"გურია ნიუსის" ინფორმაციით, წუხელ გვიან, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში დაჭრილი მამაკაცი მიიყვანეს.
შპს "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით მამაკაცი დაჭრილი იყო ცივი იარაღით.
_ გაუკეთდა ოპერაცია, ჰქონდა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა ნაწლავის დაზიანება, – გვითხრა დავით მდინარაძემ.
"გურია ნიუსი" ამ ფაქტთან დაკავშირები შსს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა და მის კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.



































































