საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4161 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7701 ლარად იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.3640 ლარი ღირს, თუმცა, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ეს თანხა 2.4840-ს აღწევს.