https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მერაბ ჟორდანია საქართველოში საფეხბურთო აკადემიას აკეთებს

8:12; 30.12.2010
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართული ფეხბურთის ყოფილი მესაჭე მერაბ ჟორდანია რომ საქართველოშიც აპირებს ფეხის მოკიდებას, ეს ამბავი ახალი არავისთვისაა _ ჰოლანდიური “ვიტესის” ქართველი მეპატრონე არ მალავდა, რომ მეგობრებთან ერთად თბილისის “დინამოს” დაბრუნება სურდა, თუმცა ქართული ფეხბურთის ფლაგმანს უკვე ჰყავს ახალი მეპატრონე _ კლუბს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახიდან ბიზნესმენი რომან ფიფია გადაიფორმებს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჟორდანიას საყვარელ ქართულ კლუბად ლანჩხუთის “გურია” მიიჩნევა. ის არასდროს მალავს, რომ ყველაზე მეტად სწორედ “გურიას” ქომაგობს. ჩვენ ჯერ კიდევ თვეების წინათაც ვწერდით, რომ მსოფლიო საფეხბურთო წრეებში გავლენიანი ქართველი მოხელე საქართველოში საფეხბურთო სკოლის გახსნას აპირებდა. კულუარული ინფორმაციით, ის აქცენტს დასავლეთ საქართველოზე გააკეთებს და სავარაუდო ნავსაყუდელად რამდენჯერმე გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა დასახელდა.
რას ნიშნავს საფეხბურთო აკადემიის გახსნა? ქართული გამოცემის გავრცელებული ინფორმაციით, ეს აპრობირებული მეთოდია, რომელსაც უფრო ბობოლა კლუბები მიმართავენ, თუმცა, არც “ვიტესის” გაქანების გუნდები ერიდებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი “ვიტესის” ქართველ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას მეშვეობით მოხდება. და თუ გეგმა გახორციელდება, აკადემიაში ჰოლანდიელი მწვრთნელები იმუშავებენ ჴ ამ აკადემიის საუკეთესო ტალანტები კი პირდაპირ არნემულ კლუბში წავლენ (საუკეთესოები ლონდონის “ჩელსიშიც” მოხვდებიან _ ჟორდანია-აბრამოვიჩის მეგობრობაზე უკვე ღიად საუბრობენ და იმასაც ამბობენ, რომ ჰოლანდიური კლუბი ჟორდანიამ რუსი მილიარდერის ფულით იყიდა. რედ.).  
“საქართველოში აკადემიის გახსნა ჩვენს გეგმებშია” ჴ ციტირებს “ვიტესის” ტექნიკური დირექტორის ტედ ვან ლიუვენის კომენტარს ჰოლანდიური მედია.
ამის პარალელურად მეტად დამაინტრიგებელია ლანჩხუთში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის გახსნა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, სანამ ჟორდანია გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ლანჩხუთში ამაზე კონკრეტულ კომენტარს არ და ვერც გააკეთებენ. თუმცა, ის ფაქტი, რომ საფეხბურთო სკოლა იქმნება, რა თქმა უნდა, გავრცელებულ ინფორმაციებს ინტრიგას აშკარად მატებს.
რაც შეეხება ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლას, მას გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის და ლანჩხუთის “გურიის” ყოფილი თავკაცი დურმიშხან ჩხაიძე რომ ხელმძღვანელობს, უკვე გაუწყეთ. ცნობისა და დამატებითი ინტრიგისთვის: ჩხაიძე მერაბ ჟორდანიას გუნდის წევრად მიიჩნევა, იგი ხელმძღვანელობდა მის საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნების დროს, ხოლო როცა ჟორდანია დაიჭირეს, გურული ფეხბურთის მესაჭე ერთ-ერთი იყო, ერთადერთი თუ არა, სფფ-ს პატიმარ თავკაცს ღიად რომ იცავდა. ჩხაიძე ამის გამო ასევე ღიად დაუპირისპირდა ჟორდანიას შემცვლელ ნოდარ ახალკაცს.
აი, რას ამბობს დურმიშხან ჩხაიძე ახალშექმნილ სკოლაზე, მის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე:
_ ჩვენი სკოლა, რომელიც ფუნქციონირებას 2011 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს, საქართველოში გამორჩეული ექნება. მეტიც, მას ანალოგი არ ექნება, თუ არ ჩავთვლით, დიდი ტრადიციების მქონე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლას. სკოლაში მოხდება არსებული საფეხბურთო რესურსის თავმოყრა.
_ სად გექნებათ ოფისი და რამდენად მართალია ინფორმაცია, რომ საფეხბურთო მწვრთნელების უმრავლესობა უადგილოდ დარჩება?
_ ყოფილი მანქანათმშენებლობის კოლეჯის ფართი გადმოგვეცემა, სადაც არის კორპუსები და საფეხბურთო მოედანი. ასევე, 2 დარბაზი. ჩვენს დაქვემდებარებაში იქნება ყოფილი ინტერნატის სტადიონი, ჩიბათის სპორტული კომპლექსი, ქალაქში არსებული ყველა ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ანუ, ფაქტობრივად, მთელ რაიონს მოვედებით. რაც შეეხება მწვრთნელებს, ჩვენთან ერთი აუცილებელი და უპირველესი პრინციპია _ აქ მხოლოდ ლიცენზირებული მწვრთნელები იმუშავებენ!
_ ასეთი ლანჩხუთში რამდენია? თქვენი სკოლისთვის საკმარისი იქნება?
_ როგორც ვიცი, ამჟამად 7 ლიცენზირებული მწვრთნელი გვყავს, 3 გადის სწავლებას. ეს კი სავსებით საკმარისია. აქედან ერთს სკოლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შეუთავსდება. აუცილებლად გვეყოლება მეკარეთა მწვრთნელი.
_ თუ არ ვცდები, ლანჩხუთში 30-მდე მწვრთნელია. რა ბედი ელით მათ?
_ ვერაფერს გეტყვით. ჩვენ მივიღებთ იმდენს, რამდენიც გვჭირდება. კატეგორიულად ვამბობ, რომ შტატებს ვერ გავზრდით ვიღაცის გამო. ადმინისტრაციაც კი ორკაციანი იქნება _ დირექტორი და ბუღალტერი. როცა გაიგეს დირექტორად დავინიშნე, ბევრი ნაცნობი მეუბნება _ მოადგილედ წამიყვანეო. გამორიცხულია _ ასეთი შტატი არ გვექნება. თანხის ძირითადი ნაწილი ბავშვებს, მათ გაწვრთნას, ტრანსპორტირებას და სხვა ხარჯებს უნდა მოხმარდეს და არა ხელფასებს.
_ სულ პრობლემა იყო გზის და სხვადასხვა ხარჯი, თუნდაც ფორმის, ბურთების, რის გამოც ბევრმა ბავშვი ფეხბურთიდან გაიყვანა. ეს საკითხი თქვენთან მოგვარებულია?
_ კი, ეს პრობლემა 100%-ით მოგვარებულია! არანაირი შენატანი მშობელს არ დასჭირდება! ისევ მწვრთნელებს დავუბრუნდები. რა თქმა უნდა, ზოგი მწვრთნელი უმუშევრად დარჩება, მაგრამ მათ შეუძლიათ აიყვანონ ჯგუფები, ჩვენ ამას ვერავის ავუკრძალავთ.
_ თუმცა, თუ თქვენთან ყველაფერი უფასო იქნება და ლიცენზირებული სპეციალისტები გეყოლებათ, მათთან ვინ მივა?
_ ვერაფერს გეტყვით.
_ როგორც ინფორმაცია გავრცელდა, სკოლას ფეხბურთის ფედერაციაც დაეხმარება.
_ მეც ასე ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაცია 30 ათასი ლარის სპორტული ინვენტარით დაგვეხმარება.
_ რა ასაკის ბავშვები გეყოლებათ და რომელ ტურნირებში მიიღებთ მონაწილეობას?
_ 7 წლიდან 15 წლამდე ასაკის ჯგუფები გვეყოლება. ყველა ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც კონკრეტულ ასაკში ჩატარდება.
_ თქვენი სკოლა არ ექვემდებარება “გურიას”. ნუთუ თქვენი მიზანი კლუბის ფეხბურთელებით მომარაგება არ იქნება?
_ ლანჩხუთისთვის “გურია” განუყოფელი ნაწილია და თქმა არ უნდა, კლუბისთვის ფეხბურთელების გაზრდა ჩვენი არაპირდაპირი მოვალეობა იქნება. ამას ვერავინ დაგვავალდებულებს, რადგან წესდებითაც არ გვაქვს ეს მოთხოვნა. ამასთან, ჩვენი სკოლა ტრანსფერებზეც იმუშავებს, ანუ ჩვენი მობურთალები სხვადასხვა კლუბებში გასხვისდებიან, ხოლო თანხა ისევ სკოლის და ლანჩხუთში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.
_ ბატონო დურმიშხან, თუ “გურიას” სპონსორი გამოუჩნდა, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს კლუბთან მიბმული საფეხბურთო სკოლაც ჰყავდეს, რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენი სკოლაც ინვესტორის დაქვემდებარებაში აღმოჩნდეს?
_ ყველაფერი შესაძლებელია, ესაა მოლაპარაკების თემა. ჩვენ მივესალმებით ყველა წინგადადგმულ ნაბიჯს.
ამასობაში კი, შაბათს, 25 დეკემბერს კახა კალაძემ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა _ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მშობლიურ ქალაქ სამტრედიას ეწვია, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო სკოლის 9-დან 16-წლამდე ასაკის 100 ბავშვსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა და იტალიური ფირმა ერრეა-ს ნაწარმი, სპორტული ეკიპირების სრული კომპლექტები საჩუქრად გადასცა: _ ბავშვებსა და მათ მწვრთნელებს ერრეა-ს სრული კომპლექტები გადავეცით. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებმა ძალიან გაიხარეს. მინდა, სამტრედიის საფეხბურთო სკოლას სხვა მხრივაც დავეხმარო. მათ მოედანი კი აქვთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ადმინისტრაციულ კორპუსს ავაშენებთ. ბავშვებს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ნორმალური ვარჯიშისთვის. სამტრედიის მთავარი გუნდი ადგილობრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება, მომავალი თაობის გაზრდა კი ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ, _ კახა კალაძის კომენტარს გაზეთი “ლელო” ციტირებს.
გახდება თუ არა გურული ფეხბურთის თოვლის ბაბუა მერაბ ჟორდანია, ეს ნაახალწლევს გახდება ცნობილი. ცნობისთვის: ამასწინათ, გურიაში ვიზიტისას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასაც “წამოსცდა” (ნუთუ შემთხვევით?) _ ლიცენზირებას ყურადღება მიაქციეთ და გრიგოლეთში კომპლექსის მოწყობა გვსურსო. არ არის გამორიცხული, ჟორდანიამ აკადემია გურიის ზღვისპირეთში მოაწყოს და იქ საქართველოს ნაკრებსაც მისცეს წვრთნის საშუალება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026
სპორტი

ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა რესპუბლიკური ტურნირიდან 8 მედალი წამოიღეს

17:23; 17 აგვისტო, 2026
სპორტი

6 წლის ოზურგეთელი მოჭადრაკე ქეთევან ჩხარტიშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

12:57; 21 ივლისი, 2026

როგორ ხვდებიან ახალ წელს მარტოხელა პენსიონერები

მოიშორა თუ არა ხელისუფლებამ კახა ასკურავა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო