“მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ამომრჩეველს, მიუხედავად ერთწლიანი პოლიტიკური რეპრესიებისა “ნაცმოძრაობის წინააღმდეგ”, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველო დაინტერესებულია სტაბილურობით და მშვიდობით. პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას და ვულოცავთ გამარჯვებულს.
“ნაცმოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური ძალა და მივიღეთ 20%ზე მეტი, ეს კონკურენცია გაგრძელდება იმ მეთოდებით, რაც შეეფერება მთავარ ოპოზიციურ ძალას და ჩვენ შემდეგ არჩევნებზე შევხვდებით.
ჩვენი პრობლემა ამ ქვეყანაში ის იყო, რომ არჩევნების შედეგად ჩვენი დამარცხების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ მიზნად დაისახა მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურება, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნა მიღწეული.” _ განაცხადა ბოკერიამ.