https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოგელაძის უწყების ახალი ბრალდება “ქართულ ოცნებას” და ორთვიანი დუმილი “ნაცმოძრაობის” აღიარებულ დანაშაულზე

18:05; 23.05.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კერძოდ, კომპანიის მენეჯერები, იმავდროულად, რეგიონულ და რაიონულ დონეზე პოლიტიკურ სუბიექტ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ (ვიდეო წყარო: “ქართული ოცნების” თელავის რაიონის ორგანიზაციის წარმომადგენლის ზაზა დევიძის განცხადება, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 14 მაისი 2012, http://www.ick.ge/ka/articles/10871-2012-05-14-14-33-58.html კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური “გლობალ-თV”-ს საქმიანობასა და “ქართული ოცნების” და მის საარჩევნო მიზნებს შორის კავშირზე საჯაროდ საუბრობდა (ვიდეო წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 14 მაისი 2012, http://ick.ge/ka/rubrics/politics/10867-2012-05-14-13-17-08.html) ” _ ვკითხულობთ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

“აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას “ქართული ოცნების” ლოგოს ამსახველ მაისურებში ახორციელებდნენ; “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები კი ამავე კომპანიის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობდნენ მოქალაქეებს.

ზემოაღნიშნული გარემოებები საზოგადოებაში პოლიტიკური კოალიციისა და აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული მომსახურების გაიგივებას იწვევს და პარტიათა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიტიკური პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მონიტორინგის მანდატით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის ცალკეულ პირთა გამოკითხვას.

ფინანსური მონიტორინგის ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. მონიტორინგი არ უკავშირდება ზემოაღნიშნული კერძო კომპანიის საქმიანობას და მის მიმართ სამსახურს სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნია.” _ ნათქვამია ამავე განცხადებაში.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული დღევანდელი განცხადება მთლიანად აგებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მაშინ როდესაც, ეს სამსახური აბსოლუტურად არ რეაგირებს ამავე საშუალებებში გამოქვეყნებულ იმ მასალებზე, სადაც მმართველი პარტიის წევრების მიერ ჩადენილ დარღვევებზეა საუბარი.

“გურია ნიუსი” უკვე მეორე თვეა, ელოდება კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პასუხს 12 შეტანილი წერილიდან იმ 4-ზე, სადაც მმართველი პარტიის მიერ სწორედ იმ სახის დარღვევებზეა საუბარი, რომელთა მსგავსზე მოგელაძის უწყება თითქმის ყოველდღე აკეთებს განცხადებას. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობას, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს ეხება. მათი მხრიდან ფაქტებზე მყისიერი რეაგირებაც მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება.

“გურია ნიუსმა” ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 2012 წლის 20 მარტს რამდენიმე წერილით მიმართა. თითოეულ წერილში მოყვანილი იყო სტატიის სათაური, ბმული და დანართი ამობეჭდილი სტატიის სახით. პასუხი დღემდე არც ერთ მათგანზე არ მოგვსვლია, მათ შორის არც მმართველი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძის მიერ აღიარებულ დანაშაულზე.

“გაზეთ გურია ნიუსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ნაციონალური მოძრაობის” “მზრუნველობა” ბიუჯეტის ხარჯზე!”, რომელიც უმწეოთა სასადილოს შენობაზე გამოკრულ აბრას ეხებოდა შემდეგი წარწერით; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის”. ეს წარწერა უმწეოთა სასადილოს 2012 წლის 17 თებერვლის 15:10 საათამდე ამშვენებდა, აღნიშნულ ობიექტს კი ბიუჯეტი მხოლოდ მიმდინარე წელს 75 000 ლარით აფინანსებს.

“გურია ნიუსის” მიერ საკითხით დაინტერესებისთანავე აბრა ჩამოხსნეს, თუმცა, დარჩა ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.

რამდენიმე დღის შემდეგ, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვახტანგ ბალავაძემ “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ნაცმოძრაობის მხრიდან ჩადენილი კანონდარღვევა, ფაქტობრივად, აღიარა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

_ ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც ამ აბრას “გურია ნიუსმა” სურათები გადაუღო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კომენტარისთვის დაუკავშირდა, აბრა სასწრაფო წესით ჩამოხსნეს…

_ სწორად მოქცეულან, რა გინდათ?

_ სწორად და სამართლიანად მოქცევა იმ შემთხვევაში იქნებოდა, ეს აბრა კანონში ცვლილებების შეტანისთანავე ჩამოეხსნათ და არა ორი თვის შემდეგ, ჟურნალისტების ჩარევის შედეგად. არ მეთანხმებით?

_ სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მოვალეობას სწორედ ეგ არის. რომ ჩამოხსნეს, შედეგიც ხომ ეგ არის?

_ ვფიქრობ, სხვა, ნებისმიერ პარტიას გაცილებით მძიმე შედეგი დაუდგებოდა მსგავს შემთხვევაში…

_ მაგასთან დაკავშირებით თუ ვინმე თვლის, რომ არის გარკვეული დარღვევა, არსებობს გარკვეული ორგანოები, რომელთაც ზედამხედველობა ევალებათ და რეაგირებისთვის უნდა მიმართონ მას, _ განაცხადა ბალავაძემ.

20 მარტიდან დღემდე, მოგელაძის უწყებას პასუხი არ აქვს ორ მარტივ კითხვაზე:

_ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ითვლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად.

_ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ფაქტი, თქვენი სამსახურის მხრიდან რეაგირებას? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიმარტოთ პასუხი შესაბამისი კანონის შესაბამისი ნორმებით.

გთავაზობთ ყველა იმ წერილის შინაარსს, რომელიც 2012 წლის 20 მარტს შევიტანეთ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში და რომელზედაც დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

1. გაზეთ “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “დაარღვიეს თუ არა კანონი გურულმა “ნაციონალებმა”.

სტატიაში საუბარია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა და იმავდროულად ჩოხატაურის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ოსეფაშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების რწმუნებულმა ოთარ დოლიძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტმა მალხაზ წიქორიამ ერთ-ერთ ოჯახს საჩუქრები მიუტანეს. საჩუქრები გამგეობამ და საკრებულომ მრავალშვილიან ოჯახებს გაუკეთა, რასაც მოწმობს მათ მიერ გავრცელებული ფოტომასალა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული პირები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადასტურებენ, რომ საჩუქრების შეძენა ბიუჯეტის სახსრებით არ მომხდარა.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დღემდე არ აქვს პასუხი “გურია ნიუსის” კითხვებზე:

_ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ითვლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან გაწეულ ქველმოქმედებად?

_ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ფაქტი, თქვენი სამსახურის მხრიდან რეაგირებას? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიმარტოთ პასუხი შესაბამისი კანონის შესაბამისი ნორმებით.

2. “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო სიუჟეტი სათაურით “ნაციონალური მხარდაჭერა სკოლის მოსწავლეებს”.

სიუჟეტში საუბარია, რომ “ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის” და ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილი გახდა. კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც მოეთხოვებოდათ შემოთავაზებული 3 თემიდან, ერთის შესრულება ჩანახატის, მოთხრობის, ლექსის ანუ ნებისმიერი მხატვრული ჟანრის სახით (თავისუფალი თემა: მოგვიყევი “ვეფხისტყაოსანზე”, მე და ახალი საქართველო) დაჯილდოების ცერემონიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” პროექტი მოუწონა და მისი კვლავ ჩატარებისკენ მოუწოდა. გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრად წიგნები და დიპლომები გადაეცათ.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დღემდე არ აქვს პასუხი “გურია ნიუსის” კითხვებზე:

_ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ითვლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად.

_ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ფაქტი, თქვენი სამსახურის მხრიდან რეაგირებას? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიმარტოთ პასუხი შესაბამისი კანონის შესაბამისი ნორმებით.

3. გაზეთ “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით “საახალწლო საჩუქრები ხელისუფლებისგან”.

სტატიაში საუბარია, 31 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გოჩა შანიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსმა ნათია ვაშალომიძემ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს – მარიზე ფარციძეს, ნინა ბერულავას და მზევინარ ლურსმანაშვილს საახალწლოდ საჩუქრები მიუტანეს. საჩუქრები ამავე დღეს ომის ვეტერანს, ჟუჟუნა ბიბილოძესაც გადასცეს. მერე კი უფასო სასადილოს მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი მიუტანეს.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დღემდე არ აქვს პასუხი “გურია ნიუსის” კითხვებზე:

_ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ითვლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან გაწეულ ქველმოქმედებად?

_ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ფაქტი, თქვენი სამსახურის მხრიდან რეაგირებას? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიმარტოთ პასუხი შესაბამისი კანონის შესაბამისი ნორმებით.

ზემოაღნიშნულ წერილებზე კონტროლის პალატიდან დღემდე არ მოგვსვლია არანაირი პასუხი, არც დადებითი და არც უარყოფითი, არც განმარტებით და არც განუმარტებლად…

25 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატა “გურია ნიუსის” მიერ შეტანილ საჩივარს ადმინისტრაციული წესით, ზეპირი მოსმენით განიხილავს. გაზეთის ინტერესებს “ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე დაიცავს.

“გურია ნიუსმა” კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საჩივრით 2012 წლის 02 მაისს მიმართა. საჩივრით იმ ინფორმაციის გასაჯაროებას ვითხოვთ, რომელსაც ნათია მოგელაძის უწყებამ საიდუმლო გრიფი დაადო. ბეჟაშვილის მისამართით გაგზავნილი საჩივრის მთავარი მოთხოვნა კი ასეთია:

1. ბათილად ცნოს საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული 03 აპრილის #82/26 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;

2. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, მოგვაწოდოს ჩვენ მიერ 2012 წლის 20 მარტს #72 კორესპონდენციით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხა (სახელობითი სია) შრომის ანაზღაურების მითითებით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვანო ჩხარტიშვილი: "სააკაშვილის ზეწოლის შედეგად იძულებული გავხდი, ტელეკომპანია სხვაზე გადამეფორმებინა"

რატომ იჩაგრება "გურია"

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო