"გურია ნიუსის" ინფორმაციით, 6 პარტიისგან შემდგარი ბლოკი _ "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ პატრიოტთა ალიანსი _ გაერთიანებული ოპოზიცია" ოზურგეთში დეპუტატობის კანდიდატად შოთა გოგიბერიძეს წარადგენს, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსიდან" მერობის კანდიდატი იყო.
გოგიბერიძის თქმით ახალშემქნილ კოალიციას კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:
_ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. კოალიციაში უკვე იწყება მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება თუ ვინ იქნება დეპუტატობის კანდიდატები. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას გოგიბერიძემ.