ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც კალაძემ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირების საკითხზე "სიცრუის გავრცელებაში", "რუსთავი 2" დაადანაშაულა.
"მივმართავ ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს – რაც მეტს ილაპარაკებთ ჩვენზე, მით უკეთესი ჩვენთვის. თქვენ რაც შეგეხებათ, თქვენთვის უკვე არც უკეთესი მოხდება რამე და არც უარესი, ასე იტივტივებთ ქართულ პოლიტიკაში ერთხანს, და მერე აღარავის გაახსენდებით (მაქსიმუმ, სამართალდამცავ ორგანოებს). რ2 კი თქვენამდეც ლიდერი იყო და თქვენს მერეც საუკეთესოდ დარჩება", _ წერს გვარამია.

































































