თბილისის მოსახლეობის გასაფრთხილებლად სოციალური ქსელის მომხმარებელი მიხეილ ფანჯიკიძე ფოტოს ავრცელებს და ყველას ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.
„გადაამოწმეთ ჯიქიას სასაფლაოს ტერიტორია, ეს ნაკვალევი ცხადყოფს, რომ მგელია მიმდებარე ტერიტორიაზე. გთხოვთ გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია.“ – წერს ფანჯიკიძე.

































































