“პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება და ჩემთვის კოჰაბიტაციის დასრულება ნიშნავს კანონის უზენაესობის სრულად დამკვიდრებას ამ ქვეყანაში. ეს კი ნიშნავს იმა, რომ არანაირი პოლიტიკური მოსაზრებით არც ვინმე უნდა ჩავსვათ ციხეში და არც ვინმეს ციხე ავაცილოთ. ეს უნდა გადაწყვიტოს კანონთან ანგარიშვალდებულმა პროკურორმა, მოსამართლემ და საგამოძიებო სისტემამ.
ხელისუფლება და მთავრობა ამ თემისგან სრულად და ბოლომდე უნდა გათავისუფლდეს. ამიტომ ჩემთვის კოჰაბიტაციის დასრულება ნიშნავს იმას, რომ ყველა თუ კი ვინმეს კანონთან პრობლემა აქვს, უნდა მოეკითხოს პასუხი და ამასობაში, ვისაც კანონთან პრობლემა აქვს და მოეკითხება პასუხი, ამ პროცესში მათ აქვთ უფლებები. ამ უფლებების დაცვით უნდა მოხდეს ადამიანებისთვის, ვთქვათ სასამართლო წესით სასჯელის დაკისრება.
ამიტომ, კანონის უზენაესობა უნდა გავიგოთ სრულად. ამიტომ არ უნდა გავიგოთ ცალმხრივად, რომ ვიღაცას აქვს იურიდიული ბერკეტი არ აგოს პასუხი, ან ვიღაცას აქვს უფლება, თქვას, ეს კაცი დასასჯელია და ციხეში ჩავსვათო. კანონის უზენაესობა ნიშნავს ყველა პროცესში კანონის უზენაესობას. ჩემთვის ამას ნიშნავს კოჰაბიტაციის დასასრული.” _ განაცხადა უსუფაშვილმა.