https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თუ “ფეისბუკის” სტატუსით ვინმეს რელიგიურ გრძნობებს შელახავთ, დაჯარიმდებით”

20:11; 4.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საზოგადოებრივი დავის საგანი ამ მუხლის პირველი პუნქტი გახდა, რომლის მიხედვითაც, დარღვევად დაკვალიფიცირდება “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და სხვაგვარი დამამცირებელი ქმედება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას”.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, ამ მუხლის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტს განცხადებით არაერთმა ორგანიზაციამ მიმართა და მოუწოდა, რომ აღნიშნული სახით კანონი არ მიიღონ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, იურისტი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების დადგენილ საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან.

“გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტი ადგენს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არამარტო ის საჯარო გამოხატვა, რომელიც სასიამოვნოა ყველასთვის, არამედ ისეთი გამოხატვაც, რომელიც შესაძლოა შოკისმომგვრელი და გამაღიზიანებელი იყოს სხვა ადამიანებისთვის. ამასთან, როდესაც ადმიანის უფლებათა სასამართლო რელიგიის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კონფლიქტზე მსჯელობს, მიუთითებს – როდესაც შენ კონკრეტული რელიგიის პრაქტიკას მიჰყვები, ისიც უნდა დაუშვა რომ ვიღაც შესაძლოა კრიტიკულად იყოს მომართული შენი რწმენის მიმართ და გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კონკრეტული რელიგიის მიმართ მტრული დოქტრინის პროპაგანდაც კი. ანუ ამ შემთხვევაშიც კი, სასამართლო თვლის, რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს.

სამწუხაროდ, ინიცირებულ კანონპროექტში არსებული ჩანაწერი ზღუდავს ნებისმიერ საჯარო გამოხატვას,” _ ამბობს იურისტი.

როგორც მიქელაძე ამბობს, აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც მკაფიოდ გამოიკვეთებოდა, თუ რა სახის ქმედება შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. ამდენად, თუ ვინმე სუბიექტურად ჩათვლის, რომ ნებისმიერი საჯარო გამოხატვა, მათ შორის სოციალურ ქსელში იქნება ეს თუ ლიტერატურაში, მისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ახდენს, ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ჩაითვლება და დაჯარიმდება.

“ანუ მაგალითისთვის, თუ თქვენ სოციალურ ქსელში გამოხატეთ თქვენი სუბიექტური აზრი, რომელიც ვიღაცის ასევე, სუბიექტური აზრით, მისი რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა და მან ამის შესახებ განაცხადა, შესაძლოა ეს ნორმა თქვენს წინააღდეგ იქნას გამოყენებული და დაგეკისროთ ჯარიმა,” _ ამბობს მიქელაძე.

მისივე თქმით, თავიდან იყო მოსაზრება, თითქოს ეს რელიგიური უმცირესობების სასარგებლო ჩანაწერი იყო. თუმცა, მიქელაძის განცხადებით, ჩანაწერის ასეთი განმარტება არაა სწორი.

“ამ ნორმის ადრესატები ყველა რელიგიური ჯგუფია, მათ შორის დომინანტი ჯგუფიც და ალბათ, კონტექსტის გათვალისწინებითმ, თუნდაც, 17 მაისის მოვლენებისა და ასევე, რელიგიური კონფლიქტის შემდეგ იყო საუბარი, რომ ეკლესიის კრიტიკის აღსაკვეთად სამართლებრივი ზომების მიღებაა საჭირო. თითქოს ამის მცდელობაა, რომ სამართლებრივ ჩარჩოში ამგვარად მოაქციონ და შეზღუდონ გამოხატვა,” _ უთხრა მიქელაძემ “გურია ნიუსს”.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიასთვის მიუღებელია იმ პირთა თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა პოზიცია, რომელიც ანტაგონისტურად აფასებს რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებულ სიმბოლურად დამაჯარიმებელ კანონპროექტს.

“ამ კანონის მიხედვით, თანაბარ საზომში ხვდება როგორც ქრისტიანების, ისევე არაქრისტიანების ქცევის წესი და ნორმა. ეს კი საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებს ერთმანეთის შეცდომებისგან დაიცავს. სახელმწიფო გახდება მცირედი გარანტი, რომელიც მოქალაქეების რელიგიური გრძნობების დაცვასა და მათ უფლებებზე იზრუნებს.

ვფიქრობ, ამ კანონის გამპროტესტებელ ფსევდოტოლერანტთა მხრიდან საქმე გვაქვს ტიპურ აფიორასთან, როდესაც ერთი მხრივ, ამგვარი ორგანიზაციების მხრიდან ცრუდ გამოხატულ ფსევდოუფლებადამცველობას ააშკარავებს. საქმე ისაა, რომ ჩვენი ფსევდოუფლებადამცველი ორგანიზაციები, საუბრობენ რა მუდმივად არაქრისტიანი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე, იმთავითვე ეწინააღმდეგებიან მათი უფლებების დაცვის მექანიზმების სახელმწიფოებრივად შემუშავებას. საქმეც ესაა – რაც ნაკლები მიზეზი იქნება პირადი უხერხულობებისათვის და სახელმწიფო მოქალაქეთა ქცევის წესებს განსაზღვრავს, მით უფრო ნაკლებად მოითბობენ ხელს ჩვენი ფსევდოუფლებადამცველები, რომლებსაც სინამდვილეში სრულიადაც არ აწყობთ იმ ჯგუფების უფლებების დაცვა სახელმწიფოსგან, რომელზედაც თავადვე აყენებენ სერიოზულ ინტერესებს და მათი ინტერესების სათავისოდ კომერციალიზაციას ეწევიან.

ვფიქრობ, ამგვარ ორგანიზაციათა განცხადებები შესაბამისად უნდა შეფასდეს საზოგადოების მხრიდან. გარდა ამ ორგანიზაციების კერძო ინტერესებისა, მოცემულ პირებს არ აწყობს არავის ინტერესის ისეთი დაცვა, სადაც სხვა რელიგიის აღმსარებლებთან ერთად, შესაძლოა ქრისტიანთა და მათ შორის ორთოდოქს ქრისტიანთა ინტერესების დაცვაც მოჰყვეს,” _ ამბობს გამზარდია და იმედს გამოთქვამს, რომ “სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა რელიგიის მიმდევრები შესაბამის შეფასებას გამოუტანენ ამგვარ გამპროტესტებლებს, რომლებიც ყველა რელიგიური მიმდინარეობის ინტერესებს ლახავენ პირადი სარგებლისა და ინტერესების გამო.”

თუმცა, სწორედ რომ სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უარყოფითად აფასებენ შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში არსებულ ჩანაწერს.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობებისთვის ეს კანონპროექტი არაფრის მთქმელი არაა. იგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ კონფლიქტურ სიტუაციებს იხსენებს და აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაც კი არ მომხდარა სამართალდამრღვევთა დასჯა.

“გავიხსენოთ, ნიგვზიანის მოვლენები, როდესაც მუსლიმებს სამლოცველოში ლოცვაში ხელი შეუშალეს, მოქმედი კანონმდებლობითაც კი არ მომხდარა დამნაშავეთა დასჯა. შემოთავაზებული კანონპროექტი კი, არ არის გარანტია იმისა, რომ რამე უკეთესობისკენ შეცვლება. პირიქით, კანონპროექტი უმცირესობებისთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე რამე მოწესრიგების წინაპირობა.

ნიგვზიანის, სამთაწყაროს, ციხისძირის და ა.შ. მოვლენების მოცემულობა იმის ფიქრის საბაბს გვაძელვს, რომ აღნიშნული კანონი მხოლოდ უმცირესობების წინააღმდეგ იმუშავებს, რათა უმრავლესობის უფლებები არ შეილახოს. ამ მხრივ ეს კანონი ძალიან ნეგატიური შედეგის მომტანიც შეიძლება იყოს.

მეორე მხრივ, ეს გარკვეულწილად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობაცაა და რაც, ასევე ნეგატიურია და არა პოზიტიური. ამიტომ, შს სამინისტრო რასაც გვთავაზობს, რელიგიური უმცირესობებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

დღევანდელი, არსებული კანონმდებლობა რაც გვაქვს, თუ სწორად იქნება დაცული, უმცირესობები ძალინ კარგად იგრძნობენ თავს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი დაცვაც არ ხდება,” _ უთხრა ნაკაიძემ “გურია ნიუსს” და დასძინა, რომ ხვალ აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით რელიგიურ საბჭოში სხდომა გაიმართება და შემდგომ ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ. – “განვმარტავთ ჩვენს დამოკიდებულებას, სადაც აღნიშნული იქნება ყველა ის ფაქტი, თუ რატომ ვეწინააღმდეგებით ამ კანონპროექტს,” _ აღნიშნა ნაკაიძემ.

ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ კანონპროექტი რამოდენიმე სახის საფრთხეს შეიცავს.

“კანონპროექტის წყალობით შეიქმნება ხელშეუხებელთა და გაუკრიტიკებელთა კასტა, რაც ამ ისედაც იერარქიების ლაბირინთებში გაბნეულ საზოგადოებას კარგს არაფერს მოუტანს. ეს შეზღუდვა პირველ რიგში სიტყვის თავისუფლებას შეუქმნის საფრთხეს. ჯერ არ არსებობს ასეთი კანონი და უკვე ახერხებს რელიგია თავისი კანონები უკარნახოს ხელოვნებას, ლიტერატურას, მედიას და ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იქნეს ეს კანონი გამოყენებული მომავალში.

უკვე არსებობს კანონი რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ და ვთვლი, რომ ის სრულად ფარავს იმ საჭიროებებს, რაც შეიძლება ჰქონდეს რელიგიურ თემს. ამ ახალი ჩასწორების მიღების შემთხვევაში, კანონში გვექნება ერთი და იგივე დანაშაულისათვის ორი განსხვავებული ნორმა, რომელთაგანაც ეს ახალი ინიციატივა შემამსუბუქებელიც კი არის. ვოლტერმა თქვა: “შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.” აი, ამ ვოლტერისეულ მოსაზრებას ვიზიარებ სრულად და ვთვლი, რომ ამ ქარგაზე უნდა იყოს აწყობილი საზოგადოება,” _ უთხრა გოცირიძემ “გურია ნიუსს”.

კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში პარლამენტის შენობის შიდა ეზოში გაიმართება

ზუგდიდი ევროკავშირის კვირეულის ერთ–ერთი მასპინძელი ქალაქია

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო