https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ!”

19:12; 20.12.2010
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

როდესაც თქვენ ამ სტატიას წაიკითხავთ, ალბათ, უკვე გეცოდინებათ, დააპატიმრეს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგრამ ახლა, პარასკევს, მე მხოლოდ ის ვიცი, რაც ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და რადიოარხებმა გადმოსცეს: სატყეო დეპარტამენტი და სამინისტრო “არც ადასტურებენ და არც უარყოფენ” ცნობას პაპუნა ხაჩიძის დაკავების შესახებ.
როგორც ამ ინფორმაციებშია ნათქვამი, მისი დანაშაული ტყეების იჯარით გაცემაში არსებულ კორუფციასა და ტყეში გაჩენილ ხანძრებს უკავშირდება.
ბოროტი არ ვარ და სულაც არ მიხარია ვინმეს, მით უმეტეს ახალგაზრდა კაცის ციხეში ჩასმა და ღმერთმა ქნას, ეს ინფორმაცია არ დადასტურდეს, მაგრამ ახლა სხვა რამე მაინტერესებს: კი, ბატონო, შეიძლება არც ძმაა და არც ბიძაშვილი (ესეც არ ვიცი, იქნებ, არის კიდეც?!), მაგრამ ქართველ კაცს უბრალო მოგვარეც რომ ურჩევნია სხვას, ეს ხომ ყველამ ვიცით და ეტყობა, მართლა ისეთი ამბავი იყო იმ სატყეო დეპარტამენტში, რომ ვერც მინისტრის ხაჩიძეობამ უშველა ამ კაცს.
საერთოდ რას ნიშნავს ეს _ “არც ადასტურებს და არც უარყოფს”?!
ამ ბოლო დროს ძალიან მოხშირდა ეს ფორმულირება. შე “კეთილდალოცვილო”, ამხელა დეპარტამენტის დირექტორია, ბოლოს და ბოლოს, სამსახურში რომ არ მოვიდა, არ უნდა იკითხო, სად არის? იქნებ, ლიფტში გაიჭედა, ან გრიპი აქვს, ან ბენზინი გაუთავდა?! მთელი ინტერნეტი რომ გადაჭრელებულია და ყველა რადიო (ტელევიზიები “არც უარყოფენ და არც ადასტურებენ”) ერთხმად იძახის, დაიჭირესო, ამბავი არ უნდა უკითხო?!
ისე, შარზე იყოს დამჭერი, თორემ მიზეზის მოძებნას რა უნდა? გურულებს მაინც რა გვესწავლება _ ორი კვირაც არ გასულა, რაც გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ტყეები იწვოდა, მაგრამ იმ კაცმა რა დააშავა? რავა, მისი კაბინეტიდან გუუკიდა სფიჩქა?! არადა, როცა მართლა პასუხი იყო მოსათხოვი _ მაგალითად, სურებელ გლეხს, ტყეში რომ ცხოვრობს, ცხრა მთას იქით, ონჭიქეთში რომ მოუნიშნეს საშეშედ მოსაჭრელი სამი ღერი ხეი და საკუთარი ღობის ბოძისთვის საკუთარ ეზოში თხემლეს მოჭრისთვის რომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააწესეს, მაშინ უნდა დაესაჯათ (კიდევ ვიტყვი _ დასაჭერად მეცოდება, მაგრამ ყური კი უნდა აეწიათ).
იცით, რატომ დავიწყე ამ ამბით? რატომ და თბილისის ერთ-ერთმა ჟურნალმა ორი დღის წინ, გარემოს დაცვის სამინისტროს ჩინოსანთა სახელფასო უწყისები გამოაქვეყნა! როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, “აი საშინელი რა ნახა ჩემმა თვალებმა!” არა, საშინელი სულაც არ არის მინისტრისა და მისი მოადგილეებისათვის, რომლებიც, არავინ იცის, რაში იღებენ ყოველთვიურად რამდენიმე ათას ლარს ხელფასად და თვით მინისტრის ბრძანებით, “კარგი მუშაობისათვის”, ერთ იმდენს პრემიად!
მგონი, მინისტრის გარდა, ყველა დაიჭირეს მაგ სამინისტროში და “კარგი მუშაობა” რას ჰქვია?! მინისტრი რომ კარგად მუშაობს, ვიცით _ “მიშა მაგარია” დაწერა, მაგრამ დანარჩენები?!
დანაშაული იქეთ იყოს და ამ მინისტრს კი არ ეწყინოს (ისე, თუ ეწყინება, არც მაგაზე მოვიკლავ თავს), მაგრამ მის მოგვარეს თუ ბიძაშვილს რომ ნიშნავდა სატყეო დეპარტამენტის უფროსად, დავიჯერო, მაგაზე კომპეტენტური კაცი არ არსებობდა ამ დარგში?
მომკალით და, აღარ მჯერა, რომ ამ ჩვენს მთავრობაში “ბიძაშვილ-მამიდაშვილობია” მოისპო _ კიდევ ვიცი სხვა სამინისტროებში ასეთები და იმიტომ გეუბნებით.
გურული მეტყევეების კომპეტენციის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე მცხეთის ერთ-ერთ სოფელში, როგორ ეხვეწებოდა გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი იქაურ გლეხს, მომეცი შენი ასლი, დავხიოთ ოქმი, ახალს დავწერ და მე გადაგიხდი მაგ ჯარიმასო. დავინტერესდი და ასეთი ამბავი გავიგე: შესულა ტყეში ეს კაცი, მოუჭრია შეშა, იქვე დაუჭრია და ჩაულაგებია თავის “კოლხოზნიკში”. სახლთან მივიდა თუ არა, მოადგა “ჯიპი” და გადმოვიდნენ “კომპეტენტური პირები”, აზომეს შეშა და “გამოვიდა” 23 კუბური მეტრი! “კოლხოზნიკში”!!! ხომ წარმოგიდგენიათ?! ამ რაოდენობას რკინიგზის ვაგონი არ ეყოფა! კაი “ციგანი” ყოფილა ეს დაკავებულიც _ მიმხვდარა, რა ხალხთან ჰქონია საქმე და რომ უკითხავთ, ნუ გვაწვალებ ახლა ამის აქვე გადმოყრაზე და მერე უკან შელაგებაზე, შენ თვითონ გვითხარი რა ჯიშებიაო, ამას უპასუხნია:
_ აქ არის, ძმაო და ნახეთ: 3 კუბურ მეტრზე მეტი მაკაგონი არ მაქვს. დანარჩენი, 10-10 კუბმეტრი ბაობაბი და სექვოიააო.
ჰოდა, ჩაუწერიათ ამ შტერებს ოქმში: ბრაკონიერი დავაკავეთ, რომელმაც 3 კუბური მეტრი მაკაგონის და 10-10 კუბური მეტრი ბაობაბისა და სექვოიის შეშა უკანონოდ დაამზადა მცხეთის(!) ტყეში და სახლში გადაჰქონდა საკუთარი “კოლხოზნიკითო”(!).
მოუწერია იმ კაცს ხელი. ახლა დაქოქე მანქანა და წამოიღე დაპატიმრებული შეშაო, _ უბრძანებიათ. კი, ბატონოო, _ იმასაც, მაგრამ “ვერ დაუქოქია” მანქანა. ამათაც უწვალიათ, მაგრამ ხომ იცით ძველი “კოლხოზნიკის” ამბავი _ პატრონი თუ არ გეტყვის “სეკრეტს”, ისე ვერ დაძრავ ადგილიდან.
_ რა ვქნა, გაფუჭდა ეს ოხერიო, _ გაშალა თურმე ხელები ბაობაბის მჭრელმა. _ კაი, კაი, გადმოცალე და ჩვენ წავიღებთ სხვა მანქანითო, _ გამოსავალი უპოვნიათ ძალოვნებს. _ რა გადმოვცალო, იშიაზი მაქვს. აქვე ვაპირებდი “კოლხოზნიკის” დაყენებას, ვიცოდი, მაინც აღარ დაიქოქებოდა და მერე თითო-თითოდ შევიტანდი ხის ნაჭრებს სახლში “ფეჩისთვისო”.
მოკლედ, გადმოუტვირთავთ ამ ჩვენს წესრიგის დამცველებს ის შეშა, 23 კუბმეტრი რომ ეგონათ, მოუყვანიათ მანქანა, წაუღიათ და… ამბავი მაშინ ამტყდარა, უფროსს რომ ოქმი უნახავს… იმ უფროსს ზომა-წონაც ცოდნია, სექვოია და ბაობაბი სადაც იზრდება, ისიც _ კარგად სწავლობდა სკოლაში, თურმე, აფრიკის გეოგრაფიას.
_ წადით ახლა, ეს ოქმი შეცვალეთ (მეორე პირი ხომ იმ კაცს ჰქონდა სახლში?!) თორემ გაგყრით სამივესო (ვერავინ დამაჯერებს, რომ ესენი ვინმეს “ზემოდან” ბრძანებით დანიშნული ახლობელ-ნათესავები არ იყვნენ, თორემ პირდაპირ რატომ არ გაყარა კინწისკვრით?). მისულან იმ “ხუმარა ბრაკონიერთან” და სიყალბისთვის დაგაპატიმრებთო, _ მკაცრად უთქვამთ. _ მე რა ვიცი, ბატონო ბაობაბის და მაკაგონის ამბავი, გლეხი კაცი ვარ, თქვენ არ უნდა გცოდნოდათ, რას წერდითო?! მოკლედ, ბოლოს ხვეწნაზე გადასულან, ოქმი გამოუცვლიათ, იმის ჯარიმაც გადაუხდიათ და მგონი, ცოტა სხვა რამეც.
ა ბატონო, სად არის აქ კორუფცია?! რომ დაუჩემებიათ, მოვსპეთ კორუფციაო, კორუფციით დააქცევ ქვეყანას თუ დეგენერატობით, რა მნიშვნელობა აქვს?
სამაგიეროდ ხელფასი აქვთ ბევრი ათასი, რა ენაღვლებათ _ “არც უარყოფენ და არც ადასტურებენ”, “არც იქით არიან და არც აქეთ”, “არც წყალი, არც ღვინო”, “არც ქატო, არც ფქვილი”… ანუ, ისევ ბებიაჩემის გამოთქმა რომ ვიხმარო, “აფერ თავში არ არიენ!”
ამიტომ, სანამ მინისტრს სიმღერის გამო დანიშნავენ და მეორე მინისტრს “ლამაზი თვალებისთვის”, მანამდე ვიქნებით ასე _ “გაჩიჩინებული”.
P.S. სხვათა შორის, ბუკისციხეში რომ ტყე იწვოდა, თბილისში ვიყავი. გავიგე და დავრეკე გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრში, ვნერვიულობდი _ “ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთო”, _ მიპასუხეს!

გეცოდინებათ, დააპატიმრეს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგრამ ახლა, პარასკევს, მე მხოლოდ ის ვიცი, რაც ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და რადიოარხებმა გადმოსცეს: სატყეო დეპარტამენტი და სამინისტრო “არც ადასტურებენ და არც უარყოფენ” ცნობას პაპუნა ხაჩიძის დაკავების შესახებ.

როგორც ამ ინფორმაციებშია ნათქვამი, მისი დანაშაული ტყეების იჯარით გაცემაში არსებულ კორუფციასა და ტყეში გაჩენილ ხანძრებს უკავშირდება.

ბოროტი არ ვარ და სულაც არ მიხარია ვინმეს, მით უმეტეს ახალგაზრდა კაცის ციხეში ჩასმა და ღმერთმა ქნას, ეს ინფორმაცია არ დადასტურდეს, მაგრამ ახლა სხვა რამე მაინტერესებს: კი, ბატონო, შეიძლება არც ძმაა და არც ბიძაშვილი (ესეც არ ვიცი, იქნებ, არის კიდეც?!), მაგრამ ქართველ კაცს უბრალო მოგვარეც რომ ურჩევნია სხვას, ეს ხომ ყველამ ვიცით და ეტყობა, მართლა ისეთი ამბავი იყო იმ სატყეო დეპარტამენტში, რომ ვერც მინისტრის ხაჩიძეობამ უშველა ამ კაცს.

საერთოდ რას ნიშნავს ეს _ “არც ადასტურებს და არც უარყოფს“?!

ამ ბოლო დროს ძალიან მოხშირდა ეს ფორმულირება. შე “კეთილდალოცვილო“, ამხელა დეპარტამენტის დირექტორია, ბოლოს და ბოლოს, სამსახურში რომ არ მოვიდა, არ უნდა იკითხო, სად არის? იქნებ, ლიფტში გაიჭედა, ან გრიპი აქვს, ან ბენზინი გაუთავდა?! მთელი ინტერნეტი რომ გადაჭრელებულია და ყველა რადიო (ტელევიზიები “არც უარყოფენ და არც ადასტურებენ“) ერთხმად იძახის, დაიჭირესო, ამბავი არ უნდა უკითხო?!

ისე, შარზე იყოს დამჭერი, თორემ მიზეზის მოძებნას რა უნდა? გურულებს მაინც რა გვესწავლება _ ორი კვირაც არ გასულა, რაც გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ტყეები იწვოდა, მაგრამ იმ კაცმა რა დააშავა? რავა, მისი კაბინეტიდან გუუკიდა სფიჩქა?! არადა, როცა მართლა პასუხი იყო მოსათხოვი _ მაგალითად, სურებელ გლეხს, ტყეში რომ ცხოვრობს, ცხრა მთას იქით, ონჭიქეთში რომ მოუნიშნეს საშეშედ მოსაჭრელი სამი ღერი ხეი და საკუთარი ღობის ბოძისთვის საკუთარ ეზოში თხემლეს მოჭრისთვის რომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააწესეს, მაშინ უნდა დაესაჯათ (კიდევ ვიტყვი _ დასაჭერად მეცოდება, მაგრამ ყური კი უნდა აეწიათ).

იცით, რატომ დავიწყე ამ ამბით? რატომ და თბილისის ერთ–ერთმა ჟურნალმა ორი დღის წინ, გარემოს დაცვის სამინისტროს ჩინოსანთა სახელფასო უწყისები გამოაქვეყნა! როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, “აი საშინელი რა ნახა ჩემმა თვალებმა!” არა, საშინელი სულაც არ არის მინისტრისა და მისი მოადგილეებისათვის, რომლებიც, არავინ იცის, რაში იღებენ ყოველთვიურად რამდენიმე ათას ლარს ხელფასად და თვით მინისტრის ბრძანებით, “კარგი მუშაობისათვის“, ერთ იმდენს პრემიად!

მგონი, მინისტრის გარდა, ყველა დაიჭირეს მაგ სამინისტროში და “კარგი მუშაობა” რას ჰქვია?! მინისტრი რომ კარგად მუშაობს, ვიცით _ “მიშა მაგარია” დაწერა, მაგრამ დანარჩენები?!

დანაშაული იქეთ იყოს და ამ მინისტრს კი არ ეწყინოს (ისე, თუ ეწყინება, არც მაგაზე მოვიკლავ თავს), მაგრამ მის მოგვარეს თუ ბიძაშვილს რომ ნიშნავდა სატყეო დეპარტამენტის უფროსად, დავიჯერო, მაგაზე კომპეტენტური კაცი არ არსებობდა ამ დარგში?

მომკალით და, აღარ მჯერა, რომ ამ ჩვენს მთავრობაში “ბიძაშვილ–მამიდაშვილობია” მოისპო _ კიდევ ვიცი სხვა სამინისტროებში ასეთები და იმიტომ გეუბნებით.

გურული მეტყევეების კომპეტენციის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე მცხეთის ერთ–ერთ სოფელში, როგორ ეხვეწებოდა გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი იქაურ გლეხს, მომეცი შენი ასლი, დავხიოთ ოქმი, ახალს დავწერ და მე გადაგიხდი მაგ ჯარიმასო. დავინტერესდი და ასეთი ამბავი გავიგე: შესულა ტყეში ეს კაცი, მოუჭრია შეშა, იქვე დაუჭრია და ჩაულაგებია თავის “კოლხოზნიკში“. სახლთან მივიდა თუ არა, მოადგა “ჯიპი” და გადმოვიდნენ “კომპეტენტური პირები“, აზომეს შეშა და “გამოვიდა” 23 კუბური მეტრი! “კოლხოზნიკში“!!! ხომ წარმოგიდგენიათ?! ამ რაოდენობას რკინიგზის ვაგონი არ ეყოფა! კაი “ციგანი” ყოფილა ეს დაკავებულიც _ მიმხვდარა, რა ხალხთან ჰქონია საქმე და რომ უკითხავთ, ნუ გვაწვალებ ახლა ამის აქვე გადმოყრაზე და მერე უკან შელაგებაზე, შენ თვითონ გვითხარი რა ჯიშებიაო, ამას უპასუხნია:

_ აქ არის, ძმაო და ნახეთ: 3 კუბურ მეტრზე მეტი მაკაგონი არ მაქვს. დანარჩენი, 10-10 კუბმეტრი ბაობაბი და სექვოიააო.

ჰოდა, ჩაუწერიათ ამ შტერებს ოქმში: ბრაკონიერი დავაკავეთ, რომელმაც 3 კუბური მეტრი მაკაგონის და 10-10 კუბური მეტრი ბაობაბისა და სექვოიის შეშა უკანონოდ დაამზადა მცხეთის(!) ტყეში და სახლში გადაჰქონდა საკუთარი “კოლხოზნიკითო“(!).

მოუწერია იმ კაცს ხელი. ახლა დაქოქე მანქანა და წამოიღე დაპატიმრებული შეშაო, _ უბრძანებიათ. კი, ბატონოო, _ იმასაც, მაგრამ “ვერ დაუქოქია” მანქანა. ამათაც უწვალიათ, მაგრამ ხომ იცით ძველი “კოლხოზნიკის” ამბავი _ პატრონი თუ არ გეტყვის “სეკრეტს“, ისე ვერ დაძრავ ადგილიდან.

_ რა ვქნა, გაფუჭდა ეს ოხერიო, _ გაშალა თურმე ხელები ბაობაბის მჭრელმა. _ კაი, კაი, გადმოცალე და ჩვენ წავიღებთ სხვა მანქანითო, _ გამოსავალი უპოვნიათ ძალოვნებს. _ რა გადმოვცალო, იშიაზი მაქვს. აქვე ვაპირებდი “კოლხოზნიკის” დაყენებას, ვიცოდი, მაინც აღარ დაიქოქებოდა და მერე თითო–თითოდ შევიტანდი ხის ნაჭრებს სახლში “ფეჩისთვისო“.

მოკლედ, გადმოუტვირთავთ ამ ჩვენს წესრიგის დამცველებს ის შეშა, 23 კუბმეტრი რომ ეგონათ, მოუყვანიათ მანქანა, წაუღიათ და… ამბავი მაშინ ამტყდარა, უფროსს რომ ოქმი უნახავს… იმ უფროსს ზომა–წონაც ცოდნია, სექვოია და ბაობაბი სადაც იზრდება, ისიც _ კარგად სწავლობდა სკოლაში, თურმე, აფრიკის გეოგრაფიას.

_ წადით ახლა, ეს ოქმი შეცვალეთ (მეორე პირი ხომ იმ კაცს ჰქონდა სახლში?!) თორემ გაგყრით სამივესო (ვერავინ დამაჯერებს, რომ ესენი ვინმეს “ზემოდან” ბრძანებით დანიშნული ახლობელ–ნათესავები არ იყვნენ, თორემ პირდაპირ რატომ არ გაყარა კინწისკვრით?). მისულან იმ “ხუმარა ბრაკონიერთან” და სიყალბისთვის დაგაპატიმრებთო, _ მკაცრად უთქვამთ. _ მე რა ვიცი, ბატონო ბაობაბის და მაკაგონის ამბავი, გლეხი კაცი ვარ, თქვენ არ უნდა გცოდნოდათ, რას წერდითო?! მოკლედ, ბოლოს ხვეწნაზე გადასულან, ოქმი გამოუცვლიათ, იმის ჯარიმაც გადაუხდიათ და მგონი, ცოტა სხვა რამეც.

ა ბატონო, სად არის აქ კორუფცია?! რომ დაუჩემებიათ, მოვსპეთ კორუფციაო, კორუფციით დააქცევ ქვეყანას თუ დეგენერატობით, რა მნიშვნელობა აქვს?

სამაგიეროდ ხელფასი აქვთ ბევრი ათასი, რა ენაღვლებათ _ “არც უარყოფენ და არც ადასტურებენ“, “არც იქით არიან და არც აქეთ“, “არც წყალი, არც ღვინო“, “არც ქატო, არც ფქვილი“… ანუ, ისევ ბებიაჩემის გამოთქმა რომ ვიხმარო, “აფერ თავში არ არიენ!”

ამიტომ, სანამ მინისტრს სიმღერის გამო დანიშნავენ და მეორე მინისტრს “ლამაზი თვალებისთვის“, მანამდე ვიქნებით ასე _ “გაჩიჩინებული“.

P.შ. სხვათა შორის, ბუკისციხეში რომ ტყე იწვოდა, თბილისში ვიყავი. გავიგე და დავრეკე გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს–ცენტრში, ვნერვიულობდი _ “ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთო“, _ მიპასუხეს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

აიპ-ების შენახვაზე 2 837 057 ლარი იხარჯება!

ვინ არეგულირებს თხილის ფასს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო