თბილისის “დინამოს” საფეხბურთოსკოლა-აკადემიის ერთ-ერთ სააღმზრდელო ჯგუფში მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით, სხდომამ შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძე, საკუთარი განცხადების საფუძველზე შტაბის წევრობიდან გაათავისუფლა. სხდომამ ლევან ჩხაიძის მოღვაწეობა რაიონულ შტაბში დადებითად შეაფასა და სამწვრთნელო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ახალ წევრად აირჩიეს ლანჩხუთელი ახალგაზრდა იურისტი ქეთევან ებრალიძე. როგორც “ქართული ოცნების” რაიონული შტაბის პრესსპიკერი ამირან მორჩილაძე აცხადებს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ქეთევან ებრალიძეს საკმაო სამუშაო გამოცდილება აქვს. იგი იყო ახალგაზრდული პარლამენტის წევრი, იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტაჟიორი, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს იურიდიული სამსახურის სტაჟიორი.
შტაბში ის ახალგაზრდებთან მუშაობას უხელმძღვანელებს.