შპს “მერკურის” ხელმძღვანელი ბესო სურმავა ლია ჯოჯუას ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. მისი განმარტებით პრივატიზების კანონიერებაზე სასამართლო გადაწყვეტილება ათი წლის უკნაა გამოტანილი.
“ეს გაერთიანებული საწარმო, რომელიც ადრე ინდკერვა კოლხეთის საწარმო გახლდათ, საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს დაქვემდებარებაში შედიოდა და როცა ჩვენ გამოვისყიდეთ, შენობა უკვე ჩვენს ბალანსზე იყო. თუმცა, ინვენტარი საყოფაცხოვრებო სამმართველოში დარჩა. შემდეგ კი პრივატიზაციის სამმართველომ ის აუქციონზე გაიტანა. მოვიდა ჯოჯუას მეუღლე და მთხოვა თანხა არ მაქვს, მაინც თქვენს შენობაში ვართ და თქვენ იყიდეთ ეს ინვეტარიო. ასეც მოვიქეცი და ამას არც თვითონ უარყოფს. გავუფორმე ხელშეკრულება და მივაქირავე ის ფართი”, _ განაცხადა სურმავამ.
შ.პ.ს “მერკურის” ხელმძღვანელის თქმით, ლია ჯოჯუას მეუღლის გარდაიცვალების შემდეგ , ინვენტარი, რომელიც მათი საკუთრება იყო, ჯოჯუას აჩუქა და ოთხი წლის წინ ხელწერილიც დააწერინა, რომ მას სხვა პრეტენზია ფირმის მიმართ არ ჰქონდა.
“მაშინ თუ არ გააჩნდა სხვა პრეტენზია, ახლა რატომ აქვს?!”
სურმავას კითხვას ჯოჯუა იმით პასუხობს, რომ აღნიშნული ხელწერილი მხოლოდ, მისი მეუღლის კუთვნილი ინვენტარის გადმოცემის შემდეგ დაწერა, და იქ სხვა არაფერია ნათქვამი.