საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
ღარიბაშვილმა თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მეუღლესა და შვილებს გადაუხადა.
"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს – ნუნუკას. ასევე, ჩემს შვილებს, ნიკოლოზს, ანდრეას და გაბრიელს. სწორედ ნუნუკას თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე – ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური. ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



































































