
კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სამინისტროში დღეს ბრიფინგი გამართა. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადებული კამპანიის ფარგლებში, მინისტრმა საჯარო, ბიზნეს, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს მოუწოდა, ჩაერთონ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც სამინისტროს მიერ იქნება ინიცირებული და წინასწარ დაანონსდება ოფიციალურ ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით.
"გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა, რომლის მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის დაუდევრობაა. პრობლემის მოსაგვარებლად მომზადებული კანონპროექტი "ნარჩენების მართვის შესახებ", უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს განსახილვევლად წარედგინება. კანონპროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თვალსაზრისით. გარემოს დაბინძურების თითოეული ქმედების შესაბამისად ადეკვატური სანქციები და შესაბამისი ჯარიმები დაწესდება", _ განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.