საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ – ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის ორგანიზებითაც დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – "ქართულ – ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში" მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას და თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის შეფასებით, ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ფორმატი, რომლშიც ჩვენ ჩვენს ოს თანამემამულეებს უნდა ვესაუბროთ.
"პრეზიდენის მხარდაჭერით თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც ოს თანამემამულეებთან ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია", – აღნიშნა შამანიდმა.
ცენტრი სხვადასხვა სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.