ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში უკრაინელი მოთამაშე ანა უშენენა გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას EUROPECHESS.ORG ავრცელებს.
მან ევროპის რიგით მე-17 ქალთა ინდივიდუალურ საჭადრაკო ჩემპიონატში გაიმარჯვა, რომელიც რუმინეთში, მამაიაში, 26 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, უშენენა მე-7 ტურში დაწინაურდა და უპირატესობას ბოლომდე ინარჩუნებდა.
დასკვნით ტურში მან ლილით მაკრყჩიანთან ფრედ ითამაშა. საბოლოოდ ტურნირი კი 6 მოგებით და 5 ფრით დაასრულა.
როგორც ცნობილია, ჩემპიონატში მეორე ადგილი ესპანელმა სერბინა ვეგა გუტიერეზმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ანტუანეტა სტეფანოვა 8 ქულით გავიდა.
გავრცელებული ცნობით, გამარჯვებულებს პრიზები ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა გადასცა.
როგორც ცნობილია, ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატში 27 ქვეყნის 112 ქალი მონაწილეობა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჭადრაკის ჩემპიონატში სოფო ხუხაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია და ნინო ხურციძე მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ევროპის რიგით მე-16 ქალთა ჩემპიონატის მასპინძელი საქართველო იყო.