https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს

11:10; 3.10.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების და პარლამენტის დეპუტატების განცხადებებს ეხებოდა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, "სოციალურად დაუცველებს წლის განმავლობაში გარკვეული თანხობრივი ლიმიტის ფარგლებში 50%-ით უფინანსდებათ მედიკამენტები. თუმცა, ეს ძალიან ცოტაა".

ფაქტ–მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სოციალურად დაუცველებს წლიური ლიმიტის ფარგლებში მედიკამენტები 50%-ით უფინანსდებათ. სამკურნალო საშუალებების ხარჯების წლიური ლიმიტი მართლაც ძალიან ცოტაა, როგორც ამას მინისტრი სერგეენკოც აღნიშნავს: სოციალური სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში ეს არის 50 ლარი, ხოლო იგივე სტატუსის მქონე საპენსიო ასაკის პირის შემთხვევაში კი – 200 ლარი. ამასთან, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირები აღნიშნული შეღავათით 2010 წლიდან სარგებლობენ.

2014 წელს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირები, მათ შორის სოციალურად დაუცველები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნენ, თუმცა, მათ  ჯანმრთელობის დაზღვევის ის პაკეტი შეუნარჩუნდათ, რითაც მანამდე სარგებლობდნენ.

ფაქტ–მეტრის დასკვნით, დავით სერგეენკოს განცხადება სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიც გადაამოწმა. მისი ერთ–ერთი განცხადება შაჰ დენიზის პროექტის განხორციელებას ეხებოდა. პრემიერის თქმით, "ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში".

ამ ფაქტის გადასამოწმებლად ფაქტ–მეტრი კომპანია BP–ის (პროექტის განმახორციელებელი კომპანია) ანგარიშებს გაეცნო, სადაც აღნიშნულია, რომ შაჰ დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთის დერეფნის პროექტები მთლიანობაში 45 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს. მათივე ცნობით, საქართველო ისარგებლებს როგორც შაჰ დენიზის მეორე ეტაპის პროექტიდან გაზის მიმღები. საქართველოში ასევე მოსალოდნელია 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება.

ამ ინფორმაციის საფუძველზე ფაქტ–მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლედ შეაფასა.

პრემიერ–მინისტრის კიდევ ერთი განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელებას ეხებოდა. "2013 წელს 39 სოფელს, საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს, სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა, 20-მდე ამბულატორია აშენდა, გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამ რეგიონში მცხოვრებ 470 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდა, 2014 წლის მარტში სოფლების გაზიფიცირების პროექტი დაიწყო" – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში სხვადასხვა სახის პროექტებს მართლაც ახორციელებდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით 39 სოფლის საირიგაციო სისტემებით მომარაგების პროცესი განახორციელა.

საოკუპაციო ზონაში მდებარე 17 სოფელში ამბულატორიები აშენდა, ხოლო ატოცში ამბულატორიის ინვენტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. პრემიერი მართალია, როცა ის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საუბრობს. პრემიერის განცხადება ასევე ზუსტია სტუდენტების დაფინანსების თაობაზეც – 2013-2014 წლებში სახელმწიფომ 471 სტუდენტი (საერთო ჯამში 900 ათასი ლარის ოდენობით) დააფინანსა. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე 58 სოფელში მიმდინარეობს. ამასთან, ზოგიერთ თემში გაზიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლედ შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა ვიცე–პრემიერის, კახა კალაძის განცხადებაც გადაამოწმა. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, კახა კალაძემ მტკვრის კალაპოტის შეცვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მტკვრის კალაპოტის ცვლილების საშიშროება არსებობს და ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად საქართველოს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია.

საქმე ეხება თურქეთის ჰიდროელექტროსადგურის – "ბეშიქ ჰაიას" მშენებლობის პროექტს, რომელიც მტკვრის კალაპოტის ცვლილებას ითვალისწინებდა. "ბეშიქ ჰაიას" ჰესის მშენებელობის შესახებ პროექტი 2011 წლიდან არსებობს.

