაობთ. ფაქტობრივად, დღეს გარდამავალი პერიოდია. არის გარკვეული სიძნელეები, გარკვეული პრობლემები, მაგრამ არა გადაულახავი და დაუძლეველი. არა მგონი ის განწყობა იყოს, რომ საავადმყოფო დაიხურება, რადგან ჩვენ ვმუშაობთ და ვასრულებთ ჩვენ მოვალეობას.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

რა მოიფიქრეს აჭარის ლიდერის "გადასარჩენად" და სააკაშვილის საამებლად

გამოცდების ჩატარების განრიგი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო