რუსთავი2-ის ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების.
როგორც სხდომის დაწყებამდე ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე ურთმელიძემ დღეს სამართლებრივი რევოლუცია უნდა მოახდინოს.
"ჩვენ დღეს ხაზს გავუსვამთ იმას, რომ მოსამართლე ურთმელიძემ უნდა მოახდინოს სამართლებრივი რევოლუცია. უნდა უგულებელყოს სამოქალაქო კოდქსი, უნდა დაივიწყოს, რომ არსებობს მეწარმეთა კანონი; არა ერთი და ორი, არამედ, ათობით კანონი და გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს პოზიციას ემხრობა", _ განაცხადა ბიბილაშვილმა.