“მარნეულის 57-ე უბანზე მძიმე დარღვევა დაფიქსირდა. მასობრივად ჩაყარეს საარჩევნო ყუთში ბიულეტენები. ამავე უბანზე დაფიქსირდა არაუფლება მოსილი პირების ყოფნა, რომლებმაც ჩვენ დამკვირვებლების მიმართ მუქარა განახორციელეს. საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ მიეცა საჩივრის აწერის საშუალება, ამიტომ მარნეულის 22-ე საოლქო კომისიაში გავაპროტესტეთ აღნიშნული ფაქტი. ვითხოვთ 7-ე უბნის შედეგების გაუქმებას, რისი საფუძველიც ნამდვილად არსებობს”, _ აღნიშნა კალატოზიშვილმა.