Facebook-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინისტრატორების ანგარიშები გააუქმეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი ადმინისტრატორი აკო ახალაია ადასტურებს. ის სხვა მოქალაქეებთან ერთად ამ ჯგუფს მართავდა.
ახალაიამ მოხალისეთა ჯგუფისა და მისი Facebook ანგარიშების გაუქმების შესახებ დღეს დილით შეიტყო. მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ გააუქმა მისი ანგარიში და ჯგუფი, ან რატომ.
გეტყვით, რომ #13ივნისი-ს მოხალისეთა ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფში ორგანიზებულად, დავალებების სახით იწერებოდა ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც საჭირო იყო სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე სტიქიის შედეგების ლოკალიზებისთვის, სად იყო საჭირო ფიზიკური შრომა და რა ფორმით.
































































