“საქმეებით, გვარებით, რაოდენობით, გადაწყვეტილებებით, სტატისტიკით, რიცხვებით შეგვიძლია ვიპაექროთ, თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს და დავნიშნოთ ერთი დებატები პარლამენტში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, წინა 9 წლის მანძილზე, ბოლო ერთი წლის მანძილზე, მთელი დღე მიუძღვნათ ამ პოლიტიკურ დებატებს და თუ გნებავ, გავარჩიოთ ყველაფერი რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში 9 წლის განმავლობაში და რა ხდება ბოლო 1 წლის განმავლობაში. არა მგონია, რომ კმაყოფილები და ბედნიერები გახვალთ იმ დებატებიდან, ან საერთოდ რამე დარჩება იმ დებატების შემდეგ იმ სასამართლო სისტემიდან, რომლითაც თქვენ ასე ამაყობთ ხოლმე და 9 წლის განმავლობაში გქონდათ დამკვიდრებული. აქ ლაპარაკია ხოლმე ევროსაბჭოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე. თუ თქვენთვის ეს არის მთავარი კრიტერიუმი, ამ მთავარ კრიტერიუმში ძალიან მოიკოჭლებთ. იმიტომ რომ, წაიკითხეთ 9 წლის განმავლობაში სასამართლოს შესახებ გამოქვეყნებული ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება. თუ გინდათ, ყუთში ჩავყაროთ სახელებით და წავიკითხოთ ამ ერთი წლის განმავლობაში რა შეფასებები კეთდება სასამართლო გადაწყვეტილებებზე, სასამართლო დარბაზებში მიმდინარე პროცესებზე და სასამართლო გადაწყვეტილების სტატისტიკაზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. შევადაროთ ეს ამბები ერთმანეთს, მე ძალიან მინდა, რომ საქართველოში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, რომელსაც ეს შეუძლია დაინახოს და უფრო მეტი პროგრესისთვის იღვაწოს. ოღონდ თქვენ დაინახავთ ამას თუ ვერ დაინახავთ, ამას ეს პროცესი შეუქცევადია.” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.



































































