https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას სთავაზობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნინო გვენეტაძეს

22:05; 25.05.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სასამართლო სისტემაში აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების საგნად იქცა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით კანონპროექტში  სადამსჯელო ღონისძიებების გამააქტიურებელი მექანიზმის დამატებას მოსამართლეთა კორპუსი აპროტესტებს.

კანონპროექტის საფრთხეებზე, მოსამართლეების დასჯის მიზნებზე, სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ გადადგმულ სასიკეთო ნაბიჯებსა და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით დაგეგმილი ცვლილებები განსჯის საგანია. რა საფრთხეს უქმნის კანონპროექტი სასამართლოს დამოუკიდებლობას და კონკრეტულად რას ეწინააღმდეგებით ამ პროექტში?

_ როგორც იცით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში  სასამართლო სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ცვლილებები შედის. თუმცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით,  კანონპროექტს დაემატა რამდენიმე საკითხი, რომელიც არათუ სასამართლო სისტემის ეფექტურობას და გაუმჯობესებას, გაუარესებას გამოიწვევს. საქმე ეხება ინსპექტორის ინსტიტუტს, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს ექნება უფლება განახორციელოს მოსამართლეების დაბარება, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება, დისციპლინურ პასუხისგებაში მოსამართლის მიცემის შესახებ. დღევანდელი კანონმდებლობით, ამის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ანუ მე მაქვს. ანუ გამოდის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომელიც კონფერენციის მიერ არის არჩეული და კონკურსის წესით არჩეულ ინსპექტორს, რომელსაც აქვს 5 წლიანი იურიდიული განათლება და არანაირი სამოსამართლო პრაქტიკა არ აქვს, ერტნაირი ღონისძიებების გატარების უფლება გვექნება. 

_ ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ფუნქციებს ართმევენ? სისტემაში რა საფრთხეებს გამოიწვევს ეს ცვლილება?

_ მარტო ჩემთვის ფუნქციების ჩამორთმევაზე არ არის საუბარი. მე საბჭოში ერთი წელი მაქვს დარჩენილი. მხოლოდ ეს ცვლილება არ ქმნის საფრთხეს, ამას მოსდევს სხვა რიგი ცვლილებები, რაც ერთობლიობაში სასამართლოში აჩენს განცდას, რომ ვიღაცას მოსამართლეების დასჯა უნდა. კომპლექსურად, საბჭოს მდივნის ფუნქციები გადადის დამოუკიდებელი ინსპექტორის ხელში, რომელსაც 5-წლიანი იურიდიული განათლება აქვს და თავისი აპარატი ჰყავს. ინსპექტორი სისტემაში პროკურორივით მოდის. ექნება უფლება, რომ საჩივრის გარდა, კიდევ შეამოწმოს სხვა დარღვევებიც ხომ არ აქვს მოსამართლეს. თუ ინსპექტორის შემოღებაზეა საუბარი და მდივნის ფუნქციები მან უნდა შეასრულოს, მაშინ რატომ არ უნდა აირჩიოს ის მოსამართლეთა კონფერენციამ და არა საბჭომ? 220 მოსამართლიდან ნდობა 204-მა გამომიცხადა. სად ჩემი ლეგიტიმაცია, რომ დავუძახო მოსამართლეს და ახსნა-განმარტება მოვთხოვო და სად ვიღაც ინსპექტორის, რომელიც გარეშე პირია?! არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ამბობს, რომ ერთადერთი ორგანო, რომელსაც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაწყება შეუძლია საბჭოს.

_ გარდა ინსპექტორის ინსტიტუტისა, მოსამართლეთა ნაწილი დისციპლინური დევნის საკითხის გადაწყვეტისას ხმების რაოდენობის 10-დან 8-მდე ჩამოყვანასაც აპროტესტებთ…

_ კანონში ცვლილების შემდეგ, ინსპექტორის ინსტიტუტთან ერთად,  იყო იმის მცდელობა, რომ  8 ხმამდე ჩამოიყვანონ და კენჭისყრა არა ფარულად, არამედ ღიად  ჩატარდეს. თუ დევნის დასაწყებად ერთი წლის წინ 10 ხმა პროგრესულად მიგვაჩნდა, ახლა 8 ხმაზე რატომ ჩამოგვყავს? არ შემაქვს ვინმეს წესიერებაში ეჭვი, მაგრამ ხომ შეიძლება საბჭოს მდივნის, ან გარკვეული მოსამართლეების გავლენის ქვეშ მოექცნენ საბჭოს წევრები და ხელს ვისზეც ავწევ, მათაც იმ საკითხს მისცენ ხმა. არ ვამბობ, რომ საბჭოს წევრები დამოუკიდებლები არიან, მაგრამ კანონმა არ უნდა შექმნას პრეცენდენტი, რომ ვინმე გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს მოსამართლეთა კორპუსში იწვევს განცდას, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს და მე, საბჭოს მდივანს ვალდებულება მაქვს, მოსამართლეების გვერდით დავდგე.

მოსამართლეებს ისიც კი უქმნის უხერხულობას, როდესაც ჩვენთან შემოდის საბჭოში საჩივარი მასზე და ჩვენ ვურეკავთ მას ახსნა-განმარტებისთვის. ამიტომ, მოსამართლეებისგან შემდგარმა საბჭომ და უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის გადაწყვეტილება და არა ინსპექტორმა. მოსამართლე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია და დარღვევის შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს, ის მაინც დამოუკიდებელია. საფრანგეთის მაგალითს რომ ვახსენებთ, იქ ინსპექტორი არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ინსპექტორი გარეშე პირი იყოს. და თუ მაინცდამაინც უნდათ ამ ინსტიტუტის შემოღება, მაშინ ისიც კონფერენციამ აირჩიოს.

_ შეეხება თუ არა ცვლილება იმ კრიტერიუმებს, რომლითაც მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყება?

_ საზოგადოებამ ისე არ გაიგოს, თითქოს მოსამართლე ხელშეუხებელია, თუმცა, კანონით ის კრიტერიუმებიც კი არ არის გაწერილი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მის მიმართ დისიპლინური დევნა დაიწყოს. ზოგადი განმარტებები გვაქვს – მაგალითად, არაჯეროვანი შესრულება, თუმცა, ამაში რა იგულისხმება,  მოსამართლეებმა არ იციან.  გვეუბნებიან, რომ მოსამართლისთვის გადაცდომაა, როდესაც გადაწყვეტილების დასაწერად მას 2 თვე აქვს და ამ ვადაში ვერ ჩაეტევა. როდესაც მოსამართლეს დღენახევარი აქვს პროცესის ჩასატარებლად და არ შეიძლება 5 დღე ზედიზედ ატაროს პროცესები, დარბაზი არ აქვს, როგორ ვუთხრა, რომ  საქმე 2 თვეში დაამთავროს? მაქვს პოზიცია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეს არა აქვს სასამართლო დარბაზის გამოყენების უფლება ყოველდღე, აწერია უამრავი საქმე, დარღვევად არ მივიჩნევ. მოსამართლეებს ან ღირსეული სამუშაო პირობები უნდა შევუქმნათ, ან სანამ ეს პირობები არ არის, იმაზე მაინც დავილაპარაკოთ, რა შეიძლება მოსამართლის მხრიდან არაჯეროვან შესრულებად ჩაითვალოს. მოსამართლეთა კორპუსი შეგვკრიბონ, არასამთავროები, ადვოკატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მკაფიოდ განვსაზღვროთ, რა უნდა ჩაიდინოს მოსამართლემ რომ მასაზე დისციპლინური დევნა დაიწყოს. რა შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს.მაგრამ იმის გამო, რომ ამ 2 წლის განმავლობაში არცერთი მოსამართლე არ მიცემულა დისციპლინურ პასუხისგებაში, კანონში ინსპექტორის ინსტიტუტი შემოვიტანოთ, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს სასამართლო სისტემის უკან დახევა იქნება.

ვთავაზობ ქალბატონ ნინოს, ახალი საჩივრებია შემოსული საბჭოში და დავიწყოთ განხილვა. მაინტერესებს, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში რამდენი მოსამართლე მიეცემა დისციპლინარულ პასუხისგებაში. მინდა, ვაჩვენო მას, რომ საბჭოში ხელს არავის ვაფარებთ. ინსპექტორი კი არ შემოვიღოთ, საქმეების განხილვა დავიწყოთ. 

_ანუ იყო გადაცდომები, თუმცა საბჭომ მოსამართლეზე დისციპლინარული დევნა არ დაიწყო?

_ იყო ეს გადაცდომები, თუმცა მოსამართლე   და არამოსამართლე წევრებმა ზემოთ აღნიშნულის გამო მივიჩნიეთ, რომ თეორიულად შეუძლებელი იყო მოსამართლეს ვადების დაურღვევლად საფუძვლიანად დაეწერა გადაწყვეტილება. თუ ერთიდაიმავე მოსამართლეს ჰქონდა ერთნაირი გადაცდომები სარეკომენდაციო ბარათით მივმართეთ და გავაფრთხილეთ, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ამისთვის. არ მიმაჩნია სამართლიანად, ამ პირობებში, ვადის დარღვევის გამო მოსამართლე დავსაჯო.

_ "გურია ნიუსის" ინფორმაციით,  ადვოკატებს მეილზე მიუვიდათ წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ მოსამართლეებზე…

_ არ მინდოდა ამ თემის გახმაურება, თუმცა მეც მაქვს ეს ინფორმაცია. არ შემიძლია ფაქტი დაგიდოთ, მაგრამ ვიცი, რომ ადვოკატებს მიუვიდათ წერილები შინაარსით, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ მოსამართლეებზე. სახელები და გვარებიც ვიცი ამ ადვოკატების, თუმცა ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს ვიკავებ. ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, რამდენიმე ადვოკატთან მივიდა ეს წერილები. მე როგორც საბჭოს მდივანს მომივიდა ეს ინფორმაცია, ისიც ვიცი, ვინ გააგზავნა და ის კონკრეტული გვარებიც, ვის მიუვიდა. რამდენიმე ადვოკატი მოვიდა საბჭოში და იკითხა, ასეთი შინაარსის წერილები მივიღეთ და რა ხდებაო.

_ ამის შემდეგ საჩივრების რაოდენობამ მოიმატა?

_ კი, მოიმატა. კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოსამართლეების წინააღმდეგ არის მიმართული. ადვოკატებს აგრძნობინეს, ველი გახსნილია და რაც შეიძლება ბევრი საჩივარი შემოიტანეთო. რაც არ უნდა მოსამართლეების მხარდაჭერაზე ისაუბრონ, ამ პირობებში, რის განხორციელებასაც აპირებენ, კანონში ცვლილებიდან დაწყებული, ვერ დააჯერებენ სისტემას, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება. მე კი, როგორც საბჭოს მდივანი ვალდებული ვარ მოსამართლეების მხარეს დავდგე და მათი უფლებები დავიცვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ მოსამართლის წინააღმდეგ საფუძვლიანი საჩივარი შემოვა, ჩვენ დისციპლინურ დევნას არ განვახორციელებთ. თვითონ ტენდენციაა შემაშფოთებელი, რომ ამ ფორმით გავაძლიეროთ დისციპლინური დევნა.

 _გარდა ინსპექტორის ინსტიტუტისა, კანონში კიდევ ერთი სიახლე შემოდის, რომელიც  სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის ახალ წესს ადგენს. რას საფრთხეებს შექმნის თავმჯდომარეების ერთდროულად გათავისუფლება?

_ თუ ადამიანი ვადით არის არჩეული, რატომ უნდა შევუწყვიტოთ მას უფლებამოსილება? ამოწუროს ვადა და შემდეგ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ვენეციის კომისიას აქვს ნათქვამი, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების ერთდროულად გათავისუფლება შექმნის განცდას, რომ კანონპროექტი სწორედ მათ მოსახსნელად არის შექმნილი. თავმჯდომარეები ამბობენ, სკამს არავინ ვეკიდებით, თუ საჭიროა ჩვენი გათავისუფლება, რაღაცეები იცვლება, გადავალთ რიგით მოსამართლეებად, ოღონდ შეურაცხყოფას ნუ მოგვაყენებენ და მოგვხსნიანო. განცდა გაჩნდა იმისა, რომ კანონის მიღება არა სასიკეთო ცვლილებებისთვის, არამედ, ვადაზე ადრე თავმჯდომარეებისთვის გაშვებისთვის და მოედნის გასუფთავებისთვის ხდება.

_ გათავისუფლებულ თავმჯდომარეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ?

_ არ არის ეს საკითხი გარკვეული. ზოგი ამბობს რომ შეუძლიათ, ზოგი ამბობს, რომ – არა.  თავმჯდომარეების ნაწილი იმასაც ამბობს,  რომ მას აქვს იმდენი ავტორიტეტი თავის სასამართლოში, დააყენოს კანდიდატურა და ისევ გაიმარჯვოს, მაგრამ ესეც არ წერია ნათლად, რისი უფლება აქვთ. ამასთან, ყველა იქითკენ არის განწყობილი, რომ თუ კანონს მიიღებენ, საკონსტიტუციო სასამართლოში წავალთო. თავმჯდომარეებისთვის ეს ღირსების საკითხია. თავად მათ პიროვნებაში ეპარებათ ეჭვი, არადა, ყველას აქვს იმის პრეტენზია, რომ არაკორუმპირებულები არიან, კრედიტები და ვალები აქვთ, მაგრამ ადამიანური მოპყრობის შემთხვევაში, ამბობენ, რომ თუ ჩვენ გვეტყვიან, დაგვარწმუნებენ, რომ ახალი სისხლი სჭირდება სასამართლოს, არც მიიღებენ ისინი თავიდან კონკურსში მონაწილეობას. არც ის არის კანონში მითითებული, ვინ ჩაატარებს არჩევნებს, ვინ დაამტკიცებს მის შედეგებს და ა.შ. მთელი რიგი ხარვეზებია. თუმცა ამათთვის ერთია, მთავარია, ეს თავმჯდომარეები 1 სექტემბრიდან აღარ იყონ. ჩემი ვარიანტია ამოწუროს ვადა და ეტაპობრივად დავნიშნოთ არჩევნებიც.

2012 წლის არჩევნების შემდგომ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის, ამის დაუნახავობა არ შეიძლება. აქ მარტო ხელფასების მომატება არ არის, პროცესი გახდა დამოუკიდებელი. მაგრამ ახლა ერთიანად ნუ გადავყრით წყალში ამ სასიკეთო ცვლილებებს და სისტემას გაუარესებისკენ ნუ წავიყვანთ.

_ წინა წლებში რა უშლიდა ხელს სასამართლოს დამოუკიდებლობას და რაში იგრძნობა სისტემის დამოუკიდებლობა 2012 წლის შემდეგ?

_ თუ ადამიანი იმას იტყვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყანაში ერთ-ორ წელიწადში შეიძლება აშენდეს, ეს დილეტანტიზმია. უნდა დავიწყოთ იმით, სად ვიყავით და სად მივდივართ. 1990-იან წლებში იყო პერიოდი, როდესაც კორუფცია იყო პოკურატურაში, სასამართლოში. უზენაეს სასამართლოში უვადო პატიმრების განაჩენები მაქვს წაკითხული, სადაც განაჩენის ფურცელზე უკანა მხარეს სხვა რაღაც ეწერა, ის გადახაზული იყო და მეორე მხარეს ხელით ეწერა განაჩენი. ეს ის პერიოდი იყო, ფურცელი რომ არ ჰქონდა სასამართლოს. 2005-2006 წლებში საქმეების შესადარებლად ძველი განაჩენები რომ გვჭირდებოდა, მაშინ ვნახე. ძველი ხელისუფლების მთავარი დამსახურება სასამართლო სისტემიდან კორუფციის აღმოფხვრა იყო, ამასთან მაქსიმაულრად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წინა წლებში იყო. ახალმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, ახლა მთავარია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს და უკან არ დავიხიოთ. მალე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 20-მდე კურსანტი გვეყოლება. ცოტა ხნის წინ დავნიშნეთ 24 მოსამართლე, ნელ-ნელა სისტემაც შეივსება. სანამ მე ვარ საბჭოს მდივანი, მინდა რომ სისტემა ცოტა გაიმართოს. ახლა მთავარი ის არის, ყველა მოსამართლე გავერთიანდეთ და ის კარგი ტენდენციები, რაც სასამართლო სისტემაში გაკეთდა განვავითაროთ და ბოლომდე მივიყვანოთ.

_ 2012 წლის შემდეგ მოსამართლეთა სახელფასო ანაზღაურების საკითხი გამოსწორდა, თუმცა პრობლემად რჩება საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი.  ამ მხრივ, თუ არის რაიმე ცვლილება?

_ დიახ, როდესაც მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ის რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეუსრულა სასამართლო სისტემას. ხელფასების მომატებას ვგულისხმობ. რაც შეეხება პენსიის საკითხს, ეს საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტთან. ახლა პირველ ინსტანციაში 560 ლარია პენსია, უზენაესში – 1200 ლარი. აპირებენ, რომ თუ პენსია მოიმატებს, ეს  მხოლოდ იმ მოსამართლეებზე გაავრცელონ, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნებიან. საპენსიო კანონს ყველა ქვეყნის ხელისუფლება პრობლემურად უყურებს. არის ქვეყნები, სადაც კანონს უკუძალას არ აძლევენ, რაც უსამართლოდ მიმაჩნია. ვფიქრობ, ყველაზე უნდა გავრცელდეს. თუ პარლამენტის წევრს ენიშნება სამუდამო პენსია, რატომ არ უნდა დაენიშნოს მოსამართლეს?! მაგრამ ჩემი აზრით, სასამართლოში საპენსიო რეფორმა ზოგადად ქვეყანაში საპენსიო საკითხს უნდა მიებას. მთავარი მთავრობის პოზიციაა. თუმცა, ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს პროექტი, რომელიც შეჯერებულია მოსამართლეთა კორპუსთანაც. ფინანსთა სამინისტროშიც გვქონდა გადაგზავნილი, თუმცა, უარი მოგვივიდა ცოტა ხნის წინ. ახლა ქალბატონი ნინო აპირებს ეს საკითხი გაააქტიუროს და ვნახოთ რა წარმატება ექნება. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

_ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი განხილვის თემა იყო მოსამართლეების სახელფასო დანამატის საკითხიც. გასაიდუმლოებული იყო ინფორმაცია, რამდენ დანამატს იღებდა მოსამართლე..

_ საბჭოს დებულებაში გვეწერა, რომ მოსამართლეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებდათ, ვაძლევდით ერთჯერადად დანამატს. დანამატი არ ეძლეოდა ყველა მოსამართლეს. ამის შემდეგ, როდესაც მოსამართლეებს დაზღვევა მოგვცეს, ასეთ დანამატებზე უარი ვთქვით და აღარ გაგვიცია. თუმცა, ხდება ისე, რომ შიგნით, საბჭოში კეთილი ნების საფუძველზე ფულს ვუგროვებთ ვისაც სჭირდება. ყოველთვიურ დანამატებზე უარი ვთქვით. მოსამართლეებს ხელფასის ოდენობის  დანამატი კვარტალურად ეკუთვნით  და ამას იღებენ.

_ დაბალი სახელფასო ანაზღაურების საკითხს ხშირად აბამენ კორუფციასთან. ცოტა ხნის წინ შვეიცარიის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ სასამართლო სისტემაში კვლავ არის კორუფციული გარიგებები. რამდენად რეალური იყო მისი განცხადება და რას ეფუძნებოდა?

_ როდესაც შვეიცარიის ელჩი აკეთებს ასეთ განცხადებას ეს ყურადსაღებია. თუმცა, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს კომენტარი, ვერ გეტყვით. ერთი რამ ფაქტია, სასამართლო სისტემისთვის დამღუპველი იქნება კორუფცია. მოსამართლე, რომელიც კორუფციულ გარიგებაში იქნება გარეული, პროკურატურის მიერ უნდა გამოვლინდეს და მკაცრად დაისაჯოს. ახლა ზოგადად ლაპარაკობენ, მაგრამ თუ ეს სამართალდამცავმა ორგანომ არ გამოიკვლია, სასამართლოს ავტორიტეტს, იმიჯს დააზიანებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

4 წელი 26 მაისის სისხლიანი დარბევიდან _ "ჩემი შვილი თუ იქ იქნებოდა, რაც დაემართებოდა, იმის ღირსიც იქნებოდა!"

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მილოცვა ქართველებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე – პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება და ეს დღეც არის ამის მაგალითი

14:50; 18.09.2026
მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

14:36; 18.09.2026
ზაფრანი

ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად _ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

13:59; 18.09.2026
საზოგადოება

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

13:45; 18.09.2026
საზოგადოება

მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება

13:12; 18.09.2026
საზოგადოება

“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ” – შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

12:48; 18.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო – დაკავებულია 11 პირი

12:45; 18.09.2026
საზოგადოება

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

12:41; 18.09.2026
საზოგადოება

“ეს ორი ძირითადი ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ზრდას განსაზღვრავს…” – რას გვირჩევს ექიმი-ენდოკრინოლოგი?

12:23; 18.09.2026
ფინანსები

საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა

11:41; 18.09.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

10:30; 18.09.2026
პოლიტიკა

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

10:25; 18.09.2026
საზოგადოება

ინტოქსიკაცია ბაგა-ბაღებში – მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი, დაწყებულია გამოძიება

10:22; 18.09.2026
სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

9:45; 18.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურში შუა ამაღლების სკოლის სარემონტო ტენდერი მეორედ ჩაიშალა

9:27; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო