https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უდიპლომო მოსამართლის შემოსავლები და 3 წლის წინ დაწყებული დაუსრულებელი გამოძიება

18:05; 14.05.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ბესარიონ ალავიძეს, რომლის კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ 2013 წელს დადგა, 2011-2014 წლებში, 283 819 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, აქედან 123 852 ლარი პრემიის სახით მისცეს.

ბესარიონ ალავიძის შესახებ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მისი დიპლომის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსამართლეს იურიდიული განათლება მიღებული არ ჰქონდა.

საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო და პირველადი შედეგიც დადო, რომ ბესარიონ ალავიძეს იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა, თუმცა გამოძიების გაგრძელების გადაწყვეტილებაც მიიღეს, "დანაშაულის ჩამდენი პირის და დანაშაულებრივი ქმედების გამოსავლენად, რასაც შედეგად მოჰყვა კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა".

თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე მათ ძიებაში აღარ აქვთ, რის საფუძველზე  შეწყდა გამოძიება, ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. ბესარიონ ალავიძე კი, უზენაეს სასამართლოში საქმეებს  დღესაც განიხილავს.

აქვს თუ არა ალავიძეს დიპლომი

ბესარიონ ალავიძის შესახებ "გურია ნიუსი" 2013 წელსაც წერდა, როდესაც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მოსამართლის წინააღმდეგ ინფორმაცია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას იურიდიული განათლება არ ჰქონდა. მაშინ, სტატიას იუსტიციის მინისტრის გამოხმაურებაც მოჰყვა.

"გურია ნიუსმა" მაშინ მოსამართლე ალავიძის დიპლომის ასლიც მოიპოვა, რომლის მიხედვითაც მას იურისტის კვალიფიკაცია ან რაიმე იურიდიული ხარისხი არ მინიჭებია.

ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი კი ამბობდა, რომ მოსამართლე ალავიძის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება, ბათილობას ექვემდებარება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი მდივანი ვალერი ცერცვაძე კი ამტკიცებდა, რომ მაშინ მოქმედ ყველა მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდა, ხოლო  ბესარიონ ალავიძის დიპლომზე დავას "განსხვავებული გემოვნებით" ხსნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა მოსამართლე ალავიძის დიპლომთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "მეტისმეტად შემაშფოთებელი"  უწოდა, მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს თანამდებობას  დრომდე ინარჩუნებს.

რაც შეეხება  საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს მოკვლევის შედეგებს, როგორც უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქმის მასალების გამოთხოვისა და ანალიზის შედეგად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, მტკიცებულების ფალსიფიკაციას, რის გამოც უზენაესი სასამართლო საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებას სთხოვდა.

"კერძოდ, ალექსანდრე ალადაშვილმა თავის განცხადებას ბესარიონ ალავიძის დიპლომის ასლთან ერთად დაურთო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაკეთებულია არა უშუალოდ ბესარიონ ალავიძის, არამედ სხვა პირის სახელზე გაცემულ დიპლომთან დაკავშირებით, რომელიც შინაარსობრივად განსხვავებულია და ეხება 2001-2005 სასწავლო წელს, მაშინ როდესაც ბესარიონ ალავიძეს 1995-1998 წლებში აქვს მიღებული განათლება", _ აცხადებდნენ უზენაეს სასამართლოში.

თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში სიცრუე უწოდეს და აღნიშნეს, რომ ბესარიონ ალავიძეს მეორადი სწავლების განყოფილების დიპლომები აქვს, რომელიც პირს იურისტის კვალიფიკაციას არ ანიჭებს,  შესაბამისად, ასეთი დიპლომი არ არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ მოსამართლეს უნდა გააჩნდეს იურისტის კვალიფიკაცია.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რა შედეგით დასრულდა ალავიძის საქმის გამოძიება, თუმცა, როგორც  საქართველოს მთავარ პროკურატურაში განგვიცხადეს "ახლა ასეთი საქმე ძიებაში არ არის".

კითხვაზე, რის საფუძველზე შეწყდა გამოძიება, პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის თქმით, მას ინფორმაცია არ აქვს.

"საქმის შეწყვეტის საფუძველი არ ვიცი რა არის. ზედამხედველი პროკურორის ვინაობის გამხელის უფლება კი არ მაქვს", _ უთხრა "გურია ნიუსს" სუხიაშვილმა.

