ერთიანი ეროვნული გამოცდების ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია_ 28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. აქედან _ 6555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
როგორც გავარკვიეთ, ლანჩხუთში 100-პროცენტიანი გრანტი მხოლოდ ერთმა, აკეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი ცინცაძემ მიიღო და საქართველოს უნივერსიტეტში მოხვდა.
წყალწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ურუშაძე თსსუ-ში მოხვდა 70%-იანი დაფინასებით; 70-70%-იანი დაფინასება მიიღეს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა _ ანა ფირცხალაიშვილმა და თამარ ხოფერიამ, რომლებიც თსსუ-ში მოხვდნენ; ამავე სკოლის კურსდამთავრებული თამარ ფირცხალაიშვილი 50/%-იანი დაფინანსებით სასურველ სასწავლებელში _ თსსუ-ში ჩაირიცხა.
50/%-იანი დაფინანსებით მოხვდა სტუ-ში სასულეირო გიმნაზიის კურსდამთავრებული ირაკლი კუნჭულია.
ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის კურსამთავრებულების შედგები ასეთია: 70% _ ქრისტინე გოგუაძე _ თსუ; 50% _ თორნიკე ღლონტი _ თსუ; 50% _ ანი მახარაძე _ თსუ;
50% _ თორნიკე ხელაძე _ სტუ;
ნიგვზიანის საჯარო სკოლა: 70% _ ნინო გოგიჩაიშვილი _ თსუ; 50% _ ნათია აფხაზავა.
#3 საჯარო სკოლა: 50% _ მარი უზნაძე _ თსუ.