ბათუმში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონის დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მასში მონაწილეობდნენ ოზურგეთის სასპორტო სკოლის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდები . ქალაქ ოზურგეთდან გამარჯვებული გახდა სპორტული სკოლის მოჭიდავე, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ტატურაშვილი (69 კგ წონითი კატეგორია). ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან წარმატებას მიაღწიეს და ჩემპიონები გახდნენ ირაკლი ძიმისტარაშვილი და საბა ცეცხლაძე. ოზურგეთელ სპორტსმენებს შორის პრიზიორებიც გამოვლინდნენ. ესენია: ლუკა ზაქარიაძე, მამუკა ერაძე და საბა ხურციძე. სპორტსმენების მწვრთნელია ალექსანდრე ბოლქვაძე.
ტურნირში, საქართველოს გარდა, მონაწილეობდნენ თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის რეგიონული ნაკრები გუნდები.