 2013 წელს ბესარიონ ალავიძის სახელი კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებდა. კერძოდ, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ მოსამართლეს გარდა იმისა, რომ იურიდიული განათლების დიპლომი არ აღმოაჩნდა, იმაზეც არ ჰქონდა წარმოდგენა, რას ნიშნავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი". ამის გამო, IDFI-ს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით  მიმართეს  იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა, ზურაბ ძნელაშვილმა და ნინო მამულაშვილმა, რომლებიც ითხოვდნენ მათთვის გაეცნოთ მათ შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, თუმცა, ამდენი მცდელობის მიუხედავად, მათივე პერსონალური მონაცემები უწყებისგან ვერ მიიღეს.

ზურაბ ძნელაშვილის და ნინო მამულაშვილის, სახალხო დამცველის, IDFI-ს, მოთხოვნების საპასუხოდ გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემს შეიცავს, რაც გასაიდუმლოებულია. წერილებს კი ხელს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ბესარიონ ალავიძის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) ხელმოწერა აქვს.

მოსამართლის ქონება

ბესარიონ ალავიძეს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 5 მაისს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია 4 მიწის ნაკვეთი, 2 ბინა და ორი საცხოვრებელი სახლია.

კერძოდ, მოსამართლე ალავიძე ფლობს მიწის ნაკვეთს   ოზურგეთში, დაბა ურეკში, რომლის ფართობიც  400.00 კვ.მ.-ია. ასევე, მის საკუთრებაშია 73.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა  თბილისში, გლდანის მასივში, III მიკრორაიონში;

მიწის ნაკვეთი ზესტაფონში, სოფელი ზოვრეთში, რომლის ფართობიც 1900.00 კვ.მ-ია და  110.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე სოფელში.

100% -აინი წილის მფლობელია თბილისი, სოფელი გლდანში მდებარე 600.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის; საცხოვრებელი სახლს თბილისში, სოფელი გლდანში, რომლის ფართობი – 100.00 კვ.მ

გარდა ამისა, ალავიძის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მისი სიმამრი, ტარიელ ოქროსცვარიძე ფლობს 100% მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ გლდანში, რომლის ფართობი – 600.00 კვ.მ-ია.

ასევე, ტარიელ ოქროსცვარიძე ფლობს ბინას (70%-იანი წლით, გუგული ფუტკარაძე – 30%) თბილისში, დიღმის მასივის, VI კვარტალში, რომლის ფართობიც 90.64 კვ.მ-ია.

ალავიძის დეკლარაციაში უძრავი ქონება ყოველწლიურად იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლის მიერ 2009 წელს შევსებულ დეკლარაციაში მხოლოდ დაბა ურეკში მდებარე, 400 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი იყო.

2010 წლის დეკლარაციას ალავიძის სიდედრ-სიმამრის უძრავი ქონებაც დაემატა – 75.00 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, დიღმის მასივის მე-6 კვარტალში.

2011 წლის დეკლარაციას  დაემატა ბესარიონ ალავიძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი თბილისში, გლდანის მასივის, III მიკრო რაიონში, რომლის ფართობიც 73.00 კვ.მ-ია. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ალავიძემ 2010 წლის 18 ნოემბერს, 2020 წლის ნოემბრამდე 20 ათასი დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო.

2013 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბესარიონ ალავიძის ქონებას ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში არსებული ქონებაც ემატება, 1900.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 110.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბესარიონ ალავიძემ 2013 წლის 16 აპრილს,  6000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება ბანკი რესპუბლიკასთან გააფორმა.

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, ალავიძის ოჯახის ქონება კიდევ გაიზარდა. კერძოდ, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უძრავ ქონებას დაემატა ბესარიონ ალავიძის 100%-იან საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ გლდანში, რომლის ფართობები 600 კვ.მ და 40.00 კვ.მის ფართობის საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში. ასევე, სოფელ გლდანში 600 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ალავიძის სიმამრის, ტარიელ ოქროსცვარიძის 100%-იანი საკუთრებით.

ამავე დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 22 იანვარს, 2019 წლის იანვრამდე ბესარიონ ალავიძემ 30 000 დოლარის იპოთეკური სესხის ხელშეკრულება დადო.

ასევე, დეკლარაციის მიხედვით, 2013 წლის 21 ოქტომბერს, ალავიძეს კიდევ ერთი, 5 000 ლარიანი სესხი აქვს აღებული ბანკ რესპუბლიკადან.

რაც შეეხება ოჯახის ამ წლის გასავლებს, დეკლარაციის მიხედვით, ტარიელ ოქროსცვარიძემ მიწის ნაკვეთის შესაძენად  6000 დოლარი გადაიხადა, ხოლო, ბესარიონ ალავიძემ 30 000-დოლარიანი მიწის ნაკვეთის შესაძენად დადო ხელშეკრულება.

2012 წლიდან დღემდე შევსებულ დეკლარაციებში აღნიშნულია, რომ ბესარიონ ალავიძის საკუთრებაშია subaru-ს ფირმის მსუბუქი ავტომანქანა(2003).

რაც შეეხება 2015 წელს შევსებულ დეკლარაციას, შევსების მომენტში, ალავიძის სახელფასო ანგარიშზე "რესპუბლიკა ბანკში"  703.96 ლარი ირიცხებოდა.

გარდა ამ თანხისა, ალავიძისა და მისის ოჯახის წევრების ფინანსური მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში არაფერია აღნიშნული. რაც შეეხება მოსამართლის შემოსავლებს, რომელიც მან წინა წლის განმავლობაში მიიღო, დეკლარაციის თანახმად, ასე გამოიყურება: 112395.00 ლარი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, 2420.00 ლარი კი, იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან, სადაც მას ტრენერის პოზიცია ეჭირა.

დეკლარაციის მიხედვით, ბესარიონ ალავიძეს 50 ათასი დოლარის იპოთეკური სესხი აქვს აღებული. აქედან ერთის ვადა 2019 წელს, მეორის კი, – 2020 წელს იწურება.

20 ათას დოლარიანი იპოთეკური სესხი რესპუბლიკა ბანკიდან მოსამართლემ 2010 წელს აიღო, რის დასაფარადაც მან 2014 წელს 3456.00 დოლარი გასცა (ხელშეკრულების ამოწურვის ვადა 18/10/2020).

30 ათას დოლარიანი იპოთეკური სესხი კი, მას 2014 წელს აქვს აღებული, რის დასაფარადაც 7249.00 დოლარის გასავალი ჰქონდა (სესხის ამოწურვის ვადა 23/01/2019).

გარდა ამისა, ალავიძეს ერთი წლის განმავლობაში თავისი შვილის, მარიამ ალავიძის ბაღის გადასახადისთვის 1800 ლარი აქვს გაცემული.

მოსამართლის ოჯახი არ ფლობს ძვირადღირებულ ნივთებსა და ფასიან ქაღალდებს.

მოსამართლის შემოსავლები

ბესარიონ ალავიძის დეკლარაციების მიხედვით, 2011-2015 წლებში მისმა საერთო  შემოსავალმა ჯამში 283 819 ლარი შეადგინა. აქედან, 123 852 ლარი მან დანამატის სახით მიიღო.

კერძოდ, "გურია ნიუსის" მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2011 წელს ალავიძემ 20 206 ლარის დანამატი მიიღო, აქედან, ივლისში მას ერთჯერადად 9 275 ლარი აქვს აღებული, დეკემბერში კი, 5 093 ლარი. დანარჩენ თვეებში მოსამართლის დანამატი 106 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს.

2012 წელს ალავიძის დანამატმა 18 925 ლარი შეადგინა. ამ წელს მას ერთჯერადად 4493 (ივნისი), 5110 (ივლისში) და 6093 ლარი (დეკემბერში) აქვს მიღებული, დანარჩენ თვეებში კი, თანხა 400 ლარს არ სცილდება.

2013 წელს, უზენაესი სასამართლოდან ალავიძემ 35 778 ლარის დანამატი მიიღო. აქედან, აპრილში – 3 843 ლარი, ივლისში – 9 168 ლარი, სექტემბერში – 4 493 ლარი ხოლო დეკემბერში – 7093 ლარის დანამატი.

2014 წელს, ალავიძის სახელფასო დანამატმა 40 395 ლარი შეადგინა. აქედან, 11 476 ლარი მან ივლისში ერთჯერადად აიღო, დანარჩენ თვეებში მიღებული შემოსავლები კი, 1500 ლარიდან, 3 ათას ლარამდე მერყეობს.

დეკლარაციების მიხედვით, 2011 წელს ალავიძემ საერთო ჯამში უზენაესი სასამართლოდან 56 225 ლარის შემოსავალი მიიღო, 2012 წელს – 67 319 ლარი, 2013 წელს – 71 725 ლარი, 2014 წელს – 88 550 ლარი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პითონმა დანა გადაყლაპა

პოლიციელების ცემაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი 19 მაისს გაიმართება

ყველა სიახლე

ფინანსები

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა

11:41; 18.09.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

10:30; 18.09.2026
პოლიტიკა

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

10:25; 18.09.2026
საზოგადოება

ინტოქსიკაცია ბაგა-ბაღებში – მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი, დაწყებულია გამოძიება

10:22; 18.09.2026
სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

9:45; 18.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურში შუა ამაღლების სკოლის სარემონტო ტენდერი მეორედ ჩაიშალა

9:27; 18.09.2026
ზაფრანი

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

8:48; 18.09.2026
საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო