https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს კანონი ნამდვილად იძლევა რეპრესიების გახორციელების საშუალებას”

3:02; 13.02.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან, გაეროს “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან” და ევროკონვენციით გათვალისწინებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებთან.

ამ საკითხებსა და კანონში შეტანილ ცვლილებეზე “გურია ნიუსი” საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა.

_ ბატონო ლევან, თქვენ თუ მიეცით ხმა საქართველოს ორგანულ კანონში ამ ცლილებების შეტანას?

_ ჩვენ ერთადერთი ფრაქცია ვიყავით, რომელიც ძალიან აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებების შეტანას. ის პოლიტიკური გუნდები, რომლისთვისაც კეთდებოდა ეს შესწორება, ამ კანონის განხილვას საერთოდ არ ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან მყარი პოზიცია გვქონდა, მარტონი ვიყავით ამ წინააღმდეგობის გაწევისას.

_ რა იყო თქვენი მთავარი არგუმენტები და ყველაზე მეტად რომელ ნორმას აპროტესტებდით?

_ ასეთი რამდენიმე თემა იყო. პირველი შეეხებოდა იმ შეზღუდვებს, რომელიც უკავშირდებოდა არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს, არამედ, ზოგადად პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნებისმიერი ტიპის მომსახურეობის ან დახმარების გაწევას მოქალაქეების მიმართ. ამ ცვლილების მიხედვით, ნებისმიერი ასეთი დახმარება ითვლება მოსყიდვად და პარტიაც ისჯება და მოქალაქეც. ეს რომ საარჩევნო პერიოდში აკრძალულია, გასაგებია, მაგრამ სხვა შემთხვევაში კომიკურ სიტუაციასთან გვექნება საქმე. მაგალითად, მშიერი ქალბატონი მოვიდა ჩემთან და მთხოვს 5 ლარით დახმარებას, ფაქტობრივად შემწეობას ითხოვს. მე ერთლარიანიც რომ მივცე, ეს შეიძლება ჩათვალონ მოსყიდვად. ეს კანონი ძალიან არათანაბარ პირობებში აყენებს პარტიებს. მოსყიდვად მხოლოდ ის დახმარება არ ითვლება, რომელიც მოქალაქეებს ბიუჯეტიდან გამოეყოფათ. ბიუჯეტთან წვდომა კი მხოლოდ ერთ პარტიას აქვს. თუ პრეზიდენტი, მინისტრები, მთავრობის წევრები არიგებენ ვაუჩერებს და სხვადასხვა ტიპის დახმარებას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯიდანაა, ეს არ ითვლება მოსყიდვად, მაგრამ თუ მე 5 ლარით დავეხმარე გაჭირვებულს, ეს დანაშაულია!

ეს ნორმა, რომელიც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში გადავიდა და საკმაოდ გამკაცრდა _ 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ვფიქრობდით, შესაძლებელი იყო, გარკვეული დათქმა გაკეთებულიყო, მაგალითად ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად, პარტიებს 300 000 ლარამდე საქველმოქმედო დახმარება გაეწიათ. ამ წინადადებაზე პირველი მოსმენის შემდეგ თითქოს დაგვთანხმდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც გადაიფიქრეს და ეს ნორმა აღარ შევიდა კანონპროექტში.

_ “იურიდიული პირი, რომელიც რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან ან სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები, ისევე იზღუდება, როგორც პარტია”… განხილვის დროს ხომ არ გიკითხავთ, რას გულისხმობს ტერმინი პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული, ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირი?

_ რა თქმა უნდა, ეგ კითხვაც იყო დასმული და ისიც, თუ ვინ უნდა გააკეთოს ამ ნორმის შესაბამისად დაკავშირებული იურიდიული პირების იდენტიფიცირება, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერცერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ კონტროლის პალატაა ის უწყება, რომელსაც შეუძლია დაკავშირებული იურიდიული პირების რეესტრის წარმოება. ბუნებრივია, კონტროლის პალატა არ არის ის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც ეს შეუძლია. მაშინვე ვამბობდით, რომ ამ ფუნქციის შეთავსებით, კონტროლის პალატა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არბიტრიდან იქცეოდა პოლიტიკურ სადამსჯელო ორგანოდ.

სხვათაშორის, “დაკავშირებული იურიდიული პირების” გამო, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საქმიანობს, საგონებელშია ჩავარდნილი. მათ ცენტრალური ოფისებიდან მიიღეს დავალება, რომ დროებით შეაჩერონ საქმიანობა, სანამ გაირკვევა რა ნორმაზეა საუბარი, ვის ეხება და ვის _ არა.

_ შეგიძლიათ, კონკრეტულად დაგვისახელოთ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები?

_ მაგალითად, ჩვენ ვთანამშრომლობდით “ჰოლანდიის პოლიტპარტიული განვითარების დემოკრატიულ ინსტიტუტთან” და იანვარში რამდენიმე ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი, რომლებიც დღესდღეობით გაჩერებულია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰააგის ოფისი თბილისისგან ითხოვს კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებებს. თვითონაც გამოითხოვეს ეს პროექტი და მისი შესწავლის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ თუ არა საქმიანობა.

_ რაც შეეხება პარტიების ფინანსურ აუდიტს, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, პარტიას შეუძლია მხოლოდ იმ დამოუკიდებელ აუდიტორს მიმართოს, რომელიც კონტროლის პალატის მიერ დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ზღუდავს თუ არა ეს პარტიების თავისუფლებას?

_ ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ შემოწმების გარკვეული ფუნქცია უნდა დარჩენოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ბუნებრივია, მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი კომპეტენტური საერთაშორისო აუდიტორული კომპანია და მას შეუკვეთოს პარტიების შემოწმება. სწორედ ცესკო ურიცხავს ფულს პარტიებს და მასვე უნდა ჰქონოდა ამ ფულის კონტროლის საშუალება. ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარეს და ეს ფუნქცია მაინც კონტროლის პალატას შეუთავსეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უწყება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა.

_ კონტროლის პალატას კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება შეუძლია, მაგალითად პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებაზე, მათ შორის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება. ანუ მან შეითავსა სასამართლოს პრეროგატივა. არღვევს თუ არა ეს ნორმა კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს?

_ რა თქმა უნდა, არღვევს. პირველი მოსმენის შემდეგ, ყადაღასთან დაკავშირებით გამოვედი და განვაცხადე, რომ ეს იყო სრული აბსურდი. კონტროლის პალატა დაადებს ყადაღას ანგარიშებს და მერე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ვირბინოთ სასამართლოებში ყადაღის მოხსნის მოთხოვნით. როგორ შეიძლება კონტროლის პალატას ერთპიროვნულად ჰქონდეს ამის უფლება? კი ბატონო, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მაგრამ მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ყადაღის დადება-არდადებაზე. ამ შემთხვევაში, კონტოლის პალატა არის მხარე და თავისი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებებს, რაც სრული აბსურდია.

_ კონტროლის პალატას, კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, უფლება აქვს საბანკო სექტორიდან ინფორმაცია გამოითხოვოს არა მხოლოდ პარტიების, არამედ ნებისმიერი იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის შესახებ, რომელსაც ის პარტიასთან რაიმე ფორმით დაკავშირებულად ჩათვლის. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ხელისუფლება ტოტალურ ფინანსურ კონტროლს იწყებს?

_ ზოგადად, ინფორმაციის გამოთხოვა ფულის წარმომავლობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია გახლავთ, მაგრამ ამის გაკეთება ამ მომენტში და კონტექსტში, ბუნებრივია, გარკვეულ ეჭვებს აჩენს. ეს რეკომენდაცია ფულის ლეგალიზების შესახებ უკვე ორი წელია დევს, მაგრამ რატომღაც ახლა გაახსენდათ.

გარდა ამისა, კონტროლის პალატამ ეროვნულ ბანკთან ერთად, გარკვეული ინსტრუქცია გამოსცა, რომ ამოწმონ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირთა ანგარიშებიც. ბუნებრივია, კომერციულ ბანკებს ასეთი ტიპის შეფასებების ანუ “პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული ფიზიკური პირის” ცნებას ვგულისხმობ, გაკეთება გაუჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დაელოდებიან მითითებებს, რაც თავისთავად გულისხმობს ბანკების ჩართვას პოლიტიკურ პროცესში. ანუ ბანკმა უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ფიზიკური პირის ანგარიშზე მოძრავი თანხა შეიძლება თუ არა გახდეს ვიღაცისთვის ხელმისაწვდომი. თუ ეს გააკეთა ბანკმა, იმას ნიშნავს, რომ ის იღებს საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია საბანკო სფეროში. ეს დაარღვევს ბანკების მიმართ სანდოობას და პირველ რიგში, მათ დააზარალებს. ბანკები მკაცრი რეგულაციის ქვეშ იმყოფებიან, მათ მიეცათ უკვე ინსტრუქცია და უნდა შეასრულონ, მაგრამ მთავარი ისაა, როგორ უნდა გააკეთონ ეს? ან კონტროლის პალატამ როგორ უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს ვინ არის “დაკავშირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირი”? ამის განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონშიც არ არსებობს და ბუნებრივია, არც კონტროლის პალატას აქვს წარმოდგენა იმაზე, როგორ აწარმოოს რეესტრი. ეს ძალიან რთული ამოცანაა როგორც კონტროლის პალატისთვის, ასევე კომერციული ბანკებისთვის. ასე რომ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მათი მხრიდან დაკავშირებულია რისკებთან, რომ პოლიტიკაში იქნებიან ჩართულები.

“პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებთან” ჩვენ შეგვიძლია მოვიაზროთ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები და მომგებიანი კომერციული იურიდიული პირებიც, მათ შორის ბანკები.

მაგალითად, ბანკი “ქართუ” სავსებით შესაძლებელია ამ ნორმაში მოხვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე გავრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რაც ვრცელდება პარტიაზე. თუკი ბანკს “დაკავშირებული იურიდიული პირის” სტატუსს მიანიჭებენ, ეს ავტომატურად გულისხმობს ამ ბანკის გაუქმებას. ასეთი ტიპის გაუგებრობები უკვე არის და კიდევ უფრო მეტი იქნება.

_ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხომ არ აპირებთ რაიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წამოყენებას?

_ პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით ამ ბოლო ცვლილებების შეფასებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ჯერჯერობით, შეფასებები მხოლოდ იმ ნორმებთან მიმართებაში გაკეთდა, რომლებიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა, თუმცა გარწმუნებთ “დაკავშირებულ იურიდიულ პირთან” და სხვა ახალ მცნებებთან დაკავშირებული ნორმები ვენეციის კომისიაში არ გადაგზავნილა. ამიტომ, ძალიან საინტერესო იქნება მათი შეფასება. ამის შემდეგ, ბუნებრივია, გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდება, რომელიც დაეფუძნება ვენეციის კომისიის ახალ რეკომენდაციებს.

_ ამ კანონს ექსპერტებმა რეპრესიული უწოდეს, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

_ ეს არის შემზღუდავი ნორმები, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ გარემოს. ამ შემთხვევაში კი, ეს კანონი ნამდვილად იძლევა რეპრესიების გახორციელების საშუალებას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია

ოზურგეთში ყინვისგან მამაკაცი გარდაიცვალა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო