https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ გაცვალა მაღალშემოსავლიანი სამსახური 100-კუპონიან ხელფასზე კარლო გუჯაბიძემ

3:02; 28.02.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ლანჩხუთში რომ ჩამოვედი, ძალიან რთული ვითარება დამხვდა _ გაფიცულები იყვნენ პედაგოგები, ავტობუსების მძღოლები, კულტურის სფეროს მუშაკები… პოლიციაში რომ მივედი, კინაღამ გავგიჟდი _ სამსახურს კი არა, რაღაც ბანდას ჰგავდა: ზოგი ჩუსტებით იყო, ზოგი _ კედებით, ზოგს “ტულუპი” ეცვა, ზოგსაც _ “ტელეგრეიკა” და… არ ჰქონდათ იარაღი, საწვავი, ტრანსპორტი… რაიონის ბიუჯეტი 100 ათასი ლარი იყო.”

გასულ კვირაში, 66 წლის ასაკში გურიის ყოფილი გუბერნატორი კარლო გუჯაბიძე გარდაიცვალა. 1995-98 წლებში ლანჩხუთის გამგებელი და 1998-2003 წლებში გურიის გუბერნატორი, ერთ-ერთი პირველი ჩინოვნიკი იყო, “ვარდების რევოლუციის” მეორე დღესვე რომ დატოვა თანამდებობა.

მას გურიაში “პაპა კარლოს” ეძახდნენ. შევეცდებით, მისი ძველი კომენტარებისა და ინტერვიუების საშუალებით გავიხსენოთ რეგიონის ყოფილი თავკაცი.

თბილისში გაზრდილ-დაბადებული კარლო გუჯაბიძე ბავშვობაში ლანჩხუთში ხშირად ჩამოდიოდა: _ მამაჩემი ბაღლეფიდან იყო. იქ მყავდა სამეგობრო, ვთამაშობდით ფეხბურთს, ვთევზაობდით, ვბანაობდით. ბაღლეფში ღვეისწყალი ჩამოდის, მაგრამ იქ ცურვას ვერ ისწავლიდი, თავს თუ დაისველებდი მხოლოდ.

გურიის გუბერნატორი ამბობდა, რომ კარიერაში არავინ დახმარებია _ არც ფულიანი პატრონი ჰყოლია და არც გავლენიანი მფარველი:

_ მშობლები ექიმები იყვნენ, დედა პედიატრი გახლდათ, მამა _ თერაპევტი. რა ფული უნდა ჰქონოდათ? არც “კრიშა” მყოლია ოდესმე.

გურიის ექს-გუბერნატორი კარგი მოსწავლე ყოფილა. მართალია, სკოლა “ოქროს მედალზე” არ დაუმთავრებია, მაგრამ ერთადერთი “სამიანი” ჰქონია ატესტატში. ისიც, როგორც თავად გვითხრა, ცელქობისთვის. ბატონმა კარლომ წარჩინებით დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი გახლდა.

_ სად ინჟინერი და სად _ გუბერნატორი, მეც ეს არ მიკვირს?! თუმცა გუბერნატორობამდე საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. ქარხანაში ვმუშაობდი _ ჯერ ბრიგადირად, მერე ოსტატად, საამქროს უფროსად. ვიმუშავე კონტროლის პალატაშიც… გამორჩეული არც კომკავშირელი ვყოფილვარ და არც კომპარტიის წევრი… აღმასკომის თავმჯდომარედ რომ დამნიშნეს, ავტომატურად შემიყვანეს პარტიაში. ქარხანაში მუშაობა მაშინ პრესტიჟული ნამდვილად არ გახლდათ და არც დაწინაურებას ველოდი.

_ მაინც ვინ აღმოაჩინა ქარხანაში ჩაკარგული სახელმწიფო მოხელე?

_ ახალგაზრდა სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდით და ხშირად გამოვდიოდი შეხვედრებზე… ქარხნიდან ლენინის რაიონის რაიკომის მდივნად ჩემი მისვლა დიდი კურიოზი იყო. მაგარი “წმენდა” ჩავატარე, ქარხნიდან წავიყვანე ხალხი თანამდებობებზე. სიმართლე გითხრათ, ყველამ გაამართლა.

კარლო გუჯაბიძეს კომპარტიის მანდატი თავად არ დაუტოვებია, შემდეგ კი არც “მოქკავშირში” შესულა. ამ ფაქტს ასე ხსნიდა:

_ თქვენ როდისღა დატოვეთ პარტია?

_ არ დამიტოვებია!

_ მაშ, კომუნისტი გუბერნატორი გვყოლია და ეგაა!

_ არა, რაც პარტია გაუქმდა, მას შემდეგ კომუნისტად აღარ ვითვლები.

_ მაოცებთ, ბატონო კარლო! როცა კომპარტია ბრდღვინავდა, ძალად შეუყვანიხართ პარტიაში და როცა გაუქმების პირას იდგა, რაღამ დაგაყოვნათ?

_ როცა პარტია ხალხის მტრად გამოაცხადეს და სასამართლო პროცესი მოეწყო, მაშინ ვთქვი: რას ვერჩით იმ უდანაშაულო ადამიანებს _ კოლმეურნეებს, მეჩაიეებს, რომლებიც ძალით შეგვყავდა პარტიაში-მეთქი! ამ დროს, მოგეხსენებათ, ვინც პარტიის სახელით სარგებლობდა და მას ჩირქს სცხებდა, ყველა დამალული იყო. დღეს კი, ეს ხალხი გამოდის და ქვეყნის გადამრჩენად მოაქვს თავი.

_ ჰო, მართლა, “მოქკავშირში” რაღატომღა არ შეხვედით?

_ უხერხულ კითხვებს მისვამთ! კომპარტიის შემდეგ არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც აწი შევალ!

თბილისის ყველაზე ცნობილი რაიონის რაიკომის მდივანი გუჯაბიძე ლანჩხუთის გამგებლობამდე ბიზნესში მოღვაწეობდა _ სადაზღვევო კომპანია “სპორტტრანსის” პრეზიდენტი გახლდათ და პოლიტიკაში დაბრუნებაზე არც კი ფიქრობდა. 1995 წელს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაიბარა და ლანჩხუთის რაიონი ჩააბარა. ბატონმა კარლომაც, როგორც ჩანს, უარი ვერ შეჰკადრა, თორემ როგორი საქმეა, ფირმის პრეზიდენტის სოლიდური ანაზღაურება იმ დროისთვის გამგებლის 100-კუპონიან ხელფასში გაცვალო?! მან კომპანია თავის ძმას გადააბარა, თავად კი ლანჩხუთისკენ გამოეშურა.

გურიის გუბერნატორი მდიდარი კაცი გახლდათ _ თბილისში, სანაპიროზე კერძო სახლი ჰქონდა, რომელსაც 150 ათასად აფასებდა და რომლის გასარემონტებლად, დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე 220-კვ.მ.-იანი საოფისე ფართი გაყიდა, რის გამოც, წყდებოდა გული. ჰქონდა რამდენიმე ათასი ლარის აქციები და კიდევ “წვრილ-წვრილი” აქციები სხვადასხვა კომპანიებში. “ღმერთმა დამიფაროს და თუ დამჭირდა, გავყიდი ან გავასხვისებ” _ აცხადებდა გურიის პირველკაცი და აზუსტებდა, რომ ყველაფერი საკუთარი ბიზნესით მოიპოვა და თანაც, ლანჩხუთში გამგებლად ჩამოსვლამდე.

მაშინ, როცა გრიგოლეთში ჩინოსნებმა მიწები დაიტაცეს, კარლო გუჯაბიძე ამბობდა, რომ აგარაკი მხოლოდ თბილისთან ახლოს, მამკოდაში ჰქონდა, რომლის ღირებულება მხოლოდ 7 ათასი ლარია და დასასვენებლად არა უშავს. გურიის პირველკაცს ემსახურებოდა 2 მანქანა, “ვაზ-31” და ტერმინალიდან ნათხოვარი _ “ტოიოტას” ძველი მოდელის ჯიპი.

გურიაში ჩამოსვლისას, მართლაც მძიმე სიტუაცია დახვდა. აი, როგორ იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლანჩხუთის გამგებლად დანიშვნის პირველ დღეებს:

_ ბატონო კარლო, ლანჩხუთში მდიდარი კაცი ჩამოსულხართ და რატომ ამბობენ, გახუნებული კოსტუმით და დახეული ფეხსაცმლით ჩამოვიდაო?

_ (იცინის) დახეული “ტუფლით” ნამდვილად არ ჩამოვსულვარ! თუმცა “საპარადო” ფორმით რომ მოვსულიყავი, არ იქნებოდა ლამაზი.

_ რატომ?

_ ლანჩხუთში რომ ჩამოვედი, ძალიან რთული ვითარება დამხვდა _ გაფიცულები იყვნენ პედაგოგები, ავტობუსების მძღოლები, კულტურის სფეროს მუშაკები… პოლიციაში რომ მივედი, კინაღამ გავგიჟდი _ სამსახურს კი არა, რაღაც ბანდას ჰგავდა: ზოგი ჩუსტებით იყო, ზოგი _ კედებით, ზოგს “ტულუპი” ეცვა, ზოგსაც _ “ტელეგრეიკა”… არ ჰქონდათ იარაღი, საწვავი, ტრანსპორტი… რაიონის ბიუჯეტი 100 ათასი ლარი იყო.

_ როგორც ვიცი, გამგებლობის პირველ დღეს საკმაოდ არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდით…

_ (იცინის) კი, ასე იყო. დაღამდა. სად წავსულიყავი, არ ვიცოდი _ გამგებლის სახლი გაყიდული იყო, მანქანაც. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, კაბინეტში უნდა გამეთია ღამე ან ისევ თბილისში გავყოლოდი მატარებელს. როცა ჩამოვედი, ძმა მახლდა თან და მისმა ახლობელმა სახლში წაგვიყვანა ჩიბათში. 6 თვე იქ ვცხოვრობდი. ჩემი მძღოლი ახალი ჩამოსული იყო რუსეთიდან და თვეების განმავლობაში საკუთარი მანქანით მემსახურებოდა.

ახალი ჩამოსული ვარ და იმ დღეს 50 კაცი მივიღე. ბოლოს ერთი ლტოლვილი შემოვიდა და მეუბნება _ სახლი ნათესავმა დამითმო, არც საჭმელი მიჭირს, მაგრამ ლტოლვილს ხომ მაინც უნდა დამეხმაროთო. ვუთხარი _ მე არც სახლი მაქვს, არც მანქანა და ღამის კაბინეტში გათევა მომიწევს-მეთქი. შენც ლტოლვილი ყოფილხარ, ჩემზე უარესად გაჭირვებულიო, ხელი ჩაიქნია და წავიდა. სხვათა შორის, როცა დაღამდა, ისიც აღმოვაჩინე, რომ გამგეობაში უმეტეს ადგილას შუქი არ იყო, ხელების ცეცებით ძლივს ჩამოვაღწიეთ ქვემოთ.

ლანჩხუთის გამგებელი სამ წელიწადში გუბერნატორი გახდა. მკაცრი მამა და მოსყვარულე მეუღლე ვარო, ამბობდა.

_ როგორ ეგუება ცოლ-შვილი ასეთ სამსახურს, თქვენ ხომ ოჯახს, ფაქტობრივად, მოწყვეტილი ხართ?

_ მეტ-ნაკლებად. არა, გაშორებულები არ ვართ (იცინის). ყოველ ოთხშაბათს მთავრობის სხდომებია, რომელსაც უნდა დავესწრო, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ. ჩვენც პრობლემა გვაქვს მგზავრობის მხრივ. წესით, ამაზე გუბერნატორი არ უნდა წუწუნებდეს, მაგრამ… გუბერნატორს ხელფასი მხოლოდ 150 ლარი აქვს და რომ არა ძველი შემოსავლები…

კარლო გუჯაბიძე გუბერნატორობისას დღეში ერთ კოლოფზე მეტ აქციზიან “პარლამენტი ლაითს” ეწეოდა. მასზე ამბობდნენ, მართალია, “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” წევრი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, “საქართველოს მოქეიფეთა კავშირის” (ესეც სმკ!) “ნამდვილი” წევრიაო. თავად სიცილით ამბობდა:

_ არც ერთი “სმკ”-ს წევრი არ ვარ! განწყობას გააჩნია, კარგ სუფრაზე კარგ საზოგადოებასთან ყოფნა მიყვარს. ჩემზე უკეთესი თამადა ბევრია… ამ ხნის კაცმა თამადობაც თუ ვერ ვისწავლე, გუბერნატორად რა მინდა?!

ბატონი კარლო თვლიდა, რომ ლანჩხუთი გინესის წიგნშია შესაყვანი, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ასეთი პატარა რაიონი, საუკუნეში ქვეყნის 2 პრეზიდენტი რომ გაზარდა.

ერთი კურიოზული ფაქტიც მოხდა მისი გუბერნატორობისას. თათბირზე ერთ-ერთი სოფლის გამგებელმა თქვა, დანაპირები თუ არ შევასრულეთ, ხალხი ჩვენსკენ არ გამოიხედავს და ხმას არ მოგვცემსო. ამაზე გუბერნატორი გაბრაზებია და საყვედური უთქვამს _ რაც დაპირდი, რატომ არ უსრულებ ან ისეთი რატომ დაპირდი, რაც შეუსრულებელიაო. მომდევნო თათბირზე ამ გამგებელს უთქვამს _ შევარდნაძის გერმანიაში ვიზიტმა და გენშერთან შეხვედრამ სოფელი ჩვენსკენ შემოაბრუნაო… ამას ხარხარი მოჰყოლია.

_ ვერ ვიხსენებ, ალბათ იქნებოდა… მოკლედ, თქვენებურად როგორაა, არც ვადასტურებ და არც უარვყოფ… _ სიცილით ამბობდა რეგიონის მაშინ უკვე ყოფილი პირველკაცი, როცა ლანჩხუთს სტუმრის სტატუსით ეწვია.

გურიას და ლანჩხუთს იგი გუბერნატორობის შემდეგ იშვიათად სტუმრობდა _ უმეტესად გასვენებებში. ბოლოს ლანჩხუთის სამრევლო სკოლის იუბილეზე ჩამოვიდა. მის დაარსებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. კარლო გუჯაბიძემ ჯერ კიდევ 1988 წელს, ლენინის რაიონის რაიკომის მდივნად მუშაობისას, რაიონში აბანოს დანგრევა და ეკლესიის აშენება განიზრახა.

_ ლენინის რაიონი ყველაზე დიდი სამრეწველო ცენტრი იყო. იქ 187 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 475 ქუჩა იყო. ლენინისა და ოქტომბრის რაიონების მოსახლეობას საერთო აბანო ჰქონდა. თურმე ეკლესია იყო იმ ადგილზე და დაუშლიათ. ვბრძანე, აბანო დაეშალათ და ეკლესია აეშენებინათ. ხალხი სამართლიანად აღშფოთდა, ეკლესია კარგია, მაგრამ სისუფთავეც ხომ გვინდაო. ეს 1988 წელს მოხდა. გვარიან რისკზე წავედი, ეროვნულ მოძრაობას რომ არ გაემარჯვა, პასუხისგება არ ამცდებოდა. კიდევ იცით, რა? იმ პერიოდში პარტიაში აღარავინ შედიოდა და ვინც მანდატს ჩააბარებდა, ყველას ეკლესიის მშენებლობაზე ვუშვებდი.

_ გურიის ბევრი ყოფილი ჩინოსანი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს და “საპროცესოდ” გაურიგდნენ, ამბობენ, ამას მარტო კარლო გუჯაბიძე გადაურჩაო.

_ თქვენ, რა, გინდათ ახლა დამიბარონ? (იცინის).

_ ანუ პრეტენზიები მართლაც არ ჰქონდათ თქვენთან?

_ არა, ცუდი არაფერი გამიკეთებია, პირიქით, ურთულეს დროს გურიაში მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთეთ, _ ამბობდა კარლო გუჯაბიძე და მართალიც იყო…

“გურია ნიუსის” რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება კარლო გუჯაბიძის გარდაცვალებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

აბანო თუ გურიელების სასახლე

"ხედვა ფესვებით დავიწყე!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო