https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სიყვარული და პოლიცია _ “დაგვეხმარეთ, რომ რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს კოშმარი”

11:08; 11.08.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გიორგი ტრაპაიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობს. 2 აგვისტოს იგი ანა ქ.-ზე დაქორწინდა, თუმცა, ქორწინებიდან მესამე დღეს, როგორც თავად ამბობს, მეუღლე  პოლიციის შენობიდან მოსტაცეს:

_ მე და ანიმ გადავწყვიტეთ ოჯახი შეგვექმნა. 2 აგვისტოს დილის 6 საათზე ერთობლივი შეთანხმების შემდეგ, ანიმ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, რომ შეძლებდა სახლიდან გამოსვლას. ასეც მოხდა _ რამდენიმე ხანში შევხვდით. ანიმ თქმით, მან  სახლში დატოვა წერილი, სადაც განმარტავდა, რომ სრულიად აცნობიერებდა საკუთარ ნაბიჯს, დარწმუნებული იყო მისი ქმედების სისწორეში და ჩემზე თხოვდებოდა სიყვარულით.

ამის შემდეგ გავემგზავრეთ თბილისისკენ… სამი დღის შემდეგ,  ახლობლებისგან გავიგეთ, რომ ანის მამის მიმართვის საფუძველზე, ჩვენი გაპარვიდან მეორე დღესვე საქმე აღძრულა ჩემს წინააღმდეგ გატაცება-გაუპატიურების ბრალდებით (ანის წერილის ნახვის მიუხედავად).  ასევე, ჩემს ნათესავებზე მიმდინარეობს ზეწოლა, სახლებში უვარდებიან  და ემუქრებიან დაჭერით.

ამის შემდეგ, მე და ანიმ 5 აგვისტოს, დაახლოვებით 16 საათზე, დაუყოვნებლივ მივაშურეთ პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებას, რათა გაგვერკვია, რა ხდებოდა. განყოფილების უფროსს ვანო მჭედლიშვილს  ავუხსენი, ვინ ვიყავით და დავინტერესდი, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ზემოაღნიშნული.

ასევე ავხსენი, რომ ანი არის  ჩემი მეუღლე  და გამომყვა საკუთარი ნებით, რადგან ერთმანეთი გვიყვარს.  ანიმაც დააფიქსირა, რომ ვუყვარვარ და ყველაფერი მისი ნებით მოხდა _  შესაბამისად, არანაირ გატაცებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია და არც ექნებოდა.  ვანო მჭედლიშვილმა  ჩემი თანდასწრებით მდივანს გამოართვა ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის ტელეფონის ნომერი, დაურეკა მას და ჩვენი პოლიციაში მისვლის მიზეზი განუმარტა. 

მათი საუბრის დასრულებისთანავე ვანომ ამიხსნა, რომ საქმე მართლაც ყოფილა აღძრული და უნდა დავლოდებოდით ოზურგეთის სამმართველოდან გამოგზავნილ მანქანას. დაახლოებით 4-5-საათიანი იძულებითი შეყოვნების შემდეგ, როგორც იქნა ჩამოაღწია მანქანამ და გავემგზავრეთ ოზურგეთში. შუაღამისას, დაახლოვებით 3 საათზე ჩავედით და მიგვიყვანეს პოლიციის სამმართველოში. შეგვიყვანეს სამმართველოს უფროსის კაბინეტში, მესამე სართულზე და დაიწყეს ჩვენი ზეპირი დაკითხვა. ანის ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ძალადობას ადგილი და ნამდვილად ნებით გამომყვა თუ არა, რაზეც ანიმ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა, ყველაფერი მოხდა ორივეს სურვილით და რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ამის შემდეგ ჩამოგვართვეს ოფიციალური ჩვენება, სადაც დავაფიქსირეთ იგივე.

ჩვენების შედგენა როცა დავასრულეთ, ანიმ პოლიციელებს სთხოვა, რომ არ სურდა მშობლებთან შეხვედრა და ნუ შეახვედრებდნენ, რაზეც უპასუხეს, სანამ მშობლებს არ შეხვდები, აქ ყოფნა მოგიწევთო. როგორც მოსალოდნელი იყო, მე და ანი განგვაცალკევეს. შემდეგ ანის და მამამისის ხმა გავიგონე, ის მშობლებს მაინც შეახვედრეს. რაღაც პერიოდის შემდეგ ანი ჩემს ოთახში შემოიყვანეს. მე ვითხოვე, მარტო დავეტოვებინეთ, რათა პირისპირ გვესაუბრა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს.

ანი არ აპირებდა მშობლებს გაჰყოლოდა _ ეს მან პირადად უთხრა დედ-მამას. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა დაიწყო ჩემი  პირადი ინფორმაციის გასაჯაროება იმდენად დამახინჯებული, უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კუთხით, რომ უკიდურესად დავითრგუნე. კერძოდ, რომ მე მაქვს ბანკიდან აღებული სესხი, მყავს ცოლშვილი, მანქანა ლომბარდში მიდევს, ვარ ნასამართლევი, მყავდა საყვარელი და თუ ანი ცოლად გამომყვება, მე მას მხოლოდ გამოვიყენებ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და როცა ამას მივაღწევ, მივატოვებ, რადგან მე ვარ თაღლითი.

ამ ყველაფრის მოსმენამ ჩემში გამოიწვია დიდი უკმაყოფილება და კატეგორიულად, მრავალჯერად მოვთხოვე, შეეწყვიტათ ეს ბინძური ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ანის სულიერ დათრგუნვას ისახავდა მიზნად, მაგრამ პოლიციელი მაინც აგრძელებდა… ცოტა ხნის მერე ანი ისევ გაიყვანეს და მას შემდეგ აღარ მინახავს. მეც მალევე გამომიშვეს. მთელი ამ დაკითხვის პერიოდში, პოლიციის წინ მელოდებოდნენ ჩემი ახლობლები და ნათესავები. როცა მათ ვკითხე ანის შესახებ, ხომ არ დაგინახავთ, სად წაიყვანეს,-მეთქი, მითხრეს, რომ ანი არ გამოუყვანიათ, რაც მეტად უცნაურად მომეჩვენა. მოგვიანებით კი გავაცნობიერე, რომ პოლიციამ, ნაცვლად სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედებისა, უპირატესობა კოლეგიალურობას მიანიჭა და სავარაუდოდ, მამამისის თხოვნით, რომელიც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია, უკანა გასასვლელიდან გააქრეს.

ჩემი ინფორმაციით, ამ წუთამდე ანი ჰყავთ ჩაკეტილი, უკრძალავენ ჩემთან დაკავშირებას და მკაცრად აკონტროლებენ, რომ ჩემი ნახვა ვერ შეძლოს. უკვე მეოთხე დღეა, ანი ვერ მიკავშირდება, მოცემული სიტუაციის შესაბამისად, ვერც მე ვახერხებ ამას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პირადი კონტაქტების საშუალებით პერიოდულად მითვლიან მუქარებს, რომელიც მოდის ანის ოჯახის მხრიდან, კერძოდ: თუ ჩვენს შვილს თავს არ დაანებებ, დაგიჭერთ, ციხეში ამოგალპობთ და თავი არ დაიღუპოო.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემ ნათესავებსაც ანალოგიურად ემუქრებოდნენ ჩემი დაჭერით, ასევე, ვინაიდან ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბრალს ვერაფერში მდებენ, რადგან ჩვენს ქცევაში არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება (რასაც მოწმობს საქმის მყისიერი დახურვა), საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მათი მუქარა გულისხმობს შემდეგს: შეეცდებიან, ჩემს წინააღმდეგ შეთითხნონ რაიმე ბინძური ხრიკი და ამის მეშვეობით მამხილონ რაიმე საკმაოდ მძიმე ხარისხის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში რომლის საფუძველზე მოხდება ჩემი სრული იზოლაცია გარკვეული პერიოდით.

იმედი მაქვს, რომ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული და თქვენი დახმარებით მივაღწევთ მინიმუმ იმას, რომ ადამიანებმა უბრალოდ თანამიგრძნონ და მაქსიმუმ იმას, რომ იქნებ ამ ბინძური ჩანაფიქრის გახორციელებაში ხელი შევუშალოთ, რათა ჩემი და ანის მომავალი არ დაგვიბნელონ _ მე ხომ მხოლოდ და მხოლოდ მის გამო განვიცდი ამ ყველაფერს ასე მტკივნეულად, ვგრძნობ თუ როგორ სტკივა მასაც და ჩემი ეს ხმის ამაღლების მცდელობა თქვენი დახმარებით იმისკენაა მიმართული, რომ დასრულდეს ეს ზეწოლა, რომელიც ანის ძალიან ანადგურებს, მის ჯანმრთელობას ძირს უთხრის ყოველწამიერად და რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს კოშმარი, _ მოგვწერა გიორგი ტრაპაიძემ, რომელიც მისივე თქმით, მოსალოდნელი საფრთხის გამო, ოზურგეთში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ფაქტის შესახებ საქმის კურსშია, თუმცა, დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს:

_ ჩემს კაბინეტში მსგავსი საუბარი არ ყოფილა. არ მიყვარს ასეთი ტექსტებით საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ორღობის ჭორაობას გავს. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება იმის შიშს, რომ ვინმეს რაიმეს დაუშავებენ, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ სამართალთან შეუთავსებლობა ჩემი ხელმძღვანელობის დროს არ იქნება. საქმის დეტალებზე კი ნამდვილად ვერ გაგესაუბრებით და შეგიძლიათ პრესცენტრს მიმართოთ, _ გვითხრა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანა მშობლებმა ძალით წაიყვანეს ან მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა ხორციელდება, არ გააჩნია:

_ ანა სრულწლოვანია და ის აგებს პასუხს საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენთან არანაირი შეტყობინება არ შემოსულა. თუ დაგვიკავშირდებიან, შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ, _ დასძინა ცერცვაძემ.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები ანას ოჯახთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, მისმა მამამ საუბარი არ ისურვა:

_ არ მსურს ამ თემაზე საუბარი.

_ თქვენ ბრალს გდებენ ზეწოლაში, როგორც გიორგი ტრაპაიძეზე, ასევე თქვენს შვილზე. გვწერენ, რომ როგორც ყოფილი პოლიციელი, ემუქრებით გიორგის, მის ნათესავებს და თქვენი შვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაკეტილი გყავთ…

_ არ ვისაუბრებ არაფერზე, _ გვითხრა გოგონას მამამ და ტელეფონი გაგვითიშა.

პ.ს. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ა.ქ თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა:

_ რასაც ეგ ადამიანი ამბობს ტყუილია. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა და მას შემდეგ, რაც მის შესახებ სიმართლე გავიგე ჩემი ნებით წავედი სახლში. სრულწლოვანი ვარ და გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. არც ისაა სწორი, რომ პოლიციამ ჩემზე ზემოქმედება მოახდინა. ის რომ ორჯერ ნასამართლევია თაღლითობაზე და ქურდობაზე თავად მითხრა ბოლოს. ისიც მითხრა, მასთან სახლში რომ მივსულიყავით მისი ცოლ-შვილი დამხვდებოდა. ისიც სიმართლეა რომ ვალები აქვს და ლომბარდში ჰყავს მანქანა და ისიც, რომ საყვარელი ჰყავს. რაც თავად გითხრათ სიცრუეა. მაგ ადამიანს ცოლ-შვილი ყოლია, რაც მე არ ვიცოდი. არ ვიცი ახლა თავის დაძვრენა უნდა თუ რატომ საუბრობს ასე. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფლება არავის შეუზღუდავს და თავისუფლად გადავაადგილდები როცა მინდა და სადაც მინდა, _ გვითხრა ა.ქ-მ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

13:45; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება

13:12; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ” – შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

12:48; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

12:41; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ეს ორი ძირითადი ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ზრდას განსაზღვრავს…” – რას გვირჩევს ექიმი-ენდოკრინოლოგი?

12:23; 18 სექტემბერი, 2026

"გურული" ბუხრინწები თბილისში გალამაზდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციები "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებას ეხმაურებიან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

16:07; 18.09.2026
პოლიტიკა

ე.წ. ჩორჩანასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

15:52; 18.09.2026
პოლიტიკა

ვინ არიან NGO-ები?- კობახიძის განმარტება „გამჭვირვალობის კანონსა“ და უცხოურ ჩარევებზე

15:32; 18.09.2026
პოლიტიკა

მიქანაძე: სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების საკითხზე მყისიერი რეაგირება გვექნება

15:26; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7,9%-ია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციის სრულად აღმოფხვრაა

15:14; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში კომპანიების პასუხისმგებლობა დადგება

15:03; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე – პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება და ეს დღეც არის ამის მაგალითი

14:50; 18.09.2026
მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

14:36; 18.09.2026
ზაფრანი

ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად _ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

13:59; 18.09.2026
საზოგადოება

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

13:45; 18.09.2026
საზოგადოება

მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება

13:12; 18.09.2026
საზოგადოება

“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ” – შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

12:48; 18.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო – დაკავებულია 11 პირი

12:45; 18.09.2026
საზოგადოება

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

12:41; 18.09.2026
საზოგადოება

“ეს ორი ძირითადი ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ზრდას განსაზღვრავს…” – რას გვირჩევს ექიმი-ენდოკრინოლოგი?

12:23; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო