გურია ნიუსის მიერ მოპოვებული, დაზუსტებული ინფორმაციით, ამ წუთებში, უმრავლესობის სხდომაზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა.
როგორც გურია ნიუსი წერდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა.
კანდიდატის წარდგენამდე ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრებს საკუთარი მიღწევები გააცნო.
უმრავლესობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და ის მედიისთვის დახურულია.
გიორგი კვირიკაშვილი დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს.
სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
2015 წლის 1 სექტემბრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2013 წლის 26 ივლისიდან – ვიცე-პრემიერი; 2012 წლის 25 ოქტომბრიდან – 2015 წლის 1 სექტემბრამდე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2012 წლის მარტი _- 2012 ოქტომბერი – ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC” – საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტი;
2006 წლის თებერვალი_- 2011 წლის ოქტომბერი – სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკი“ – გენერალური დირექტორი;
2004-2006 წლები _ პირველი კომერციული ბანკი (ამჟამად ტაოპრივატბანკი) – აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი;
1998 წლები _ გაერთიანებული ქართული ბანკი – ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორი, აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილე;
1996-1997 წლები _ Trade Invest Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილე;
1993-1996 წლები _ გაერთიანებული ქართული ბანკი – საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (საწყისი პოზიცია – დოკუმენტური სავაჭრო ოპერაციების ოფიცერი).
1999-2004 წლები _ საქართველოს პარლამენტის წევრი (პარლამენტში „მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით მოხვდა), ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, WTO-ს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
1999 წელი _ სახელმწიფო კანცელარია – ფისკალური, მონეტარული და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე.
რას შეეხება განათლებას _ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მედიცინაში; 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში; 1998 წელს დაამთავდა ილინოისის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ფინანსებში;
გიორგი კვირიკაშვილს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.






































































