(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ბოლო რამდენიმე დღეა, ჩოხატაურში მგლების ხროვის შემოსევაზე საუბრობენ _ გასულ სამშაბათს, სოფელ ამაღლებაში, ცენტრალურ გზაზე მგელმა ძროხა დაგლიჯა. მოსახლეობა შიშობს, რომ მტაცებლები მალე ოჯახებში შეუვარდებათ. ჩოხატაურის გამგებლის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ყველა სოფელში დარიგებულია ტყვია წამალი და მოსახლეობას მგლის მოკვლის უფლება, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აქვს: _ ყველა სოფელს, მოთხოვნის შესაბამისად, ტყვია-წამალი დავურიგეთ. ყველა მოსახლეს, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი აქვს, თავისუფლად შეუძლია მგლის მოკვლა, _ გვითხრა იმედაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მგლისგან დაგლეჯილი საქონელი, შუაგანახლებაში გზის პირას მთელი დღის განმავლობაში ძაღლების და სვავების საჯიჯგნად ეგდო; არც სოფლის რწმუნებულს, არც დეპუტატს და არც შესაბამის სამსახურს აზრადაც არ მოსვლია მძორი დაემარხა.