გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებული თბილისში, ყვარლის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩხუბში ჩაერთო იქვე მცხოვრები, 1977 წელს დაბადებული გიორგი გაბროშვილი, რომელსაც ურთიერთშელაპარაკებისას არტურ ს-მ ცივი იარაღით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).