“ტესტირება და გასაუბრება უნდა ჩატარდეს წლის ბოლომდე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონკურსი ობიექტურად ჩატარდეს. ასევე, ძალიან მალე გახდება ცნობილი კომისიის წევრების ვინაობაც,” _ განაცხადა ავთანდილ სურგულაძემ და დასძინა რომ კომისიის თავმჯდომარე თვითონ იქნება.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლევან ნინიძემ განაცხადა, რომ კონკურსი აუცილებლად გადაიდება:
“მე ასე ვფიქრობ, რომ ვერ მოესწრება 1 იანვრამდე ამ კონკურსის ჩატარება. 290 კაცი აქ არის დასაქმებული. ხომ უნდა წაიკითხონ ტესტები, რომ წარმატებულად გაიარონ ტესტირება. ამას ემატება ის ხალხი, რომლებიც ფიქრობენ სამსახურის დაწყებას, თითქმის ყველა უმუშევარია და ხომ წარმოგიდგენიათ რა გაუგებრობები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. ასევე მინდა გითხრათ, რომ გაზეთში ჯერ განცხადებული არ არის როდის უნდა შემოიტანონ კონკურსანტებმა განცხადებები და ა.შ.” _ თქვა ლევან ნინიძემ.