2012 წელს თბილისში გამართულ ენერგეტიკულ ფორუმზე, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ მხარეები ალტერნატიული ჰიდროელექტროსადგურის მშენებელობის მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ, რათა თავიდან აერიდებინათ მტკვრის კალაპოტის მდინარე ჭოროხზე გადართვა.

აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების, მათ შორის მდინარეების გამოყენების საკითხს ჰელსინკის 1992 წლის კონვენცია არეგულირებს, თუმცა არც თურქეთი და არც საქართველო ამ კონვენციის წევრები არ არიან. საქართველოსა და თურქეთს შორის გარემოსდაცვით საკითხებს ორი ხელშეკრულება ეხება, კერძოდ, 1927 წლის კონვენცია და 1998 წლის გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები "ბეშიქ ჰაიას" ჰესის მშენებლობაზე არ ვრცელდება, რადგან პროექტის განხორციელების შემთხვევაში მტკვრის ნაკადის 1/5-ის ჭოროხზე მიერთება მოხდება და არა მთლიანად მტკვრის კალაპოტის ჩაკეტვა, როგორც ამას გარემოსდამცველი ორგანიზაციები აცხადებენ. მდინარის რესურსის მფლობელ ქვეყანას მდინარის ნაკადის 50%-ის გამოყენების უფლება აქვს. შესაბამისად, ირაკლი ხმალაძის აზრით, ფორმალური თვალსაზრისით თურქეთის მხარე არცერთ კონვენციასა თუ შეთანხმებას არ არღვევს.

მიუხედავად ამისა, კახა კალაძის განცხადების კონტექსტი ბოლომდე ზუსტად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან 1927 წლის კონვენციაში ასახული მუხლები მტკვრის კალაპოტის ცვლილების თავიდან არიდების სამართლებრივ ბერკეტებს მაინც მოიაზრებს. იმ შემთხვევაში, თუკი "ბეშიქ ჰაიას" ჰესის მშნებლობა კონვენციის მე-7 და მე-9 მუხლებს დაარღვევს, კონვენციის მე-4 მუხლი წარმოქმნილი დავის სამართლებრივად დარეგულირების მექანიზმებს იძლევა. შესაბამისად, ქართული მხარეს მტკვრის კალაპოტის მდინარე ჭოროხზე მიერთების თავიდან არიდების სამართლებრივი ბერკეტები გააჩნია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი "ბეშიქ ჰაიას" ჰესის მშნებელობის პროცესში ყარსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვევა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კახა კალაძის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხებოდა. ჯაფარიძის თქმით, "2013 წლის [ფინანსთა სამინისტროს] პროგნოზით 2014 წელს ეკონომიკა 32 მილიარდი ლარი უნდა გამხდარიყო. წლევანდელი პროგნოზით 3 მილიარდ ლარს დავკარგავთ. შარშან, წლის ბოლოდან დაწყებული წლევანდელი წლის დასაწყისში დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარზე ცოტა მეტი სავალუტო რეზერვი დავკარგეთ. 1 631 მლნ ლარის ვალი გაქვთ დაგეგმილი… რასაც ვერ ითვისებთ”.

განცხადების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური ზრდის შესახებ პროგნოზი 2013 წლის დასაწყისსა და 2014 წლის დასაწყისში მართლაც შეიცვალა. კერძოდ მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელმა 32 450 მლნ ლარიდან 29 352 მლნ ლარამდე დაიწია, ანუ ის 3 მილიარდით შემცირდა, როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა.

რაც შეეხება საგარეო ვალს და საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობას, აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრმა კვლევები უკვე გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, დეპუტატის განცხადება ამ ნაწილშიც სიმართლეა – დეპუტატის მიერ აღნიშნულ პერიოდში სავალუტო რეზერვები შემცირდა 545 მილიონი დოლარით, ხოლო 2014 წლისთვის დაგეგმილი 1 631 მლნ ლარი ვალის აღება საგარეო ვალის ნაწილში არ სრულდება.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება სიმართლეა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9 სექტემბერი, 2026

“გომისმთის“ იშვიათი სილამაზე (ფოტორეპორტაჟი)

"კონკურსის ვადა, შესაბამისი შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა"

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო