https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეროვნული პარკი _ რაზე შეთანხმდნენ სააგენტო და მუნიციპალიტეტი

13:04; 21.04.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 9 800 ჰექტარი ფართობის დაცული ტერიტორიების საკუთრებაში დაარეგისტრირებას ადგილობრივი საზოგადოების ფართო სპექტრში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

"ეროვნული პარკი ქართველი ადამიანისთვის არაა მოგონილი, მისმა ჩამოყალიბებამ შეიძლება ჩაყლაპოს საქართველო თავისი ბუნებრივი სიმდიდრით. თუ ვერ შევძელით ეროვნული პარკის ჩამოყალიბების შეჩერება, დავკარგავთ ტერიტორიებს. ხალხი მიეძალება მთას და თუ მთა გაიჩეხა, ბუნებრივია, ამას არ მოჰყვება კარგი შედეგი.

 ლანჩხუთის ტერიტორიების ისევ გაველურებაზე ოცნებობს ისეთი ხალხი, რომლებმაც არ იციან, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ეს ტერიტორიები იყო დაჭაობებული, ადამიანები იხოცებოდნენ მალარიით. უზომო რაოდენობით იყო მალარიის გამავრცელებელი კოღოები და ცხოვრება შეუძლებელი იყო. არა მგონია, ჭაობმა და კოღომ უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს მოსახლეობას, ვიდრე გაკულტურებულმა ტერიტორიებმა.

ამ ტერიტორიების ეროვნული პარკის საზღვრებში მოხვედრა ნიშნავს, რომ, იქ, ნადირობიდან დაწყებული, ფიჩხის შეგროვებით დამთავრებული, მოსახლეობას ყველაფერი კატეგორიულად ეკრძალება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე მოქმედი მცირე ფერმერული მეურნეობაა მოწყობილი, ასევე, ტყეკაფით სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა", _ ამბობენ ის ლანჩხუთელები, რომლებიც უკვე წლებია კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ეროვნული პარკის საზღვრებში მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიების მოხვედრას.

აღსანიშნავია, რომ 1998 წლიდან, როდესაც ჩამოყალიბდა დაცული ტერიტორია, რომლის საზღვრებშიც თავიდანვე მოხვდა ზემონახსენები 9 800 ჰექტარი ფართობი და შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი, ლანჩხუთის მოსახლეობის სრული უმრავლესობა იმთავითვე აფიქსირებდა საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას მისადმი _ შეგროვდა ხელმოწერები, არა ერთი წერილი გაიგზავნა პარლამენტში, მთავრობაში, პრეზიდენტთან და სხვადასხვა ინსტანციაში, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული ლანჩხუთელთა უარყოფითი დამოკიდებულება საკითხისადმი; ბევრჯერ შემდგარა ლანჩხუთში შეხვედრები გარემოს დაცვის მინისტრებთან, თუ ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტის წევრებთან, მაგრამ კომპრომისის მიღწევა მაინც ვერ ხერხდებოდა. მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ერთ აზრზე იყო და დათმობას არასდროს აპირებდა _ არც ერთ გამგებელს არ მოუწერია ხელი მიღება-ჩაბარების აქტზე.

ბოლო ასეთი შინაარსის წერილით, რომელზეც 14 ათასი ადამიანის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული, მოსახლეობამ გასულ წელს მიმართა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს _ ისინი ითხოვდნენ, რომ საკრებულოს შეესწავლა საკითხი და მოემზადებინა წერილები, როგორც პარლამენტში, ასევე, სხვა ინსტანციაში გასაგზავნად, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა მოსახლეობის პოზიცია _ დაუბრუნდეს ხალხს კოლხეთის ეროვნულ პარკში დაბლოკილი ბუნებრივი რესურსები და საერთოდ გაუქმდეს ეს პარკი". საკრებულომ გასული წლის მაისში საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და გარემოს დაცვის სამინისტროში შესაბამისი წერილიც გააგზავნა, სადაც კიდევ ერთხელ იყო დაფიქსირებული უარი ტერიტორიის გადაცემაზე.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ აქედან ორ თვეში, იმ მოტივით, რომ ეს ტერიტორიები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და თავისუფლად შეეძლოთ ადგილობრივი ხელისუფლების დაუკითხავად გაესხვისებინათ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 9800 ჰექტარი დაირეგისტრირა, რაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში გახდა ცნობილი.

ამ ფონზე რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში სტუმრად იმყოფებოდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მოისწრაფიშვილი, რომელსაც გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე შეხვდნენ და კოლხეთის ეროვნული პარკის ლანჩხუთის უბნის ტერიტორიის პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. 

შეხვედრაზე იმყოფებოდა, ასევე, საკრებულოს შესაბამისი კომისიის ხელმძღვანელი გიორგი ჩახვაძეც, რომელმაც "გურია ნიუსს" გააცნო, თუ რა შეთანხმება შედგა მუნიციპალიტეტსა და სააგენტოს შორის აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში: "ამ წლების განმავლობაში, ლანჩხუთის მოსახლეობა ყოველთვის აფიქსირებდა უარყოფით დამოკიდებულებას ეროვნული პარკის მიმართ _ ფაქტობრივად, მოსახლეობის 99% ამის წინააღმდეგი იყო. 2015 წელს, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკრებულოს ინიციატივით, გაიმართა სესია, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. სესიაზე კიდევ ერთხელ ეთქვა უარი ეროვნული პარკის ფარგლებში ლანჩხუთის ფართობების დარეგისტრირებას. მაშინ საკრებულოს წევრთა ეს შეკრება გამოწვეული იყო იმითაც, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაიწყო ამ ტერიტორიების დემარკაციის პროცესი.

სააგენტომ ჩვენი ტერიტორიიდან 626 ჰექტარი ზემონახსენებ სესიამდე დაირეგისტრირა, ხოლო დანარჩენი _ ორი თვის შემდეგ, ივლისში. ამასთან დაკავშირებით, საქმის კურსში არ იყო ადგილობრივი ხელისუფლება, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ რეესტრში უკითხავად დარეგისტრირდა ეს ფართობები, მოვიწვიეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობა.

 ამ შეხვედრაზეც ლანჩხუთელების მიერ დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება ტერიტორიების გადაცემის მიმართ. სააგენტოს ხელმძღვანელი გააფრთხილეს კიდეც, თუ შესაბამისი რეაგირება არ მოხდება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლანჩხუთში საპროტესტო აქციებს დავიწყებთო.

სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ შეხვედრაზე გაკეთებული განმარტებით, თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაიწყება შესაბამისი პროცედურების გახორციელება, სააგენტო არ არის წინააღმდეგი ამ 9800 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელიც ამჟამად დაცული ტერიტორიების საზღვრებშია, შექმნას მრავალმხრივი გამოყენების მუნიციპალური ტყე, რომელიც ლანჩხუთის დაქვემდებარებაში იქნება", _ გვითხრა ჩახვაძემ.

გიორგი ჩახვაძე იმასაც დასძენს, რომ ეს საკითხი წარმომადგენლობითი ორგანოს განცხადების საფუძველზე ჯერ პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა განიხილოს და, შესაბამისად, ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე რუსებს დალევას უკრძალავენ

სამართალდამცავებმა „მიცუბიში მოტორსის“ ოფისი გაჩხრიკეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო