რომლის თანახმადაც “2013 წლის 17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის”.
უსუფაშვილის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადრები 24 საათის განმავლობაში იშლება, საზოგადოებისთვის ცნობილი თავიდანვე უნდა ყოფილიყო
_ “ამ თემაზე კითხვა რამდენჯერმე დავსვი და ახლაც გავიმეორებ. ვინაიდან თავად ამ ვიდეოჩანაწერების არსებობა–არარსებობაზე თავიდანვე იყო გარკვეული ინტერესი საზოგადოების მხრიდან. ვეკითხები ბატონ სუბარს, ხომ არ ჯობდა, ის ფაქტი, რომ ჩანაწერები 24 საათის შემდეგ უკვე იყო წაშლილი, რადგან სისტემა ასეთია, საზოგადოებისთვის შემდეგ 24 საათში გვეთქვა, ანუ იმ მომენტში, როდესაც თავად მინისტრისთვის ეს გახდა ცნობილი? არის ეს კითხვა და ამის პასუხი ის არის, რომ ჯობდა. ამით თავიდან ავიცილებდით ხმაურს და აურზაურს ამ თემაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.