“მიუხედავად ამისა, პროკურატურა ყველა შესაძლო კანონიერი თუ უკანონო მეთოდით განაგრძობს მისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების მცდელობას. თითოეული წარუმატებელი საქმის შემდეგ პროკურატურა ახალ ბრალდებას აცხობს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, აშკარა არის, რომ ბაჩო ახალაია უკვე ერთ წელზე მეტია, რაც წარმოადგენს ივანიშვილის უკანონო პირად პატიმარს. ახალაიას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების პატიმრობა წარმოადგენს ივანიშვილის მცდელობას გადაფაროს საკუთარი მთავრობის შეცდომები და ხშირ შემთხვევებში დანაშაული.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდება. მინდა მხნეობა და გამძლეობა ვუსურვო ბაჩო ახალაიას და მის ოჯახს,” _ წერს მერაბიშვილი.





































































